გილიერმო ვილასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გილიერმო ვილასი

ვილასი 1975 წელს
ქვეყანა (სპორტი) არგენტინის დროშა არგენტინა
საცხოვრებელი ადგილი ბუენოს-აირესი, არგენტინა
დაიბადა 17 აგვისტო, 1952 (1952-08-17) (71 წლის)
მარ-დელ-პლატა, არგენტინა
სიმაღლე 180 სმ.
პროფესიონალი 1969
კარიერა დაასრულა 1992
თამაში მემარცხენე
ფულადი პრიზი 4,923,882 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 1991 (წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 949–291 (76.53%)
ტიტულები კარიერაში 62
უმაღლესი რეიტინგი მე-2 (30 აპრილი, 1975)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1978, 1979)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1977)
უიმბლდონი მეოთხედფინალი (1975, 1976)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1977)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1974)
WCT-ის ფინალი ფინალი (1976)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 225–156 (59.05%)
ტიტულები კარიერაში 16
უმაღლესი რეიტინგი მე-20 (21 მაისი, 1979)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 2რ (1977 (იან.))
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1975)
უიმბლდონი 3რ (1976)
აშშ-ის ღია პირველობა მეოთხედფინალი (1975)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი ფინალი (1981)
ბოლოს განახლდა: 3 ნოემბერი, 2018.

გილიერმო ვილასი (ესპ. Guillermo Vilas; დ. 17 აგვისტო, 1952, მარ-დელ-პლატა, არგენტინა) — არგენტინელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი.

ვილასს 4 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 2 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 საფრანგეთის ღია პირველობა და 1 აშშ-ის ღია პირველობა. მან ასევე ერთხელ გაიმარჯვა წლის შემაჯამებელი ტურნირზე. ჯამში მას ATP-ის 62 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული. 62-დან 49 ტიტული, ვილასმა თიხის საფარზე მოიგო და ამ საფარის ტიტულების რაოდენობით, იგი მხოლოდ რაფაელ ნადალს ჩამორჩება. არგენტინელს თიხაზე 678 მატჩი აქვს მოგებული, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია აღნიშნულ საფარზე. 1977 წელს, მან ორი თიხის დიდი სლემის ტურნირი მოიგო (აშშ-ის ღია პირველობა მაშინ თიხაზე ტარდებოდა). ამავე წელს, მას თიხაზე 53 მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, რაც მოგვიანებით მხოლოდ ნადალმა გააუმჯობესა. აღნიშნული მიღწევების გამო, გილიერმო ვილასი ისტორიაში თიხის საფარის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ითვლება[1].

1991 წელს, ვილასი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 8 (4–4)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 1975 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა შვედეთის დროშა ბიერნ ბორგი 2–6, 3–6, 4–6
მარცხი 1977 (იან.) ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი აშშ-ის დროშა როსკო ტანერი 3–6, 3–6, 3–6
გამარჯვება 1977 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა აშშ-ის დროშა ბრაიან გოტფრიდი 6–0, 6–3, 6–0
გამარჯვება 1977 აშშ-ის ღია პირველობა (1) თიხა აშშ-ის დროშა ჯიმი კონორსი 2–6, 6–3, 7–6(7–4), 6–0
მარცხი 1978 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა შვედეთის დროშა ბიერნ ბორგი 1–6, 1–6, 3–6
გამარჯვება 1978 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ბალახი ავსტრალიის დროშა ჯონ მარკსი 6–4, 6–4, 3–6, 6–3
გამარჯვება 1979 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ბალახი აშშ-ის დროშა ჯონ სედრი 7–6(7–4), 6–3, 6–2
მარცხი 1982 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა შვედეთის დროშა მატს ვილანდერი 6–1, 6–7(6–8), 0–6, 4–6

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 1 (1–0)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1974 მასტერსის გრან-პრი, მელბურნი (1) ბალახი რუმინეთის დროშა ილიე ნასტასე 7–6(8–6), 6–2, 3–6, 3–6, 6–4

(დ) – დახურული კორტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Ahead of French Open 2017 Simon Briggs ranks the 20 male clay-court players of all time“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2018.