Black Isle Studios
ტიპი | შვილობილი კომპანია |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | 1996 |
დამაარსებელი |
ფერგიუს ურკჰარტი კრის აველონი ჯოშ სოიერი დარენ მონაჰენი |
სათავო ოფისი | ორინჯ-კაუნტი, კალიფორნია, აშშ |
პროდუქცია |
Fallout 2 Planescape: Torment Icewind Dale |
შვილობილ(ებ)ი | Interplay Entertainment |
Black Isle Studios — ამერიკული ვიდეო თამაშების შემქმნელი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია როლური ვიდეო თამაშების შექმნაზე. დაარსდა 1996 წელს ირვაინში, (კალიფორნიის შტატი)[1][2][3] ფერგიუს ურკჰარტის მიერ. იყო Interplay Entertainment-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფი. სახელი დაერქვა შოტლანდიის კუნძულის Black Isle პატივსაცემად. ეს სახელწოდება მიიღო 1998 წელში. მდებარეობდა ლოს-ანჯელესში (აშშ). Black Isle ყველაზე მეტად ცნობილია ისეთი თამაშების შექმნით, როგორებიც არის „Planescape: Tormen“ და „Fallout“. მათ ასევე წარმატებას მიაღწიეს როლური ვიდეო თამაშის ჟანრის სერიების „Icewind Dale“-ისა და „Baldur's Gate“-ის შექმნით. 1999 წელს IGN-ისგან მიიღო წლის დეველოპერის ჯილდო[4].
2003 წლის დეკემბერში გაკოტრების შემდეგ Interplay-მ სამსახურიდან გაათავისუფლა Black Isle-ის თანამშრომლები. უმეტესობა თანამშრომლებისა გადავიდა Obsidian Entertainment-ში, Troika Games-სა და BioWare-ში.
2012 წლის ბოლოს კომპანია Interplay-მ განაცხადა Black Isle-ის ხელმეორედ გახსნის შესახებ: "ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო მსოფლიოში საუკეთესო RPG თამაშების შექმნა". სლოგანად მათ აირჩიეს „Black Isle ბრუნდება“.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაარსება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაარსდა 1995 წელს ფერგიუს ურკჰარტის მიერ. სახელი შერჩეული იქნა ფერგიუსის სამშობლოს პატივსაცემად. კომპანია მონაწილეობდა „Fallout“-ის შექმნაში, მაგრამ არ იყვნენ თამაშზე პასუხისმგებელნი, თუმცა გადამწყვეტი როლი ითამაშეს თამაშის შექმნაში. კომპანიის პირველი ოფიციალური თამაშის შექმნის პერიოდში Interplay-ის რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა Black Isle და ჩამოაყალიბა ახალი კომპანია Troika Games. თანამშრომლების წასვლის მიზეზი იყო Interplay-სთან უთანხმოება თამაშის შექმნელეთა ჯგუფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით[5]. დარჩენილმა წევრებმა გამოუშვეს ისეთი ცნობილი თამაშები, როგორიც არის „Fallout 2“, „Planescape: Torment“, „Icewind Dale“. მათ აგრეთვე შექმნეს Baldur's Gate, Baldur's Gate II: Shadows of Amn, BioWare-თან თნამშრომლობის შედეგად. Black Isle აგრეთვე მონაწილეობდა „Lionheart: Legacy of the Crusader“-ის შექმნაში, სადაც ასრულებდა კონსულტანტის მოვალებას და ეხმარებოდა Reflexive Entertainment-ს, რომელიც შედგებოდა Black Isle ყოფილი თანამშრომლებისგან.
პროექტების კოდური სახელწოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Black Isle Studios თავის პროექტებს აძლევდა კოდურ სახელწოდებებს აშშ-ის პრეზიდენტების სახელების მიხედვით.
- პროექტი „კინგი“ — „Stonekeep II“, გაუქმდა 2001 წელს.
- პროექტი „ადამსი„ — „Icewind Dale: Heart of Winter“, გამოვიდა 2001 წელს.
- პროექტი „ვაშინგტონი“ — „Black Isle's TORN“, გაუქმდა 2001 წელს.
- პროექტი „მედისონი“ — „Icewind Dale: Heart of Winter: Trials of the Luremaster“, გამოვიდა 2001 წელს.
- პროექტი „მონრო“ — „Icewind Dale II“, გამოვიდა 2001 წელს.
- პროექტი „ჯექსონი“ — „Baldur’s Gate: Dark Alliance II“.
- პროექტი „ჯეფერსონი“ — არაოფიციალურად ცნობილია, როგორც „Baldur’s Gate 3: The Black Hound“; პროექტი გაჟღერდა 2001 წელს; გაუქმდა 2003 წელს.
- პროექტი „ვან ბურენი“ — არშემდგარი თამაში „Fallout 3“, გაუქმდა 2003 წელს, 2004 წელს თამაშის შექმნის უფლება გადაეცა Bethesda Softworks.
თამაშების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შექმნილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Fallout 2“ (1998)
- „Planescape: Torment“ (1999)
- „Icewind Dale“ (2000)
- „Icewind Dale: Heart of Winter“ (2001)
- „Icewind Dale: Heart of Winter - Trials of the Luremaster“ (2001)
- „Icewind Dale II“ (2002)
- „Baldur's Gate: Dark Alliance II“ (2004)
გამოშვებული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Baldur's Gate“ (1998)
- „Baldur's Gate: Tales of the Sword Coast“ (1999)
- „Baldur's Gate II: Shadows of Amn“ (2000)
- „Baldur's Gate II: Throne of Bhaal“ (2001)
- „Lionheart: Legacy of the Crusader“ (2003)
გაუქმებული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Stonekeep 2: Godmaker“ (2001)
- „Torn“ (2001)
- „Fallout 3“ (2003)
- „Baldur's Gate III: The Black Hound„ (2003)
- „Baldur's Gate: Dark Alliance III“ (2004)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Obsidian Entertainment-ის საიტი დაარქივებული 2012-09-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Black Isle Studios. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2006.
- ↑ Cheong, Ian. Game Info. Lionheart Chronicles. GameSpy. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2006.
- ↑ Keefer, John. (იანვარი, 2001) Black Isle Studios: We are not BioWare. GameSpy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-12-11. ციტირების თარიღი: 2006-06-25.
- ↑ 1999 Vault Network Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2001-02-04. ციტირების თარიღი: 2001-02-04.
- ↑ Blancato, Joe. The Rise and Fall of Troika. The Escapist. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 8, 2007. ციტირების თარიღი: March 27, 2007.
|
|