Fallout (ვიდეო თამაში)
Fallout | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Black Isle Studios |
გამომცემელი | Interplay Entertainment |
სერია | Fallout |
პლატფორმ(ებ)ი |
MS-DOS Microsoft Windows Mac OS OS X |
გამოსვლის თარიღი |
MS-DOS ჩრდ.ამ. 30 სექტემბერი, 1997 ევრ 1997 Microsoft Windows ჩრდ.ამ. 30 სექტემბერი, 1997 ევრ 1997 Mac OS ჩრდ.ამ. 1997 Mac OS X ჩრდ.ამ. 2002 |
ჟანრ(ებ)ი | როლური ვიდეო თამაში[1] |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი |
ფერგიუს ურკჰარტი[2] ტიმ კაენი |
პროდიუსერ(ებ)ი |
ბრაიან ფარგო ტიმ კაენი[3] |
დიზაინერ(ებ)ი |
კრისტოფერ ტეილორი დევიდ ჰენდე სკოტ ევერტი |
პროგრამისტ(ებ)ი |
ბრაიან ფარგო ტიმ კაენი[3] ჯეისონ ტეილორი |
მხატვარი |
ლეონარდ ბოიარსკი ჯეისონ ანდერსონი გარი პლატნერი |
სცენარისტი |
სკოტ კემბელი ბრაინ ფრეიერმუთი მარკ ოგრინი |
კომპოზიტორი | მარკ მორგანი |
Fallout — ღია სამყაროს ტიპის პოსტაპოკალპტური როლური ვიდეო თამაში, შექმნილი კომპანია Black Isle Studios-სა[4] და გამოცემული Interplay Entertainment-ის მიერ 1997 წლის 30 სექტემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში MS-DOS, Microsoft Windows-სა და Mac OS-ის პლტფორმებზე, ხოლო Mac OS X-ისთვის გამოიცა მოგვიანებით, 2002 წელს. თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ იგი უნდა ყოფილოყო Wasteland-ის პირდაპირი გაგრძელება, მაგრამ იმ პერიოდში ინტერპლეის არ გააჩნდა ვეისტლენდის გაგრძელების შემუშავების უფლება და აქედან გამომდინარე, შეიქმნა როგორც დამოუკიდებელი თამაში.[5] მასში დაგეგმილი იყო სისტემა GURPS-ის გამოყენება (როლური თამაშების უნივერსალური სისტემა), მაგრამ GURPS-ის შემქმნელ სტივ ჯექსონთან უთანხმოების გამო მოლაპარკება ჩაიშალა.[6][7] თამაშისთვის შეიქმნა საკუთარი როლური სისტემა სახელწოდებით SPECIAL, რომელმაც ჩაანაცვლა GURPS.
Fallout-ის მიდინარეობა ვითარდება 2161 წელს პოსტ-აპოკალიპტურ სამხრეთ კალიფორნიაში. მთავარი გმირი არის თავშესაფარ 13-ის მკვიდრი. მას დავალებული აქვს მოძებნოს წყლის ჩიპი, რათა გადაარჩინოს თავისი და სხვა მიწისქვეშა თავშესაფრები. ამის შემდეგ, თავშესაფრის მკვიდრმა უნდა ჩაშალოს მუტანტების ბანდის გეგმები, რომელსაც მეთაურობს მასტერის სახელით ცნობილი გროტესკული პირი. Fallout-ის ატმოსფერო და მხატვრული შემოქმედება გვახსენებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკას და ბირთვული ომის პარანოიას, რომელიც სუფევდა იმ დროში.
Fallout არის 1988 წელს გამოსული როლური ვიდეო თამაშის Wasteland-ის სულიერი მემკვიდრე. თამაში კრიტიკოსების მიერ დადებითად იქნა შეფასებული და მიიღო უამრავი ჯილდო სხვადასხვა სათამაშო ჟურნალებისა და ვებსაიტებისგან, მათ შორის "წლის როლური ვიდეო თამაში" და ასევე შეყვანილი იქნა ყველა დროის საუკეთესო როლური თამაშების სიაში სხვადასხვა გამომცემლებისგან. მიმოხილველებმა, ძირითადად, შეაქეს თამაშის გარემო და სათამაშო პროცესის რეალისტურობა. მან შთააგონა დეველოპერებს შეექმნათ სხვა მრავალი გაგრძელება, რომელიც ცნობილია, როგორც Fallout-ის სერია.
გეიმპლეი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Fallout-ში მოთამაშე მოგზაურობს ღია სამყაროში, გადაადგილდება თამაშის სხვადასხვა წერტილში და ურთიერთობას ამყარებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. იგი ასრულბს როგორც ძირითად, ასეევე გვერდით დავალებებს. თამაშის დრო განსაზღრული არის 150 დღით.[8]
თამაშის ძირითადი მოქმედებები მიმდინარეობს სხვადასხვა ადგილებში (ქლაქებში, მიწისქვეშეთში, სამხედრო ბაზებში და ა.შ.). გადასვლა განცალკევებულ ლოკაციებს შორის ხორციელდება თამაშის რუკის მეშვეობით. დასაწყისში ცნობილია მხოლოდ ორი ლოკაციის ადგილმდებარეობა. (მე-13 და მე-15 თავშესაფრები). პერსონჟებთან ურთერთქმედების ან დამოუკიდებლად მოგზაურობის შედეგად, მოთმაშე ეტაპობრივად ნახულობს ახალ ადგილებს.
მიმდინარეობისას მიღებული ყველა ინფორმაცია: დავალებები, რუკები, ვიდეო ფაილები და ა.შ. ვტომატურად იწერება ჯიბის პორტატულ კომპიუტრში, რომელსაც ჰქვია "პიპ-ბოი" (ინგლ. Pip-Boy).
პიბ-ბოის მეშვეობით მოთამაშეს შეუძლია გამოტოვოს გარკვეული დროის ინტერვალი. Fallout-ში წარმოდგენილი არის დღისა და და ღამის ცვლის რეჟიმი. ნებისმიერ დროს შესაძლებელია თამაშის პროცესის შენახვა და შემდგომ გაგრძელბა.
მარაგის შესავსებად მოთამაშეს აქვს საშუალება მოიძიოს იგი სხვადასხვა გზით: გაჩხრიკოს კარადები, მაგიდები, გარდაცვილი ადამიანები და ცხოველები. ასევე - გაქურდოს ნებისმიერი პერსონაჟი. თამაშში არის ვაჭრობისა და გაცვლა-გამოცვლის რეჟიმი. შესაძლებელია პერსონაჟებთან დიალოგში შესვლა, კომპიუტერებთან მუშაობა, კარის საკეტების გახსნა, სხვადასხვა საგნების შეკეთება, ხოლო ამ ყველაფრის განსახორციელებლად აუცილებელი არის საჭირო პროფესიის დაუფლება და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
თამაშის გასავლელად აუცილებელია არის პერსონაჟის განვითარება და უნარ-ჩვევების ამაღლება. გამოცდილების ქულები იმატებს მაშინ, როდესაც მოთამაშე ასრულებს კვესტს ან ანადგურებს სხვადასხვა სახის მტერს. როდესაც პერსონაჟი აღწევს განსაზღრულ მაჩვენებელს, იგი იღებს მომდევნო გამოცდილების დონეს. ყოველ სამი ან ოთხი გამოცდილების დონის მიღების შემდეგ, მოთამაშეს შეუძლია დამატებითი ბონუსის არჩევა.[9]. ბონუსები გარკვეულწილად ამაღლებენ პერსონაჟის უნარიანობას.
