1997 წელს, როდესაც ტიმ კაენი, ბოიარსკი და ანდერსონი მუშაობდნენ „Fallout“-ის მეორე ნაწილის შექმნაზე, Interplay Entertainment-თან მოუვიდათ უთანხმოება, რის შედაგადაც დატოვეს კომპანია და 1998 წლის 1 აპრილს დააარსეს Troika Games. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ Troika-ს თამაშები უნდა გამოეცა მხოლოდ Sierra Entertainment-ს, თუმცა ყველა თამაში გამოშვებული იქნა სხვადასხვა კომპანიის მიერ.[1] მათი ყველაზე განთქმული პროექტია „Arcanum: Of Steamworks and Magick Obscura“, გამოსული 2001 წლის 21 აგვისტოს, რომელსაც დადებითი შეფასებები ჰხვდა წილად კრიტიკოსებისგან.[2]
2004 წელს Troika ეძებდა გამომცემელს მომავალი უსათაურო პოსტაპოკალიპტური როლური თამაშისთვის, თუმცა უშედეგოდ, 2005 წლის 24 თებერვალს, ფინანსური პრობლემების გამო Troika Games დაიხურა.[3].[4]