შინაარსზე გადასვლა

Dungeons & Dragons

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დილეგებისა და დრაკონების“ მე-5 გამოცემის ლოგო

Dungeons & Dragons (აბრევიატურა D&D ან DnD[1], ქართ. „დილეგები[2] & დრაკონები“) — ფენტეზი სამაგიდო როლური თამაში (RPG), რომელიც გერი გეიგექსმა და დეივ არნსონმა შექმნეს. პირველად ის გამოიცა 1974 წელს Tactical Studies Rules, Inc.-ის (TSR) მიერ. 1997 წლიდან თამაშს გამოსცემს კომპანია Wizards of the Coast (რომელიც ამჟამად Hasbro-ს შვილეული კომპანიაა). „დილეგები & დრაკონები“ მინიატურული სამხედრო თამაშებისგან წარმოიშვა, წესების საწყისი სისტემის როლს კი თამაშ Chainmail-ის ვარიაცია წარმოადგენდა.[3] D&D-ს გამოცემა თანამედროვე როლური თამაშებისა და როლური თამაშების ინდუსტრიის დასაწყისად მიიჩნევა.[4]

D&D ტრადიციული სამხედრო თამაშებისგან მომდინარეობს, მაგრამ ის თითოეულ მოთამაშეს შეიარაღებული ძალების ფორმაციის ნაცვლად საკუთარი პერსონაჟის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ეს პერსონაჟები წარმოსახვით თავგადასავლებში ეხვევიან ფენტეზი ნარატივის ფონზე. ე.წ. Dungeon Master (DM) თამაშის მსაჯისა და მთხრობელის როლს ასრულებს, ინარჩუნებს იმ ნარატივს, რომელშიც მიმდინარეობს მოვლენები და ამ ნარატივის გარემოს მოსახლეებს განასახიერებს. პერსონაჟები ქმნიან ჯგუფს, რომელიც ურთიერთქმედებს როგორც მოქმედების გარემოს მოსახლეებთან, ისე ჯგუფის შიგნით პერსონაჟებთან. ერთად ისინი ჭრიან დილემებს, იწყებენ ბრძოლებს, აგროვებენ განძსა და ცოდნას.[4] გზადაგზა პერსონაჟები იღებენ გამოცდილების ქულებს, რათა სესიათა მთელი წყების განმავლობაში გადავიდნენ შემდეგ დონე(ებ)ზე და უფრო ძლიერები გახდნენ.

Dungeons & Dragons-ის ადრეულმა წარმატებამ თამაშთა მსგავსი სისტემების სწრაფი გამრავლება გამოიწვია. კონკურენციის მიუხედავად, D&D ბაზრის ლიდერად რჩებოდა როლური თამაშების ინდუსტრიაში.[5] 1977 წელს თამაში ორ ნაწილად გაიყო: შედარებით მარტივი წესების მქონე თამაშის სისტემა გამარტივებული Dungeons & Dragons და უფრო სტრუქტურული, კომპლექსური წესების მქონე Advanced Dungeons & Dragons (აბრევიატურა AD&D).[6][1][7] AD&D-ის მე-2 გამოცემა გამოქვეყნდა 1989 წელს. 2000 წელს გამოვიდა ახალი სისტემა, Dungeons & Dragons-ის მესამე გამოცემა; განახლებული, 3.5 ვერსია გამოვიდა 2003 წლის ივნისში. ახალი წესებით შეიქმნა d20 სისტემის ბაზისი, რაც Open Game License-ითაა (OGL) ხელმისაწვდომი სხვა გამომცემლებისთვის. D&D-ის მეოთხე გამოცემა 2008 წელს გამოვიდა.[8][9] მე-5, ყველაზე ბოლო, გამოცემა კი 2014 წლის მეორე ნახევარში გამოქვეყნდა.[10]

2004 წლისთვის Dungeons & Dragons ჯერ კიდევ ყველაზე ცნობადი[11] და გაყიდვადი[12] როლური თამაში იყო. ამ დროისთვის Dungeons & Dragons 20 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა ნათამაშები, წიგნებისა და აღჭურვილობების გაყიდვებმა კი 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.[13]

D&D-ის დეტალურად დამუშავებული თამაში პროცესში. თამაშის დამხმარე ნივთებიდან აქ წარმოდგენილია კამათელი, მრავალი სხვადასხვა მინიატურა და დილეგის დიორამა.