თამაშში ფიგურირებს კარმა — მთავარი გმირის შინაგანი მახასიათებლები, რომელიც იცვლება პერსონაჟის მოქმედებიდან გამომდინარე. თამაშის დასაწყისში კარმა ნეიტრალურია. მოთამაშე კვსტების შესრულებისას აკეთებს მორალურ არჩევანს თუ რა გზით უნდა გაიაროს თამაში - იყოს კეთილი, თუ იყოს ბოროტი.[10] კვესტების სხვადასხვა მეთოდებით შესრულებისას მოთამაშე იღებს სხვადასხვა რაოდენობის გამოცდილებას. კარმა თავის თავში მოიცავს რეპუტაციისა და ტიტულების რიცხობრივ მაჩვენებელს, რომელიც შეიძლება მიიღოს პერსონაჟმა გარკვეული ქმედების ჩადენის შედეგად.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარემო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოქმედება მიმდინარეობს შორეულ რეტროფუტურისტულ მომავალში.[11][12] მოქმედების ადგილი არის უდაბნოები აღმოცენებული დასავლეთ ამერიკის ნაწილზე. ნავთობის მარაგის ამოწურვამ გმოიწვია 2077 წლის 23 ოქტომბირს ატომური ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის, რომელიც ცნობილია არის "რესურსების ომით".[13]. ამის შედეგად სამყარო მოიცვა არა მარტო რადიაციამ, არამედ მოხდა საიდუმლო ექპერიმენტული ვირუსის გაჟონვა, რომელიც მრავალი წლის გასვლის შემდეგაც არსებობს ატმოსფეროში, თუმცა მცირე რაოდენობით. მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაიღუპა. ამერიკელთა გარკვეული ნაწილი გადაურჩა ომს თვშესაფრების წყალობით.[14] ერთი ასეთი თავშესაფარი იტევდა 1000 ადამიანს. ამ დაწესებულებაში წესრიგის შენრჩუნებაზე ზრუნავდა თავშესაფრის ზედამხედველი ინგლ. Overseer)
ადამიანებთან ერთად სამყარო დასახლებული არის ადამიანი-მუტანტებით,[15] რომელთა შორისაც გამოიყოფიან გულები (ინგლ. ghouls) და სუპერმუტანტები. გულები გარეგნულად ჰგვანან მკვდრებსა და ზომბებს, ხოლო სუპერმუტანტები დიდი მოცულობისა და ფიზიკური ძალის მქონე არსებები არიან, თუმცა ინტელექტის დონე დაბალი აქვთ. გულების მსგავსად, სუპერმუტანტები კარგად ეგუებიან რადიაციას და ცხოვრობენ გაცლებით დიდ ხანს ვიდრე ადამიანები, თუცმა არიან უნაყოფოები.[16] ამას გარდა, მუტანტებად იქცა თითქმის ყველა ცხოველი, მათ შორის ყველაზე მეტად ცნობილი არის ორთავიანი ძროხა - ბრაჰმანი. იგი ძირითადად გამოიყენება მექარავნებიის მიერ ტრანპორტირებისათვის და ასევე საჭმელადაც.[17]
შემქმნელები შეეცადნენ შეექმნათ ნგრევისა და ანარქიის ატმოსფერო გაჩენილი ატომური ომის შემდეგ. დაღმასვლის შედეგად, უამრავ ქალაქში მმრთველობა ხელში ჩაიგდეს დანაშაულებრივმა დაჯგუფებებმა, ბევრი ადამიანი დაუბრუნდა პირველყოფილ წყობილებას.[17] ქაღალდის კუპიურების ნაცვლად გამოიყენება ბოთლების თავსაფრები.
მიმდინარეობა იწყება 2161 წელს და მოიცავს სამხრეთ კალიფორნიას.[11] დანარჩენი სამყაროს შესახებ ცნობილი არ არის. თამაში იწყება თავშესაფარი 13-დან, ბუნკერიდან, რომელიც ოფიციალურად განკუთვნილი არის ადამიანების დასაცავად ატომური ომისგან. თავშესაფარი 13-დან სამხრეთით მდებარეობს სოფელი შეიდი-სენდსი და თავშესაფარი 15. უდაბნოს ტერიტორიაზე განთავსებულია ქალაქი ჯანკტაუნი მართული ქალაქის მერის კილიანის მიერ, ასევე - ქალაქი ჰაბე, პატარა დასახლება სახელწოდებით სამარხი, რომელიც გაჩნდა ქალაქ ლოს-ანჯელესის ადგილზე და ნეკროპოლი - დასახლებული გულებით. თავშესაფარი 13-დან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ფოლადის საძმოს (ინგლ. Brotherhood of Steel ბუნკერი, სამარხის სამხრეთით განთავსებულია საკთედრო ტაძარი, რომელიც დაკავებულია რელიგიური მიმდინარეობის წევრების "ტაძრის შვილების" მიერ. თამაშის რუკის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს სამხედრო ლაბორატორია "ნათება", რომელიც დაკავებული არის იარაღების შექმნითა და გენეტიკური კვლევების ჩატარებით. თამაშის რუკის ჩრდილო-დასავლეთით არის სამხედრო ბაზა "მარიპოზა" დასახლებული სუპერმუტნტებით. სწორედ ამ ბაზაში შეიქმნა ზემოთ აღნიშნული მომაკვდინებელი ვირუსი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიუჟეტის მიმდინარეობა დაფუძნებულია თავშესაფრიდან გამოსულის თავგადასავალზე. (თამაშის დაწყებამდე შესაძლებელია ნებისმიერი სახელის დარქმევა პერსონაჟისთვის). თავშესაფრის მკვიდრს უფროსისგან დავალებული აქვს მოძებნოს წყლის ჩიპი, რათა გადაარჩინოს საკუთარი თავშესაფარი წყლის უკმარისობისაგან. გეგმის მიხედვით, თავშესაფარი უნდა გაიღოს ატომური ომიდან 200 წლის შემდეგ, მაგრამ მდოგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული შეიქმნენ გააგზავნონ ვინმე ჩიპის მოსაძებნად.
გარესამყაროსთან კონტაქტის არარსებობამ თავშესაფარი 13 იქამდე მიიყვანა, რომ მისი ადგილმდებარეობა მხოლოდ თავშესაფარი 15-ის მაცხოვრებლებისთვის იყო ცნობილი. თავშესაფრის ზედამხედველმა ურჩია მთვარ გმირს, რომ სწორედ მაქედან დაეწყო ძებნა, თუმცა მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ თავშესაფარი მიტოვებულია.
მას აქვს 150 დღე, რათა იპოვოს ჩიპი. მას შემდეგ რაც იგი პოულობს ჩიპს და ბრუნდება თავშესაფარში, ზედამხედველი აძლევს ახალ დავალებას გაანადგუროს მომრავლებული სუპერმუტანტების გამრაველების არეალი.
გამოგზავნილმა უნდა გაანადგუროს სუპერმუტანტები და მათი ლიდერი სამხედრო ბაზაზე, რომელიც განთავსებულია საკათედრო ტაძარში. უნარ-ჩვევების განვითარების შედეგად, „მჭერმეტყველების“ გამოყენებით შესაძლებელია მუტანტების მბრძანებლის დარწმუნება მისი მოქმედების მცდარობაში ან მოთამაშე უნდა შეუერთდეს სუპერმუტანტების არმიას. ყველა დავალების დასრულების შემდეგ, მთავარი გმირი ბრუნდება თავშესაფარში. შესასვლელში მიმდინარეობს საუბარი მასსა და ზედამხედველს შორის. ზედამხედველი მადლობას უხდის გმირს ყველაფრისთვის, რაც თვშესაფრისთვის გააკეთა. მაგრამ, ამის და მიუხედავად ის აძევებს მას, იმის შიშით, რომ მას მიემხრობიან თავშესაფრის მცხოვრებნი. ამის შემდეგ იგი მიდის უდაბნოში.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თავშესაფრიდან გამოსული (ინგლ. Vault Dweller) - პირველი ნაწილის მთავარი გმირი. (მამაკაცი ან ქალი). თამაშში ხელმისაწვდომი არის სამი მზა პერსონაჟი.
- თავშესაფრის ზედამხედველი (ინგლ. Overseer) - თავშესაფარ 13-ის ზედამხედველი, რომელიც სთხოვს მთავარ გმირს მოძებნოს წყლის ჩიპი. თამაშის ბოლოს იგი თავშესაფრიდან აგდებს მას.
- არადეში (ინგლ. Aradesh) - შეიდი-სენდსის ლიდერი. მოძრაობა დჰარმის მიმდევარი.
- ტანდი (ინგლ. Tandy) - არადეშის ასული, რომელსაც თამაშის მიმდინარეობისას ტყვეობიდან იხსნის მთავარი გმირი, რის შედეგადაც შესაძლებელია შეუერთდეს მას მოგზაურობისას. თამაშის მეორე ნაწილში, ტანდი (რომელიც მაგ პერიოდში 96 წლისაა)[18] არის ახალი კალიფორნიის რესპუბლიკის პრეზიდენტი (New California Republic, NCR).
