შინაარსზე გადასვლა

ბაგრატ I (აფხაზთა მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრატ I.
ბაგრატ I
აფხაზთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 887
მმართ. დასასრული: 893
წინამორბედი: ადარნასე შავლიანი
მემკვიდრე: კონსტანტინე III
გარდ. თარიღი: 893
მამა: დემეტრე II

ბაგრატ I (გ. 893) — „აფხაზთა სამეფოს“ მეფე (887–893), მეფე დემეტრე II-ის ძე.

გიორგი I-ის სიკვდილის შემდეგ ბაგრატის, როგორც ტახტის მემკვიდრის, წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს ქვრივმა დედოფალმა და იოანე შავლიანმა. ბაგრატ I-მა თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. ბიზანტიის კეისრის დახმარებით ბაგრატ I დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, მოკლა მეფე ადარნასე, ძე იოანე შავლიანისა, ტახტი დაიჭირა და ადარნასეს ქვრივი (გვარამ მამფლის ასული) შეირთო ცოლად. 885 ბაგრატ I-მა ბიზანტიიდან დააბრუნა ცოლისძმა ნასრა და მას ტაო-კლარჯეთის მფლობელთა წინააღმდეგ თავისი ლაშქარი მიაშველა. ბაგრატ I-ის ეს ღონისძიება კლარჯეთში დამკვიდრებას ისახავდა მიზნად, მაგრამ უშედეგოდ დამთავრდა.

წინამორბედი:
ადარნასე შავლიანი
აფხაზეთის მეფე
887–893
შემდეგი:
კონსტანტინე III