Dungeons & Dragons სტრუქტურული, მაგრამ ღია როლური თამაშია. ჩვეულებრივ, ის დახურულ შენობაში ითამაშება, მონაწილეები კი მაგიდის გარშემო სხედან. როგორც წესი, თითოეული მოთამაშე მართავს ერთ პერსონაჟს, რომელიც ფიქციური მოწყობის ერთ-ერთ ინდივიდს წარმოადგენს.[14] ჯგუფის სახით ერთობლივად მოქმედებისას ეს მოთამაშის პერსონაჟები (PC-ები) ხშირად მოგზაურთა „რაზმად“ მოიხსენიებიან, რომლის თითოეულ წარმომადგენელსაც ხშირად სპეციალიზაციის საკუთარი სფერო აქვს, რითაც მას მთლიანი რაზმის წარმატებაში შეაქვს წვლილი.[15][16] თამაშის მსვლელობისას თითოეული მოთამაშე მართავს საკუთარი პერსონაჟის მოქმედებებსა და სხვა პერსონაჟებთან ურთიერთქმედებებს.[17][18] ეს აქტივობა ხორციელდება მოთამაშეების მიერ მათი პერსონაჟების სიტყვიერი განსახიერებით, რის დროსაც გამოიყენება მრავალი სხვადასხვა სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი კოგნიტიური უნარები, როგორებიცაა, მაგალითად, ლოგიკა, საბაზისო მათემატიკა და წარმოსახვა.[19] თამაში ხშირად შეხვედრების წყებად გრძელდება ერთი თავგადასავლის დასასრულებლად და კიდევ უფრო დიდხანს, როდესაც თამაშის ურთიერთდაკავშირებული თავგადასავლები კამპანიაში ერთიანდება.[20][21]

თამაშის დაწყებამდე თითოეული მოთამაშე ქმნის საკუთარ პერსონაჟს, რომელიც მისი „წარმომადგენელი“ იქნება თამაშის სამყაროში, და იწერს ინფორმაციას მის შესახებ. ამისთვის, პირველ ყოვლისა, განისაზღვრება პერსონაჟის ძირითადი მახასიათებლები — ძალა (ინგლ. Strength, აბრ. STR), სიმარჯვე (ინგლ. Dexterity, აბრ. DEX), გამძლეობა (ინგლ. Constitution, აბრ. CON), ინტელექტი (ინგლ. Intelligence, აბრ. INT), სიბრძნე (ინგლ. Wisdom, აბრ. WIS), ქარიზმა (ინგლ. Charisma, აბრ. CHA). თამაშის თითოეულ გამოცემაში ამ მახასიათებლების განსაზღვრის სხვადასხვა გზა იყო მოცემული. შემდეგ მოთამაშე ირჩევს პერსონაჟის რასასა და კლასს, რომლებიც ასევე იცვლებოდა თამაშის გამოცემების განმავლობაში. მეხუთე გამოცემის „მოთამაშის წიგნაკის“ (ინგლ. Player's Handbook) მიხედვით მოთამაშისთვის ხელმისაწვდომია პერსონაჟის შემდეგ რასები და კლასები:

რასები

კლასები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Mead, Malcomson; Dungeons & Dragons FAQ
  2. ინგლისური სიტყვა dungeon მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან donjon, რომელიც „სასახლეს“ აღნიშნავს. ეს სიტყვა დღემდე ინარჩუნებს ამ მნიშვნელობას ფრანგულ ენაში, ინგლისური dungeon-ის ფრანგული შესატყვისი კი oubliette არის. მიუხედავად ამისა, თამაშს ფრანგულ გამოცემებში Donjons et Dragons ეწოდება. ინგლისური dungeon ქართულად მიწისქვეშა საპყრობილეს, დილეგს ნიშნავს.
  3. Birnbaum 2004
  4. 4.0 4.1 Williams, Hendricks და Winkler 2006 introduction
  5. "Frankly, the difference in sales between Wizards and all other producers of roleplaying games is so staggering that even saying there is an 'RPG industry' at all may be generous." Cook; "The Open Game License as I see it".
  6. D&D Basic Set. Rulebooks and Sets. acaeum.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 24, 2011. ციტირების თარიღი: May 16, 2013.
  7. Gygax; "From the Sorcerer's Scroll" in The Dragon #26.
  8. Slavicsek; Ampersand: Exciting News!
  9. Johnson, et al.; 30 Years of Adventure, p. 253.
  10. Dungeons & Dragons Enters a Pivotal Year with Tyranny of Dragons. Wizards.com (May 19, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 21, 2014. ციტირების თარიღი: May 20, 2013.
  11. According to a 1999 survey in the United States, 6% of 12- to 35-year-olds have played role-playing games. Of those who play regularly, two thirds play D&D. (Dancey; Adventure Game Industry Market Research Summary)
  12. Products branded Dungeons & Dragons made up over fifty percent of the RPG products sold in 2005. (Hite; State of the Industry 2005)
  13. Waters; What happened to Dungeons and Dragons?
  14. Waskul, Lust; "Role-Playing and Playing Roles" in Caliber 27 (3)
  15. Slavicsek, Baker; Dungeons & Dragons for Dummies p. 268
  16. Bethke, Erik (2003). Game development and production. Wordware Publishing, Inc., გვ. 12. ISBN 1-55622-951-8. 
  17. Tweet, Cook, Williams; Player's Handbook v3.5, p. 5
  18. Williams, Hendricks და Winkler 2006 "The Role-Playing Game and the Game of Role-Playing"
  19. (2011) „Meso-Level Agents of Gender Socialization“, Schools and Society: A Sociological Approach to Education, 4, Pine Forge Press, გვ. 294. ISBN 1-4129-7924-2. 
  20. "Encounters are to adventures what adventures are to campaigns" (Cook, Williams, Tweet; Dungeon Master's Guide v3.5., p. 129)
  21. Rouchart & Aylett 2003, p. 245.