- ოსტატი (ინგლ. Master), მუტაციამდე - რიჩარდ მორო, სოფლიდან გახიზვნის შემდეგ შეიცვალა გვარი გრეით, ინგ. Ricahrd Grey) - თავშესაფარ 8-დან განდევნილი (ქალაქ-თავშესაფარი) მკვლელობის მიზეზად, რის შედეგადაც, ჰაროლდთან ერთად განახორციელა წარუმატებელი ექსპედიცია მარიპოზას სამხედრო ბაზაზე, სადაც მიიღო დიდი დოზით რადიაცია და განიცადა მუტაცია.[17] იმ დროიდან მოყოლებული, იგი დასახლდა სამარხთან ახლოს და შექმნა სუპერმუტანტთა არმია. მის მიზანს წარმოადგენდა დედამიწის მთელი მოსახლეობის მუტანტებად ქცევა.[19] სწორედ ის გვევლლინება მთავარ ანტაგონისტად თამაშის პირველ ნაწილში.[16]
- ლეიტენანტი (ინგლ. Lieutenant) - სამხედრო ბაზის მარიპოზას სუპერმუტანტი ლიდერი.
- კილიან დარკუოტერი (ინგლ. Killian Darkwater) - ჯანკტაუნის მერი და ადგილობრივი პოლიციის თავკაცი. მისგან მთავარმა გმირმა შესაძლებელია მიიღოს დავალება მოჰკლას გიმზო.
- გიმზო (ინგლ. Gimzo) - ჯანკტაუნის კაზინოს მეპატრონე და ადგილობრივი მაფიის ლიდერი. კილიან დარკუოტერის დაუძინებელი მტერი, შესაძლებელია მთავარ გმირს სთხოვოს მისი მოშორება. თავდაპირველად შემქმნელების მიერ შემოთავაზებული იყო თამაშის მიმდინარეობის ამგვარი ვარიანტი: იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრიდან გამოსული დაიჭერდა გიმზოს მხარეს და მოკლვდა გილიანს, მაშინ ჯანკტაუნისთვის დგებოდა აყვავების ხანა გიმზოს სათამაშო ბიზნესის წყალობით; თუ მოთამაშე მიიღიებდა გადაწყვეტილებას მოეკლა გიმზო, ამ შემთხვევაში კილიანი ბოროტად გამოიყენბდა ძალაუფლებას და დაამყარებდა ქალაქში ტოტალიტარულ რეჟიმს. თუმცა აღნიშნული ვარიანტი შემქმნელებმა ამორალურად მიიჩნიეს და არ მოხდა მისი თამაშში შეტანა.[5][20]
- რომბუსი (ინგლ. Rombus) - ორგანიზაცია ფოლადის საძმოს ყოფილი მმართველი. ავარჯიშებს ახალბედებს.
- ვრი (ინგლ. Vree) – მწიგნობართა მთავარი და ფოლადის საძმოს ორგანიზაციის განთქმული მეცნიერი.
- გენერალი ჯონ მექსონი (ინგლ. General John Maxson) - როჯერ მექსონის შვილიშვილი და ფოლადის საძმოს ლიდერი 2161 წელს.
- კებოტი (ინგლ. Cabbot) - ფოლადის საძმოს ახალბედა წევრი, რომელიც შეხვდება მოგზაურებს ბუნკერ ლოსტ-ჰილზთან .
- ბუჩ ჰარისი (ინგლ. Butch Harris) - კომპანია "შორსმიმავალთა" მფლობელი ჰაბში.
- დეკერი (ინგლ. Decker) - ჰაბის კრიმინალური ავტორიტეტი. რესტორან შმალტის მიმინოზე" ამოფარვით მართავს ბანდიტურ დაჯგუფებას, ასევე ცნობილი "მიწისქვეშეთით", რომელიც დაარსდა 2140 წელს.
- ჰაროლდი (ინგლ. Harold) - მუტანტი, რომელიც ცხოვრობს ჰაბში. მონაწილეობდა ექპედიციაში რიჩარდ გრემთან ერთად, სადაც მიიღო დასხივება და განიცადა მუტაცია. (მას შემდეგ, მათი გზები გაიყო). გარეგნულად გამოიყურება გულების მსგავსად. (მუტირებული ადამიანი, რომელიც გარეგნულად ჰგავს ზომბს), თუმცა სინამდვილეში იგი არ არის გული. ასევე მონაწილეობს თამაშის მეორე ნაწილში, სადაც მეთაურობს გულების დასახლება გეკოს. Fallout 3-ში მოხსენიებულია როგორც საკულტო პიროვნება დასახლება ოაზისში.[16]
- ლოქსლიინგლ. Loxley - ქურდების გილდიის ლიდერი, რომელიც ცხოვრობს რობინ ჰუდის პრინციპების მსგავსად.
- ჯეინ ან დეიდა ჯეინი (ინგლ. Jein) - ტაძრის შვილების უმაღლესი ქურუმი. ხელმძღვანელობს ხაბის ტაძრის საავადმყოფოს.
- სეთი - (ინგლ. Set) - გულების ლიდერი ნეკროპოოლისში (მეორე ნაწილში შესაძლებელია მის შვილთან შეხვედრა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდეა გაჩენილი და გამხდარი გულად.)
- ნიკოლი (ინგლ. Nicole) - მოძრაობა აპოკალიფსის მიმდევრების ხელლმძღვანელი განთავსებული ლოს-ანჯელესის ბიბლიოთეკაში. არის კეთილი და სურს შეიტანოს წვლილი მსოფლიოს აღდგენაში.
- მორფეუსი (ინგლ. Morpheus) - ტაძრის შვილების სექტის ლიდერი.
- ლაურა (ინგლ. Laura) - ტაძრის შვილების სექტის ერთ-ერთი წევრი. სინამდვილეში არის აპოკალიფსის მიმდევრების აგენტი.
- ჰარი (ინგლ. Harry) - სუპერმუტანტების არმიის ჯარისკაცი, რომლებმაც ხელთ იგდეს წყლის გამანაწილებელი სადგური ნეკროპოლისში.
თანამგზავრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იანი (ინგლ. Ian) – ქარავნის მცველი ჰაბიდან, რომელსაც შეუძლია შემოუერთდეს მთავარ გმირს თავგადასავლის დასაწყისშივე. Fallout-ის მეორე ნაწილის მომხმარებლის საღელმძღვანელოში "თვშესაფრიდან გამოსულის მოგონებებში" ნათქვამია, რომ იანი დაიღუპა ნეკროპოლისში (თუმცა თამაში იძლევა სხვა სცენარის განვითარების საშუალებას).
- ტიჰო- უდაბნოს რეინჯერი. მისი ნახვა შესაძლებელია ჯანკტაუნში.
- კატია - "აპოკალიფსის მიმდევრების" წევრი.
- ძაღლი - მეგობრული ძაღლი. ცხოვრობს ჯანკტაუნში. თავშესაფრიდან გამოსულის მოგონებებში ნათქვამია, რომ ძაღლი იღუპება მარიპოზას სამხედრო ბაზაზე.
შექმნის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Fallout შექმნა კომპანია Interplay Entertainment-მა, როგორც მემკვიდრე 1988 წელს გამოსული პოსტაპოკალიპტური როლური ვიდეო თამაშის Wasteland-ის. იგი არ წარმოადგენს ოფიციალურ სიკველს (გაგრძელება), გამომდინარე იქიდან, რომ ინტერპლეის არ ჰქონდა Wasteland -ის საავტორო უფლებები მოპოვებული იმ ეტაპზე.[21][22] თამაშის ბიუჯეტმა შეადგინა $3 მილიონი.[23] თამაშში მთავარ თემად განიხილებოდა დროში მოგზაურობა, დინოზავრები და უცხოპლანეტელები,[24] ხოლო რაც შეეხება საელწოდებას, ესენი იყო:GURPS: Wasteland და Vault 13: A GURPS Post-Nuclear Adventure, თუმცა საბოლოოდ, სახელი შერჩეული იქნა ბრაიან ფარგოს მიერ.[25]
თამაშის ძრავა და თითქმის მთლიანი დიზაინი შექმნა ტიმ კაენმა. დავდაპირველად დაგეგმილი იყო GURPS-ის როლური სისტემის გამოყენება,[26] თუმცა როდესაც GURPS-ის შემქმნელი სტივ ჯექსონის კომპანიის წარმომადგენლებმა ნახეს თამაშის შესავალი, სადაც ამერიკელი ჯარისკაცი კლავს კანადელ ჯარისკაცს ისინი შეძრწუნებული დარჩნენ ამგვარი ძალადობით და გაწყვიტეს კონტრაქტი.[26]ფოლაუტისთვის შეიქმნა GURGPS-ის მაგვარი სისტემა სახელწოდებით SPECIAL.
მასზე მუშაობა დაიწყო 1994 წელს. ტიმ კაენმა დამოუკიდებლად 6 თვეში შექმნა თამაშის ძრავა. მოგვიანებით, ტიმმა შეკრიბა 30 კაციანი ჯგუფი მის შესაქმნელად. რამდენიმე ხნის შემდეგ, Fallout-ის შემუშავება შეჩერდა გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა კაენმა დაარწმუნა ინტეპლეი მიეცათ მისთვის დამთავრების საშუალება. Diablo-ს წარმატების შემდეგ, შემქმნელებმა გადაწყვიტეს ფოლაუტის მრავალმოთამაშიან რეჟიმში გაშვება, თუმცა კაენის მოთხოვნით აღნიშნული გადაწყვეტილება უარყოფილი იქნა.[25]
ფოლაუტის გასახმოვანებლად მოწვეული იქნა ცნობილი მსახიობები. თამაშის თხრობა ითავა რონ პერლმანმა, მასვე ეკუთვნის პროლოგის გახმოვანება სადაც არის ფრაზა "ომი! ომი არასდროს არ იცვლება" . მოგვიანებით, რონ პერლმანი მოწვეული იქნა სხვა Fallout სერიების ნარატივისთვის. ასევე მოწვეულნინ იყვნენ: რიჩარდ დინ ანდერსონი (კილანის როლში), დევიდ უორნერი (მორფეოსის როლში), ტონი შელუბი (არადეში), ბრედ გარეტი (ჰარი), კიტ დეევიდი (დეკერი), რიჩარდ მოლი (კებოტი) და ტონი ჯეი (მუტანტი ლეიტენანტი). ინტერპლეის დაგეგმილი ჰქონდა მთავარ სიმღერად გამოეყენებინა The Ink Spots-ის "I Don't Want to Set the World on Fire", მაგრამ ვერ მიიღო ლიცენზია,[27] ხოლო ამის ნაცვალად გაჟღერდა სიმღერა "Maybe" იმავე ჯგუფის შესრულებით, თუმცა, მოგვიანებით, Bethesda Softworks-მა მოიპოვა სიმღერაზე ლიცენზია და იგი გაჟღერდა Fallout 3-ში.
გამოშვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წელს გამოვიდა თამაშის სადემონსტრაციო ვერსია. მასში ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი, წინსაწსარ შექმნილი პერსონაჟი. მიმდინარეობა ხდება ქალაქში სახელწოდებით ნაგავსაყრელი. ოფიციალურ რელიზში რუკა გადაკეთდა ჯანკტაუნად.[28]
1997 წლის 30 შედგა Fallout-ის რელიზი ჩრდილოეთ ამერიკაში MS-DOS-ზე. გამოსვლისთანავე შეიძინა უამრავი გულშემატკივარი, თუმცა არ იყიდებოდა წარმატებულად.[29][30][31] ასვე გამოვიდა Mac OS-ის ვერსიაც.[32]. ჯერ კიდევ გამოსვლამდე, ევრპულმა სარეიტინგო ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს თამაშის კლასიფიცირებაზე, იმის გამო, რომ მასში შესაძლებელია ბავშვების მკვლელობა. კვესტების გადაკეთების დროის უქონლობის გამო შემქმნელბმა ამოიღეს ყველა ბავშვი თამაშიდან.[33] ასე რომ, ევროპულ ვერსიაში ამოღებული არის ბავშვები, თუმცა მასში ნახსენებია მათ შესახებ.[34][35] თამაშის გამოშვების შემდეგ Black Isle Studios-მა მოიპოვა წარმატება, ხოლო Interplay Entertainment-მა დაანონსა სისკველი. შემუშავების დასაწყისში, მოულოდნელად, კომპანია დატოვა ტიმ კაენმა, ჯეისონ ანდერსონმა და ლეონარდ ბოიარსკიმ, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ შეთანხმდნენ ინტერპლეისთან, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ყოფილიყო სტრუქტურიზირებული Black Isle Studios მომავალში.[36] Fallout 2 გამოვიდა 1998 წელს და იქცა პირველი ნაწილის პირდაპირ გაგრძელებად.[12]
2001 წელს გამოვიდა Fallout Tactics. შეიქმნა მესამე მხარის დეველოპერის Micro Forté Studios-ის მიერ. თამაშის პირველი ნაწილი და მისი გაგრძელებები Fallout 2 და Fallout Tactics მოგვიანებით გაერთიანდა ერთ კოლექციად და მიიღო სახელწოდება Fallout Trilogy.[37] ამას გარდა, Fallout და Fallout 2 გაერთაინდა ერთ გამოცემად dual jewel.[38]
2014 წელს Fallout-ის საავტორო უფლებების მფლობელმა კომპანია Interply Intertainment-მა განაცხადა კომპანიის გაკოტრების შესახებ და მესამე ნაწილის შექმნის უფლება მიჰყიდა კომპანია Bethesda Softworks, თუმცა დაიტოვა MMORPG ჟანრის Fallout Online-ის შექმნის უფლება.[39] რამდენიმე ხნის შემდეგ, ბეთესდამ შეიძინა უფლება მთილიანად Fallout-ის ფრენჩაისზე[40] და ასევე MMORPG ვერსიაზე.[41]
2009 წელს ორიგინალური თამაში, Fallout 2 და Fallout Tactics გამოჩნდა Steam სერვისზე.[42][43] 2012 წლის აპრილს თამაში მომხმარებლის სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერისიასთან და სხვა დამატებებთან ერთად გახდა ხელმისაწვდომი GOG.com-ის სერვისზე უფასო გადმოწერის შესაძლებლობით 48 საათის განმავლობაში.[44][45][46]
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Fallout The Soundtrack | |
---|---|
კინომუსიკა — | |
გამოცემის თარიღი | 30 სექტემბერი, 1997 |
ჟანრი | საუნდტრეკი |
ხანგრძლივობა | 57:32 |
ლეიბლი | Interplay Entertainment |
Fallout-ის მუსიკა დაწერილია ემბიენტისა და ბნელი ემბიენტის სტილში, რომელიც შექმნა ვიდეო თამაშების კომპოზიტორმა მარკ მორგანმა. საუნდტრეკი შედგება 16 კომპოზიციისგან. გამოვიდა 1997 წლის 30 სექტემბერს.[47] ტიმ კაენის განცხადებით, მარკ მორგანის მიერ შექმნილი მუსიკა "ყოველ ლოკაციას წარმოაჩენს ინდივიდუალურად".[48] 2010 წელს გამოიცა საუნდტრეკის რემასტერინგული ვერსია სახელწოდებით Vault Archives, რომელშიც გაერთიანებულია, როგორც ძველი, ასევე - Fallout 2-ის მუსიკა.[49] ამ ალბომის შედგენაში მონაწილეობდა მარკ მორგანიც, ხოლო ჩაწერილი იქნა ვლადისლავ ისაევის მიერ.[50] ახალი საუნდტრეკი შეიცავს 24 კომპოზიციას.[51].
თამაშის მუსიკა დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმაც. საიტ Game-Ost-ის ერთ-ერთი მიმოხილველის აზრით, რომ არ ყოფილიყო ასეთი მუსიკა, არ იქნებოდა თავად თამაშიც. საბოლოო ჯამში, მან საუნდტრეკი დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესოდ.[47]
Square Enix Music-ის მიმოხილველის თქმით Fallout ის მუსიკა არ არის გამორჩეული, თუმცა მასში არის რამდენიმე ტრეკი, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება. საერთო შეფასებამ შეადგინა 8/10.[52]. მორგანის თქმით, იგი ვერ წარმოიდგენდა, რომ მის მიერ შექმნილი მუსიკა ასეთი პოპულარული გახდებოდა.
