დუმბარტონ-ოქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დუმბარტონ-ოქსის სასახლე

დუმბარტონ-ოქსი (ინგლ. Dumbarton Oaks) — ისტორიული მამული ვაშინგტონის ჯორჯტაუნის უბანში. თავდაპირველად იყო რობერტ ვუდს ბლისისა (1875–1962) და მისი მეუღლე მილდრედ ბარნს ბლისის (1879–1969) რეზიდენცია და ბაღი.

Dumbarton Oaks Research Library and Collection დაარსდა ბლისების მიერ, რომლებმაც ის 1940 წელს გადასცეს ჰარვარდის უნივერსიტეტს. კვლევითი ინსტიტუტი ეძღვნება სწავლებებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის: ბიზანტიისა და კოლუმბამდელი ცივილიზაციების კვლევებს, ასევე ბაღის დიზაინისა და ლანდშაფტის არქიტექტურის სფეროს, რაც ხორციელდება სამეცნიერო სტიპენდიების, შეხვედრების, გამოფნეების და პუბლიკაციების მეშეობით.

საზოგადოებისთვის დუმბარტონ-ოქსი ღიაა როგორც ბაღი და მუზეუმის კოლექცია. ის ასევე მასპინძლობს საჯარო ლექციებს და სხვადასხვა კონცერტებს.

1944 წელს დუმბარტონ-ოქსში გაიმართა კონფერენცია, როემლშიც მონაწილეობდნენ დელეგატები აშშ, ბრიტანეთი, სსრკ და ჩინეთიდან.

დირექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯონ სეიმურ თეჩერი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 1945, დირექტორი, 1946–1969
  • უილიამ რ. ტაილერი, 1969–1977
  • ჯილს კონსტებლი, 1977–1984
  • რობერტ თომსონი, 1984–1989
  • ანგელიკი ლაიუ, 1989–1998
  • ედვარდ ლ. კეინანი, 1998–2007
  • იან მ. ზიოლკოვსკი, 2007–დღემდე

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: