Obsidian Entertainment

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Obsidian Entertainment
ტიპი შვილობილი
დაფუძნდა 12 ივნისი 2003; 16 წლის წინ (2003-06-12)
დამაარსებელი
მდებარეობა ირვაინი, კალიფორნია, აშშ[1]
მფლობელი Xbox Game Studios
წამყვანი
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
თანამშრომელი 170 (2017)[2]
საიტი obsidian.net

Obsidian Entertainmentამერიკული ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანია. წარმოიშვა Interplay Entertainment-ის ქვედანაყოფის Black Isle Studios დაშლის შემდეგ, სანტა-ანაში, კალიფორნიის შტატში, 2003 წელს. კომპანიის დამაარსებლები არიან Black Isle Studios ყოფილი თანამშრომლები: ფერგიუს ურკჰარტი, კრის პარკერი, დარენ მონაჰენი, კრის აველონი და კრის ჯოუნსი. 2005 წლის ივლისში შტატს შეემატა ჯოშ სოიერი, რომელიც მონაწილეობდა „Icewind Dale“-სა და „Van Buren“-ის შექმნაში. 2011 წელს სტუდიას მთავარი პროგრამისტის სახით შემოუერთდა ტიმ კაენი„Fallout“-ის ავტორი და Troika Games დამფუძნებელი.

2018 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ Obsidian შეიძინა Microsoft-მა[3] და შევიდა Microsoft Studios-ის შემადგენლობაში (დღეს ცნობილი როოგორც Xbox Game Studios).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003: დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Obsidian Entertainment დაარსებული იქნა ფერგიუს ურკჰარტის, კრის აველონის, კრის პარკერის, დარენ მონაჰენი-სა და კრის ჯონსის მიერ. მის დაარსებამდე ისინი მუშაობდნენ Interplay Entertainment-ის შვილობილ კომპანია Black Isle Studios-ში. აქ მათ შექმნეს რამდენიმე როლური ვიდეო თამაში: „Icewind Dale“, „Planescape: Torment“ და „Fallout 2“. ისინი, ასევე თანამშრომლობდნენ BioWare-თან „Neverwinter Nights“-ის, „Baldur's Gate“-ისა და „Baldur's Gate II“-ის შექმნაზე. უმეტესობა ამ თამაშებიდან კომერციულად და კრიტიკულად წარმატებული აღმოჩნდა. მაგრამ Interplay-ის ფინანსური მდგომარეობა სუსტი აღმოჩნდა და კომპანიამ დაკარგა „Dungeons & Dragons“ შექმნის ლიცენზია.[4] .[5] ამან გამოიწვია „Baldur's Gate III: The Black Hound“-ის გაუქმება. ურკჰარტი და მისი თანამშრომლები იმედგაცრუებულნი დარჩნენ თამაშის გაუქმების გამო, რადგანაც მისი შექმნა წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ურკჰარტი დარწმუნდა, რომ Black Isle არ იყო ეფექტური ვარიანტი მისი ჯგუფისთვის და გადაწყვიტა კომპანიის დატოვება. იმ დროში, იგი იყო ოცდამეათე წელში და ფიქრობდა, რომ თუ ამას არ იზამდა ახალგაზრდობაში, როდესაც მოხუცდებოდა, უკვე გვიანი იქნებოდა ამის განხორციელება.[6] 2003 წელს ურკჰარტმა და დანარჩენმა პერსონალმა ოფიციალურად დატოვეს Interplay და იმავე წელს დააფუძნეს Obsidian Entertainment.[7]

კომპანიის დაარსების შემდეგ ის საჭიროებდა შესაბამის ფინანსებს, რათა დასახული მიზანი გაეხორციელებინა. ამგვარად, საჭირო იყო მხარდაჭერის მოპოვება გამომცემლებისაგან. ისინი დაუკავშირდნენ Electronic Arts, მაგრამ უშედეგოდ. სტუდია, ასევე დაუკავშირდა Ubisoft-ს. Ubisoft ეძებდა კომპანიას, რომელიც დაკავდებოდა „Might & Magic“-ის შექმნით, მაგრამ Ubisft-მა კონტრაქტი გააფორმა Arkane Studios-თან.

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Obsidian Entertainment იყენებს კოდურ სახელწოდებებს მათი თამაშების აღნიშვნისას, რომელიც დაყრდნობილია აშშ-ის შტატების სახელებზე. მსგავსი სისტემა (მოიგონა ჯოშ სოიერმა 1999 წელს, როდესაც მუშაობდა Black Isle-ში) გამოიყენებოდა Black Isle-ში, სადაც პროექტების დასახელებითვის იყენებდნენ აშშ-ის პრეზიდენტების სახელებს:

2006 წლის 23 მარტს Obsidian-მა და Sega-მ დაანონსა როლური ვიდეო თამაში, რომლის კოდური სახელწოდებით "პროექტი ჯორჯია",[8] დაფუძნებული დაუზუსტებელ ფრენჩაიზზე, Xbox 360, Playstation 3-სა და PC-თვის. 2006 წლის 13 დეკემბერს Sega-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ აღნიშნული თამაში იქნებოდა ფილმ „უცხოზე“ დაფუძნებული[9]. 2006 წლის 14 დეკემბერს პროექტის დიზაინერმა ჯოშ სოიერმა დააზუსტა, რომ როლური ვიდეო თამაში, რომელიც დაფუძნებულია ფილმ „უცხოზე“, წარმოადგენს "პროექტ კონექტიკუტს" და არა "პროექტ ჯორჯიას". 2009 წლის ივნისში აღნიშნულ თამაშზე მუშაობა შეჩერდა.[10]