Fallout The Soundtrack | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Metallic Monks“ | 03:29 |
2. | „Desert Wind“ | 03:25 |
3. | „A Traders Life“ | 04:08 |
4. | „The Vault of the Future“ | 04:06 |
5. | „Industrial Junk“ | 03:29 |
6. | „Moribund World“ | 03:08 |
7. | „Vats of Goo“ | 03:23 |
8. | „City of the Dead“ | 03:29 |
9. | „Second Chance“ | 04:08 |
10. | „Underground Troubles“ | 03:58 |
11. | „City of Lost Angels“ | 03:51 |
12. | „Followers Credo“ | 03:03 |
13. | „Radiation Storm“ | 04:02 |
14. | „Acolytes of the New God“ | 03:22 |
15. | „Flame of the Ancient World“ | 03:12 |
16. | „Khans of New California“ | 03:19 |
საერთო ხანგრძლივობა: | 57:32 |
Vault Archives | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Radiation Storm“ | 03:54 |
2. | „Industrial Junk“ | 03:06 |
3. | „Khans Of The New California“ | 03:22 |
4. | „Metallic Monks“ | 03:28 |
5. | „Follower's Credo“ | 02:42 |
6. | „Vats Of Goo“ | 03:10 |
7. | „A Trader's Life“ | 04:00 |
8. | „Moribund World“ | 03:06 |
9. | „The Vault Of The Future“ | 04:04 |
10. | „Second Chance“ | 03:46 |
11. | „City Of The Dead“ | 03:08 |
12. | „Underground Trouble“ | 03:44 |
13. | „City Of Lost Angels“ | 03:35 |
14. | „Flame Of The Ancient World“ | 02:57 |
15. | „Many Contrasts“ | 03:24 |
16. | „Gold Slouch“ | 03:24 |
17. | „My Chrysalis Highwayman“ | 01:08 |
18. | „Beyond The Canyon“ | 03:20 |
19. | „Biggest Little City In The World“ | 03:13 |
20. | „Dream Town“ | 03:12 |
21. | „California Revisited“ | 01:19 |
22. | „All-Clear Signal“ | 03:26 |
23. | „Acolytes Of The New God“ | 03:17 |
24. | „Desert Wind“ | 03:18 |
საერთო ხანგრძლივობა: | 01:17:03 |
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრიტიკოსების შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეფასება | |
---|---|
საერთო შეფასება | |
აგრეგატორი | შეფასება |
GameRankings | 89.69% |
Metacritic | 89/100[53] |
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
1UP.com | A[54] |
Allgame | [55] |
GamePro | [56] |
Game Revolution | A- (Mac)[57] |
GameSpot | 8.7/10[58] |
PC Gamer (US) | 90/100[59] |
PC Zone | 91/100 |
Strategy Plus | |
MobyGames | 86/100[60] |
RPGamer | 9/10[61] |
Fallout კრიტიკოსების მიერ დადებითად იქნა მიღებული. აღიარებულია საკულტო თამაშად[62][63] და Wasteland-ის სულიერ მემკვიდრედ. (აღნიშნული აზრი ეკუთვნის თავად შემქმნელებს)[7][64][65]. GameRankings-ის საიტზე მისი საერთო რეიტინგი შეადგენს 89.71 %,[56] ხოლო Metacritic-ზე- 89/1000[66]. ყველა უპირატესობასთან ერთად, ასევე აღნიშნეს თამაშის დამაინტრიგებელი ატმოსფერო და საბრძოლო ხელოვნური ინტელქტი. პრესამ Fallout მოიხსენია ყველაზე სასტიკ ვიდეო თამაშად ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში პოსტაპოკალიფტური ჟანრში.[67]
Allgame-ის მიმოხილველი პიტერ სუსიუ თავის მიმოხილვაში წერდა, რომ Fallout მოთამაშეს ითრევს დამაჯერებელ და რეალისტურ სამყაროში. მან ასევე აღნიშნა, რომ თამაშში ჩართულია პერსონაჟის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა. Allgame-ის მიერ შეფასებული იქნა 4.5 ქულით.[68]
1UP.com-ის მიმოხილვაში ფოლაუტის მთავარ ღირსებად მისი პერსონაჟები დაასახელეს - "ყოველ გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს მოთამაშე მოჰყვება განსაზღვრული შედეგი და გავლენას ახდენს სხვა პერსონაჟებზე" - დასძინა ერთ-ერთმა მიმოხილველმა, ხოლო უარყოფით მხარედ - გაჭინურებული ბრძოლა, არაკომფორტული ინვენტარის ინტერფეისის სისტემა და კვესტების ჟურნალი, რომელიც არ ასახავს მოცემულ ყველა დავალებას. ასევე აღინიშნა, რომ ზოგიერთი პერსონაჟი, რომელთანაც უკვე მოუწია მთავარ გმირს ურთიერთობა, განმეორებულ დიალოგში იქცევა ისე თითქოს პირველად აქვს მასთან ურთიერთობა. მიუხედავად მცირე შეცდომებეისა თამაშს მაღალი შეფასება დაუწერა.[15].
GameSpot-ის პუბლიკაციაში ერთ-ერთ ძლიერ მხარედ გამოიკვეთა თამაშის არატიპიური გარემო სხვა ტრადიციული როლური თამაშებისაგან განსხვავებით; პერსონაჟის შექმნის სტრუქტურა, რომელიც იძლევა სხვადასხვბა სახის გმირების შექმნის შესაძლებლობას და იგი არ კარგავს ინტერესეს მეორედ გასვლის შემთხვევაშიც. მუსიკა კარგად ეხამება თამაშს, თუმცა იგი არ არის განსაკუთრებული. საბოლოოდ ითქვა, რომ Fallout არა მარტო ღირსეული შთამომავალია Waistland-ის, არამედ არის როლური თამაში, რომელიც უნდა გახდეს ჟანრის ნიმუშად. გეიმსპოტიმა თამაში შეაფასა 8,7 ბალით.[11]
PC Gamer-ის რეცენზენტი ტოდ ვონი თავის მიმოხილვაში წერდა:"პერსონაჟის შექმნის სტრუქტურა, თავდაპირველად მოთამაშეს შეიძლება მოეჩვენოს დამაბნეველად, თუმცა დიზაინერები შეეცადნენ, რომ იგი ყოფილიყო მარტივი და მხიარული, რასაც თან ერთვის კონკრეტული უნარის მკაფიოდ და ხშირად იუმორისტულად აღწერა". მან მოთამაშეებს რეკომენდაცია გაუწია, რომ შექმნან საკუთარი პერსონაჟები და არ აირჩიონ უკვე მზა პერსონაჟი. მისი აზრით მეორეხარისხოვანი კვესტები მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. ვონის შეჯამებით, ფოლაუტი პრაქტიკულად რაიმე სახის უკმაყოფილებას არ იწვევს, თუმცა აღნიშნა სხვადასხვა სახის პროგრამული შეცდომები.[69]
Absolute Games-ის ერთ-ერთმა მიმოხილველმა შეაქო თამაშის სამყაროს დეტალიზაცია, ინტერფეისის სიმარტივე და გეიმპლეის რეალისტურობა. ტოდ ვონის მსგვსად იგი ურჩევს მოთამაშეებს შექმნან საკუთარი პერსონაჟი, ხოლო რაც შეეხებ თანამგზავრებს, მან აღნიშნა მათი არასაკმარისი ეფექტურობა და დაახასიათა ისინი "სააარტილერი ხორცებად". საბოლოო ჯამში ითქვა, რომ ფენტეზის ჟანრის კლასიკას Dungeons & Dragons-ს გამოუჩნდა ღირსეული კონკურენტი.[70]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟურნალ PC Gamer-ის მიერ თამაში რამდენიმეჯერ იქნა შეყვანილი სხვადასხვა დროს ყველა დროის საუკეთესო თმაშების სიაში.[71][72][73] IGN-ის 25 ყველა დროის საუკეთეოს PC თამაშებს შორის დაიკავა მე-5 (2007)[74] და 19-ე (2009)[75] ადგილები. 2007 წელს ჟურნალ PC Zone-ის ვერსიით Fallout-მა დაიკავა 21-ე ადგილი სიაში "The 101 best games ever" (ქარ. ყველა დროის 101 საუკეთესო თამაში).][76] ყოველწლიურ სიაში Top 100 Games, რომელიც ქვეყნდება IGN-ის მიერ დაყენებული იქნა 55-ე (2005)[77] და 33-ე (2007)[78] ადგილებზე, ასევე 2012 წელს თამაშმა დაიკავა 22-ე ადგილი სიაში 50 ყველა დროის საუკეთესო თამაში გამოქვეყნებული ჟურნალ Complex-ის მიერ.[79]
