შინაარსზე გადასვლა

აბოვიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბოვიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
აბოვიანი
სომხ. Աբովյան
დროშა გერბი

ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
კოორდინატები 40°16′26″ ჩ. გ. 44°37′32″ ა. გ. / 40.27389° ჩ. გ. 44.62556° ა. გ. / 40.27389; 44.62556
პირველი ხსენება მე-13 საუკუნე
ფართობი 7 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 1450 მეტრი
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 44 400 (2015)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (222)
საფოსტო ინდექსი 2201–2208
ოფიციალური საიტი https://abovyan.am
აბოვიანი — სომხეთი
აბოვიანი

აბოვიანი (სომხ. Աբովյան; 1963 წლამდე — სოფელი ელარი) — ქალაქი სომხეთში, კოტაიქის პროვინციაში. მდებარეობს ერევნიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კილომეტრზე. წარმოადგენს ერევნის აგლომერაციის ქალაქ-თანამგზავრს. ერევანთან დაკავშირებულია საავტომობილო გზითა და რკინიგზის ხაზით, რომლის საშუალებითაც დედაქალაქი უკავშირდება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებს. ამის გამო ქალაქს ხშირად უწოდებენ ერევნის „ჩრდილოეთის კარიბჭეს“. ქალაქის ადგილზე მდებარეობდა სოფელი ელარი, რომელსაც 1961 წელს ეწოდა სომეხი მწერლის ხაჩატურ აბოვიანის სახელი. 1963 წელს სოფლის ადგილზე ჩამოყალიბდა ქალაქი აბოვიანი. აბოვიანიდან 6 კილომეტრზე მდებარეობს კურორტი არზნი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]