Sega-სა და Obsidian-ს შორის თანამშრომლობა შედგა სხვა პროექტზე მუშაობისას, სახელწოდებით „Alpha Protocol“, გამოსული 2010 წლის ივნსიში. თამაშმა კრიტიკოსების მიერ ორაზროვანი შეფასება მიიღო. მათ აღნიშნეს, რომ თამაშში ბევრი ახალი ტექნოლოგია არის ჩადებული, თუმცა გააკრიტიკეს უხეში გეიმპლეისა და მოსაბეზრებელი სიუჟეტის გამო.[11].

2010 წლის 22 ოქტომბერს Obsidian-მა გამოუშვა ცნობილი ვიდეო თამაშების სერიის, „Fallout“-ის მომდევნო თამაში „Fallout: New Vegas“. თამაშის მოქმედება მიმდინარეობს „Fallout 3“-ში მომხდარი მოვლენებიდან 4 წლის შემდეგ.

„Fallout 3“-სა და „Fallout: New Vegas“-ს შორის ტექნოლოგიური და ქრონოლოგიური სიახლოვის მიუხედავად (თამაშში გამოყენებულია Gamebryo ძრავა), „Fallout: New Vegas“ იდეურად უფრო ახლოს არის ორიგინალურ „Fallout“-თან, ვიდრე „Fallout 3“.

2011 წლის 17 ივნისს გაყიდვაში გამოვიდა „Dungeon Siege“-ის მესამე ნაწილი.

2011 წელს კომპანიამ დაიწყო მუშაობა თამაშზე „Stormlands“ თამაში წარმოადგენდა RPG ჟანრს, რომელიც უნდა გამოსულიყო PC-სა და კონსოლებზე.[12], თუმცა 2012 წლის მარტში მასზე მუშაობა შეწყდა.[13]

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური გამომშვები პლათფორმა
2004 „Star Wars: Knights of the Old Republic II – The Sith Lords“ LucasArts Xbox, Win
2006 „Neverwinter Nights 2“ Atari Win, Mac
2007 „Neverwinter Nights 2: Mask of the Betrayer“ Atari Win
2008 „Neverwinter Nights 2: Storm of Zehir“ Atari Win
2010 „Alpha Protocol“ Sega Win, PS3, X360
2010 „Fallout: New Vegas“ Bethesda Softworks Win, PS3, X360
2011 „Dungeon Siege III“ Square Enix Win, PS3, X360
2014 „South Park: The Stick of Truth“ Ubisoft Win, PS3, X360
2014 „Wasteland 2“ Deep Silver Win, Mac, Linux
2015 „Pillars of Eternity“ Paradox Interactive Win, Mac, Linux
2015 „Pillars of Eternity: The White March – Part 1“ Paradox Interactive Win, Mac, Linux
2015 „Skyforge“ My.com Win
2015 „Armored Warfare“ My.com Win
2016 „Pillars of Eternity: The White March – Part 2“ Paradox Interactive Win, Mac, Linux
2016 „Pathfinder Adventures“ Paizo Win, iOS, Android
2016 „Tyranny“ Paradox Interactive Win, Mac, Linux
2018 „Pillars of Eternity II: Deadfire“ Paradox Interactive Win, Mac, Linux
2019 „The Outer Worlds“ Private Division Win, PlayStation 4, Xbox One

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mueller, Mark. “Game Companies Taking Office Space at Faster Clip“, Orange County Business Journal, August 11, 2008, გვ. 82. 
  2. Bratt, Chris. (29 აგვისტო, 2017) Watch: We take a walk around Obsidian Entertainment. Eurogamer. წაკითხვის თარიღი: 31 აგვისტო, 2017.
  3. Microsoft acquires Obsidian Entertainment“, Polygon. 
  4. Morgan Ramsay (2012). Gamers at Work: Stories Behind the Games People Play. Routledge. ISBN 9781430233527. 
  5. Cobbett, Richard. (16 აპრილი, 2015) The Quests That Got Cancelled. წაკითხვის თარიღი: 32 აგვისტო, 2015.
  6. Schreier, Jason. (12 დეკემბერი, 2012) The Knights of New Vegas: How Obsidian Survived Countless Catastrophes And Made Some of the Coolest Role-playing Games Ever. Kotaku. წაკითხვის თარიღი: 31 აგვისტო, 2015.
  7. Crecente, Brian. (9 ივნისი, 2015) Obsidian chief creative officer and co-founder departs studio (update). Polygon. წაკითხვის თარიღი: 31 აგვისტო, 2015.
  8. სიახლეები სეგას ოფიციალურ საიტზე თარგი:1
  9. ALIENS (2013).
  10. Obsidian’s Aliens RPG Officially Finished
  11. Fallout: New Vegas // Рецензия (обзор, review) на AG.ru
  12. Obsidian working on a new RPG to be announced "in the next few months"
  13. The Roleplaying Company“, Shacknews, 5 ოქტომბერი, 2018. წაკითხვის თარიღი: 26 ნოემბერი, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 ნოემბერი, 2018.