ფოლაუტი შეყვანილი იქნა რუბრიკაში Hall of Fame (ქართ. დიდების დარბაზი) ან მის ეკვივალენტ გამოცემაში Computer Gaming World,[80] GameSpot,[81] GameSpy-სა[82] და IGN-ის მიერ.[83] 2000 წელს GameSpot-მა თამაში შეიყვანა სიაში "10 საუკეთესო დასასრული" და "10 საუკეთესო სათამაშო სამყარო",[84][85] ასევე 2008-წელს Game Informer-ისგან მიიღო 6-ზე ადგილი სიაში თამაშის საუკეთესო დასასყისი. პოლონურ ვებპორტალზე Wirtualna Polka ფალლოუტი აღიარებული იქნა ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ თმაშად, „რომელმაც წაგვართვა ბავშვობა“, სადაც დაიკავა მე-6 ადგილი.[86]
თამაში ნომინირებული იქნა „ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების დაჯილდოებაზე კატეგორიებში Computer Role Playng Game Of The Year (ქართ. წლის კომპიუტერული როლური თამაში) და Outstanding achiivment in Sound Music (ქართ. განსაკუთრებული მიღწევა ხმასა და მუსიკაში) (პირველ კატეგორიაში გაიმარჯვა Dungeon Keeper-მა, ხოლო მეორეში - Parappa the Rapper).[87] 1998 ფოლაუტს მიენიჭა“ წლის როლური თამაშის“ ტიტული გამოცემებისგან Gamesmania და Computer Gaming World.[88] 2006 წელს ჟურნალმა გეიმსუტრას გამოკითხვაში „თქვენი აზრით ისტორიაში რომელმა როლურმა ვიდეო თმაშმა გააკეთა ყველაზე დიდი ნახტომი და რატომ?“ უმეტესობამ ფოლაუტი დაასახელა, დაიკავა პირველი ადგილი და მიიღო Quantium Leap Award-ის ჯილდო.[89]
გავლენა და მინიშნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Fallout-ში არის 1950-იანი წლების პერიოდის მასობრივი კულტურის გამოძახილი და ზეგავლენა, რომლის უმეტესი ნაწილი შესაძლოა აღმოჩენილი იქნეს მოთმაშის მიერ განსაკუთრებულ შემთხვევით შეხვედრებში. ერთ-ერთი მათგანი არის მწყობრიდან გამოსული მფრინავი თეფში და ორი უცხო პლანეტელის ნარჩენები მის გვერდით. ერთ-ერთ გვამზე დევს „უცხოპლანეტური ბლასტერი“ - მოწინავე ენერგეტიკული იარაღი, ხოლო მეორეზე ელვის პრესლის სურათი. თვითონ მფრინავ ობიექტზე არის წარწერა „აშშ-ს ხელისუფლების საკუთრება. აღმოჩენის შემთხვევაში დაუბრუნდეს ზონა 51-ს“.[90] სხვა განსაკუთერებულ შემთხვევებში არის გიგანტური თათების ნაკვალევი რაშიც გდია გაბრტყელებული გვამი - მინიშნება მულტფილმზე „ბომბები ეგებებიან გოძილას“ (1969); უდაბნოში მდგარი პოლიციის ჯიხური - მიანიშნებს სამეცნიერო ფანტასტიკურ სერიალზე „დოქტორ ვინ“,[11][29] რომელიც გადაიცემოდა BBC-ით 1963 წელს. იარაღი 223 კალიბრით, მიღებული მთავარი გმირის მიერ ერთ-ერთი კვესტის შესრულებისას ჰაბეში, რომელიც ძალიან ჰგავს იარაღს ფილმიდან „სამართებელზე მორბენალი“. ასევე ორ თავიანი ძროხა ბრაჰმანი არის გამოძახილი ინდური მითოლოგისა, სადაც ეთაყვანებიან მას.[17]
ასევე არსებობს სხვა კუტურული ნამუშევრები, რომლებმაც ტიმ კენის თქმით გავლენა მოახდინეს თამაშზე, ესენია: X-Com:UFO Defense, Crusader:No Remorse, თამაშების სერია Ultima. წიგნებიდან შემქმნელებმა აღნშნეს „მე ვარ ლეგენდა“, „სანაპიროზე“, "ბიჭი და და მისი ძაღლი". ხოლო კინოფილმებიდან ნახსენებია „მომდევნო დღეს“, „აკრძალული პლანეტა" და "დაკარგულ ბავშთა ქალაქი".[5]
თმაშში არის მინიშნება ფილმზე „შეშლილი მაქსი 2: გზის მეომარი". ძაღლი დოგმიტი იმ შემთხვევაში შემოუერთდება მთვარ გმირს, თუ დააპურებს მას ან ეცმევა ტყავის ქურთუკი, რომელიც ფილმში აცვია მაქსს. ტიმ კაენი ამბობდა, რომ დოგმიტი „100 %-ით ერთგული არის მთავარი გმირის და არ მიატოვებს მას არაფრის დიდებით“. კრის ტეილორმა გამოთქვა აზრი, რომ დოგმიტი უფრო მეტი სარგებლის მომტანია ვიდრე იანი „გამომდინარე იქიდან, რომ დოგმიტი არასდროს არ ესროდა ზურგში მთავარ გმირს.“ ტეილორის სიტყვებით, შემქმნელები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ დოგმიტი ასეთ პოპულარობას მოიხვეჭდა. აღნიშნული პერსონაჟი ასევე ჩნდება Fallout 2-ში Fallout 3-სა და Fallout 4-ში, ასევე თამაშებში რომლებიც არიან დაკავშირებული Fallout-ის სამყაროსთან: Arcanum: Of Steamworks and Magick Obscura და The Bard’s Tale.[11][91][92] VideoGamer.com-ის სიაში „10 საუკეთესო სათამაშო კომპანიონი“ დოგმიტმა დაიკავა მესამე ადგილი.[93]
ეკრანიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1998 წელს იყო მცდელობა ფოლაუტის ეკრანიზაციისა, რომელიც უნდა გადაეღო განყოფილება Interplay Films. სურათის სცენარისტად დაინიშნა ბრენტ ბ. ფრიდმანი. 2000 წელს განყოფილება ლიკვიდირებული იქნა და პროექტზე მუშაობაც შეწყდა.[94]
ორიგინალი თამაშის მოტივებზე შეიქმნა ფილმი სახელწოდებით Fallout: Nuka Break. მთავარი გმირად გვევლინება თავშესაფრიდან გამოსული, კომპანიონი გული სახელად ბენი და მისი ყოფილი მონა.[95] ფილმი დაყვეს 6 ნაწილად და განათავსეს Youtube-ზე;][96] პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 2011 წლის სექტემბერს.[97] საიტ Gizmodo France-ის მიმოხილველმა ყურადღება გაამახვილა ფილმში უნდაბნოს პეიზაჟების ფოტოგენურობასა და სილამაზეზე.[98] საიტ GameFront-ის აზრით"ფილმი კარგად გადმოსცემს Fllout-ის ატმოსფეროს".[99] ასვე ბეთესდას ოფიციალურ ბლოგზე ფილმი დადებითად შეფასდა.[100]
2013 წლის იანვარს კომპანია ბეთესდამ სვაჭრო მარკად დაარეგისტრირა სამეცნიერო-ფანტასტიკური ტელესერიალი.[101][102] როგორც აღნიშნავდნენ საიტ Dwell On-ის თანამშრომლები, ბეთესდამ ჯერ კიდევ 2009 წელს დაიცვა ტელსერიალზე უფლებები.[103] ინფორმაციაზე დაყრდნობით, სერიალის სიუჟეტის მიმდინარეობ იქნება სამაყაროში, სადაც მომხდარია ატომური კატასტროფა.[104][105]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fallout Nukapedia-ზე, a Fallout-ის ვიკი
- Fallout Portal at the Vault, a Fallout wiki
- Fallout საიტზე MobyGames
- Fallout საიტზე Wayback Machine (არქივირებულია აპრილი 15, 1997)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Fallout: A Post Nuclear Adventure. Interplay Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-02-02. ციტირების თარიღი: 2013-03-25.
- ↑ The Top 100 Game Creators of All Time - 89. Feargus Urquhart (2008). ციტირების თარიღი: November 10, 2015.
- ↑ 3.0 3.1 The Top 100 Game Creators of All Time - 85. Tim Cain (2008). ციტირების თარიღი: November 10, 2015.
- ↑ Cheong, Ian. Game Info. Lionheart Chronicles. GameSpy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-26. ციტირების თარიღი: 2006-07-25.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Fallout Classic Revisited. Gamespot.
- ↑ IGN Presents the History of Fallout. IGN (2009-01-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-01. ციტირების თარიღი: 2009-01-30.
- ↑ 7.0 7.1 Barton, Matt.. (2007-02-23) The History of Computer Role-Playing Games Part 2: The Golden Age (1985-1993). Gamasutra. ციტირების თარიღი: 2013-04-10.
- ↑ Сергей Дрегалин. (2001) Обзор Fallout 1 и 2. Страна игр. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-23. ციტირების თარიღი: 2016-05-09.
- ↑ Cooke, Mark.. (2004-06-05) Fallout review for the MAC. Game Revolution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-10. ციტირების თარიღი: 2009-11-08.
- ↑ Schulzke, Marcus. Moral Decision Making in Fallout. Game Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-02. ციტირების თარიღი: 2013-06-02.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 Desslock. (1997-11-21) Fallout Review. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-25. ციტირების თარიღი: 2009-11-08.
- ↑ 12.0 12.1 Paik, Eric. (2006-08-24) The History of Fallout. GameBanshee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-03. ციტირების თარიღი: 2013-04-06.
- ↑ Boyes, Emma. (2012-01-09) A Survivor's Guide to the Gaming Apocalypse. IGN. ციტირების თარიღი: 2013-04-09.
- ↑ Beadman, Nick. Fallout: A Post Nuclear RPG. MacGamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-06-15. ციტირების თარიღი: 2013-06-11.
- ↑ 15.0 15.1 Fallout review (CGW 162). 1UP.com (2000-01-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-14. ციტირების თარიღი: 2013-04-07.
- ↑ 16.0 16.1 16.2 Дмитрий Злотницкий. (2011-05-19) Бестиарий. Монстры Fallout. «Мир фантастики». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-29. ციტირების თარიღი: 2013-04-29.
- ↑ 17.0 17.1 17.2 17.3 Сергей Сенюк. Миры. Fallout. «Мир фантастики». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-29. ციტირების თარიღი: 2013-04-29.
- ↑ По данным «Библии Fallout 0» Танди родилась в 2145 году.
- ↑ Hodge, Ryan.. (2010-10-18) Fallout: New Vegas mega-primer - a brief history of Fallout in two universes. GamesRadar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-15. ციტირების თარიღი: 2013-05-14.
- ↑ Илья Ченцов.. (2009) От Wasteland до Fallout 3: Энциклопедия катастроф. Страна игр. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-06. ციტირების თარიღი: 2016-05-09.
- ↑ Fallout Classic Revisited. Gamespot (9 March 2012). ციტირების თარიღი: 6 June 2012.
- ↑ Barton, Matt. (2007-02-23) Part 2: The Golden Age (1985–1993). The History of Computer Role-Playing Games. Gamasutra. ციტირების თარიღი: 2009-03-26.
- ↑ Back To Black Isle: Fargo On Obsidian Joining Wasteland 2. Rock, Paper, Shotgun. ციტირების თარიღი: 2012-08-28.
- ↑ Matt Barton (June 27, 2010). „Fallout with Tim Cain, Pt. 1“. Matt Chat. ეპიზოდი 66. 647 minutes in. Armchair Arcade.
- ↑ 25.0 25.1 Pitts, Russ. (3 Mar 2012) Fallout: The game that almost never was. Polygon. ციტირების თარიღი: 19 Oct 2013.
- ↑ 26.0 26.1 IGN Presents the History of Fallout. IGN (2010-07-21). ციტირების თარიღი: 2015-08-02.
- ↑ Avellone, Chris. (2002-11-06) Fallout Bible #9. Black Isle Studios. ციტირების თარიღი: 2007-06-16.
- ↑ Демо-версия Fallout. Wasteland Chronicles. Absolute Games. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-28. ციტირების თარიღი: 2013-04-23.
- ↑ 29.0 29.1 McLaughlin, Rus. (2010-07-21) IGN Presents the History of Fallout. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-27. ციტირების თარიღი: 2013-03-26.
- ↑ MacDonald, Keza. (2008-10-27) Fallout Retrospective. Eurogamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-04. ციტირების თარიღი: 2013-04-04.
- ↑ Энциклопедия Fallout: История Fallout 1. Fallout Archives. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-04. ციტირების თარიღი: 2013-06-04.
- ↑ Fallout. IGN. ციტირების თარიღი: 2013-11-05.
- ↑ Dutton, Fred. (2012-03-08) Original Fallout concept included time-travel, sentient dinosaurs, fantasy planets. Eurogamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-03. ციტირების თარიღი: 2013-03-27.
- ↑ Hamilton, Kirk. (2012-03-09) Fallout Could’ve Been About Time-Traveling, Dinosaurs, And Monkey Murder. Kotaku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-27. ციტირების თარიღი: 2013-03-26.
- ↑ Fallout: A Post Nuclear Role Playing Game. Schnittberichte.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-27. ციტირების თარიღი: 2013-03-26.
- ↑ Blancato, Joe. (2006-12-26) The Rise and Fall of Troika. The Escapist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-08. ციტირების თარიღი: 2013-05-06.
- ↑ Fallout Trilogy - PC - IGN. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-26. ციტირების თარიღი: 2013-02-23.
- ↑ Fallout/Fallout 2 Dual Jewel. Gamervision. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-26. ციტირების თარიღი: 2013-02-25.
- ↑ Burnes, Andrew. (2004-10-14) Interplay In Trouble; Assets Sold & Optioned. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-04. ციტირების თარიღი: 2013-04-04.
- ↑ Haynes, Jeff. (2009-09-14) Bethesda's Legal Fallout. IGN. ციტირების თარიღი: 2013-04-05.
- ↑ Makuch, Eddie. (2012-01-09) Bethesda reclaims Fallout MMO rights. GameSpot. ციტირების თარიღი: 2013-04-12.
- ↑ Johnson, Stephen. (2009-08-26) First Three Fallout Games Available On Steam. G4TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: 2013-05-06.
- ↑ Plunkett, Luke. (2009-08-20) Interplay Classics (i.e., Fallout) Now Available On Steam. Kotaku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: 2013-05-08.
- ↑ Sinclair, Brendan. (2012-04-05) Fallout free on GOG.com. GameSpot. ციტირების თარიღი: 2013-04-12.
- ↑ Временно бесплатная Fallout от GOG.com. Gameland.ru (2012-04-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-15. ციტირების თარიღი: 2013-04-15.
- ↑ Meer, Alec. (2012-04-05) Fallout Free For Forty-Eight Hours. Rock, Paper, Shotgun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-28. ციტირების თარიღი: 2013-04-25.
- ↑ 47.0 47.1 Fallout - The Soundtrack. Game-Ost. ციტირების თარიღი: 2013-04-09.
- ↑ Desslock interviews Tim Cain. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-07. ციტირების თარიღი: 2013-06-07.
- ↑ Ремастированный саундтрек Fallout увидел свет!. Game-Ost (2010-05-10). ციტირების თარიღი: 2013-05-16.
- ↑ Mark Morgan - Vault Archives: Fallout Remastered Soundtracks. Game-Ost. ციტირების თარიღი: 2013-09-28.
- ↑ Meer, Alec.. (2010-05-11) Atomic: Fallout Music Remastered. Rock, Paper, Shotgun. ციტირების თარიღი: 2013-09-22.
- ↑ Fallout The Soundtrack:: Review by Dave. Square Enix Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: 2013-05-09.
- ↑ Fallout (pc) reviews at Metacritic.com. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-13. ციტირების თარიღი: 2009-11-08.
- ↑ Fallout – Review. 1up.com (9 მაისი, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-25. ციტირების თარიღი: 2016-05-09.
- ↑ Suciu, Peter. Fallout – Review. allgame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-10. ციტირების თარიღი: 2009-11-08.
- ↑ 56.0 56.1 Fallout for PC. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2009-11-08.
- ↑ Cooke, Mark. (June 5, 2004) Fallout review for the MAC. Game Revolution. ციტირების თარიღი: 2009-11-08.
- ↑ Desslock. (21 ნოემბერი, 1997) Fallout Review. GameSpot. ციტირების თარიღი: 2009-11-08.
- ↑ Vaughn, Todd. (იანვარი 1998) Fallout. PC Gamer US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2000-03-12. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2010.
- ↑ Fallout. MobyGames. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-10. ციტირების თარიღი: 2009-11-08.
- ↑ Boske, John.. I Critically Hit the Sheriff. RPGamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-13. ციტირების თარიღი: 2013-05-11.
- ↑ Кирилл Орешкин. (2007) Игры прошлого. Лучшие компьютерные игры.
- ↑ Олег Ставицкий. (2007) Fallout 3. Игромания. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-05. ციტირების თარიღი: 2016-05-09.
- ↑ Barton, Matt.. (2007-04-11) The History of Computer Role-Playing Games Part III: The Platinum and Modern Ages (1994-2004). Gamasutra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-14. ციტირების თარიღი: 2013-04-11.
- ↑ Fallout Retrospective Interview. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-28. ციტირების თარიღი: 2013-04-22.
- ↑ Fallout for PC Reviews. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-06.
- ↑ Gladstone, Darren.. (2009-03-15) The Most Violent Video Games Ever Made. PC World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-28. ციტირების თარიღი: 2013-04-25.
- ↑ Suciu, Peter. Fallout - Review. Allgame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-10. ციტირების თარიღი: 2009-11-08.
- ↑ Vaughn, Todd. (1998-01) Fallout. PC Gamer US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2000-03-12. ციტირების თარიღი: 2010-04-14.
- ↑ Рецензия на Fallout: A Post Nuclear Role Playing Game. Absolute Games (2001-03-18). ციტირების თარიღი: 2013-03-31.
- ↑ PC Gamer's Best 100. PC Gamer (2007-08-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-21. ციტირების თარიღი: 2010-11-15.
- ↑ PC Gamer's Top 100. PC Gamer (2008-08-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-21. ციტირების თარიღი: 2010-11-16.
- ↑ PC Gamer's top 100 PC Games of all time. PC Gamer (2010-02-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-21. ციტირების თარიღი: 2010-11-15.
- ↑ Adams, Dan; Butts, Steve; Onyett, Charles. (2007-03-16) Top 25 PC Games of All Time. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-21. ციტირების თარიღი: 2009-03-20.
- ↑ Ocampo, Jason; Butts, Steve; Haynes, Jeff. (2009-08-06) Top 25 PC Games of All Time. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-21. ციტირების თარიღი: 2010-01-03.
- ↑ The 101 best PC games ever. PC Zone (2007-05-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-27. ციტირების თარიღი: 2013-03-22.
- ↑ IGN's Top 100 Games. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-27. ციტირების თარიღი: 2013-03-23.
- ↑ IGN Top 100 Games 2007 / 33 Fallout. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-27. ციტირების თარიღი: 2013-03-23.
- ↑ Avellan, Drea. (2012-11-07) Fallout. Complex. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-10. ციტირების თარიღი: 2013-11-04.
- ↑ CGW's Hall of Fame. 1UP.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-27. ციტირების თარიღი: 2010-11-17.
- ↑ The Greatest Games of all Time. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-21. ციტირების თარიღი: 2010-11-17.
- ↑ Buecheler, Christopher. (2000-12-30) The GameSpy Hall of Fame: Fallout. GameSpy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-27. ციტირების თარიღი: 2010-11-17.
- ↑ IGN Videogame Hall Of Fame: Fallout. IGN (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-27. ციტირების თარიღი: 2010-11-20.
- ↑ Internet Archive Wayback Machine. Web.archive.org (2000-03-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2000-03-02. ციტირების თარიღი: 2012-08-28.
- ↑ Internet Archive Wayback Machine. Web.archive.org (2004-10-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-10-26. ციტირების თარიღი: 2012-08-28.
- ↑ 6. Fallout - Gry, które zabrały nam dzieciństwo - najbardziej uzależniające produkcje sprzed lat. Wirtualna Polska. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-27. ციტირების თარიღი: 2013-03-25.
- ↑ 1998 1st Annual Interactive Achievement Awards. Academy of Interactive Arts & Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-15. ციტირების თარიღი: 2013-03-12.
- ↑ Fallout Development Log. Black Isle Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-03. ციტირების თარიღი: 2013-03-28.
- ↑ The Gamasutra Quantum Leap Awards: Role-Playing Games. Gamasutra (2006-10-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-07. ციტირების თარიღი: 2013-03-29.
- ↑ Андрей Чаплюк. (2005) Fallout: Там, на постъядерных просторах. Лучшие компьютерные игры.
- ↑ Fiegel, Michael. (2009-07-21) Junktown Dog. Escapist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-03. ციტირების თარიღი: 2013-03-28.
- ↑ Good, Owen. (2009-07-26) Dogmeat, the Emotional Center of Fallout. Kotaku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: 2013-05-08.
- ↑ Top 10 Video Game Companions. VideoGamer.com (2010-01-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-29. ციტირების თარიღი: 2013-04-28.
- ↑ Петр Петров. (2011-03-25) Interplay готовила экранизацию Fallout. 3DNews Daily Digital Digest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 2013-05-12.
- ↑ Plunkett, Luke. (2011-08-30) This Fallout Web Series Is Pretty Damn Good. Kotaku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: 2013-05-08.
- ↑ Vincent Talenti. Fallout: Nuka Break. VT Films. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-03. ციტირების თარიღი: 2013-03-30.
- ↑ Hodson, Steven. (2011-09-08) Fan made Fallout film turned into a full fledged web series – Awesomesauce!. Inquisitr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-08. ციტირების თარიღი: 2013-06-08.
- ↑ Court métrage Fallout Nuka Break. Gizmodo France (2011-01-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-09. ციტირების თარიღი: 2013-06-09.
- ↑ Whitaker, Ron. (2011-01-25) Fallout: Nuka Break Fan Film is Pretty Amazing. GameFront. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-09. ციტირების თარიღი: 2013-06-09.
- ↑ Grab a cold one and enjoy this Fallout fan vid. Bethblog.com (2011-02-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-11. ციტირების თარიღი: 2013-06-11.
- ↑ Trademark Status & Document Retrieval. United States Patent and Trademark Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-03. ციტირების თარიღი: 2013-03-30.
- ↑ Robinson, Martin. (2009-04-20) Fallout Movie Coming?. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-14. ციტირების თარიღი: 2013-04-05.
- ↑ Петр Петров. (2009-04-21) Bethesda запатентовала телешоу Fallout. 3DNews Daily Digital Digest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-09. ციტირების თარიღი: 2013-06-27.
- ↑ Urban, Maurice. (2013-01-17) Fallout: Bethesda registriert Trademark für TV-Serie. GIGA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-03. ციტირების თარიღი: 2013-03-30.
- ↑ Goldfarb, Andrew. (2013-01-16) Fallout TV Series Could Be on the Way. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-14. ციტირების თარიღი: 2013-04-06.
|
|
- 1997 წლის ვიდეო თამაშები
- DOS-ის თამაშები
- Mac OS X-ის თამაშები
- როლური ვიდეო თამაშები
- Windows-ის თამაშები
- Fallout (სერია)
- ღია სამყაროს ვიდეო თამაშები
- ანტისაომარი ვიდეო თამაშები
- Black Isle Studios-ის თამაშები
- Fallout-ის ვიდეო თამაშები
- Mac OS-ის თამაშები
- ვიდეო თამაშები შემუშავებული ამერიკის შეერთებულ შტატებში
- ვიდეო თამაშები სქესის არჩევის შესაძლებლობით
- ვიდეო თამაშები იზომეტრიული გრაფიკით
- 1997 წლის საუნდტრეკები