ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის NBA All-Star მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ჯილდო გადაეცემა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე წევრს, რომელიც NBA All-Star მატჩში საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს. ჯილდო 1953 წლიდან მოყოლებული გადაეცემა, რომელიც NBA-მ ოფიციალურად გადაწყვიტა ყოველ წელს გაეცა. ლიგამ ასევე გადაწყვიტა ძველი მატჩების MVP დაესახელებინა. ედ მაქლი და პოლ ერიზინი დასახელებული იქნენ 1951 და 1952 წლების გამარჯვებულად.[1] ხმის მიცემა ხდება მედიის წევრების მიერ, რომელიც თამაშის დასრულების შემდეგ აძლევენ თავის არჩევანს ხმებს. მოთამაშე ყველაზე მეტი დაგროვილი ხმებით იღებს ჯილდოს.[2] 1999 წელს არ იქნა თამაშის MVP დასახელებული, რადგან ლოკაუტის გამო სეზონი მოგვიანებით დაიწყო, ხოლო NBA All-Star მატჩი კი საერთოდ არ ჩატარდა იმ წელს.[3]
ბობ პეტი და კობი ბრაიანტი არიან მხოლოდ ის 2 მოთამაშე, რომლებმაც ამ ჯილდოს მოპოვება 4-ჯერ შეძლეს. ოსკარ რობერტსონი, მაიკლ ჯორდანი და შაკილ ონილის მონაგარში კი ასეთი 3-3 ჯილდოა. ხოლო ბობ ქასი, იულიუს ირვინგის, ისაია თომასის, მეჯიკ ჯონსონის, კარლ მონროს, ალენ აივერსონის და ლებრონ ჯეიმზის ანგარიშზე ასეთი ჯილდო 2 რიცხვამდეა. ჯეიმზის პირველი ჯილდოს მოპოვება მოხდა 2006 წელს, რითაც ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელმაც მოახერხა MVP ჯილდოს მოპოვება ამ მატჩში 21 წლის ასაკში.[4] ოთხ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა ორზე გაიყო: ელჯინ ბაილორი და პეტის შორის 1959 წელს, ჯონ სტოქტონსა და მელოუნს შორის 1993 წელს, ონილსა და ტიმ დანკანს შორის 2000 წელს და ბრაიანტის და ონილს შორის 2009 წელს. ონილი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ჯილდოს მოპოვება ორჯერ გაყოფით შეძლო. ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წარმომადგენელს 11 ჯილდო აქვთ მოგებული, მაშინ როდესაც ბოსტონ სელტიქსის რიგებში ასეთი 8 ჯილდოს მფლობელია. დანკანი არის ერთადერთი გამარჯვებული, რომელიც აშშ ტერიტორიაზე არ დაიბადა. დანკანს აქვს ამერიკის მოქალაქეობა, თუმცა ის აღიარებულია საერთაშორისო მოთამაშედ NBA-ს მხრიდან.[5] არცერთ გამარჯვებულს არ უვარჯიშია აშშ-ს ფარგლებს გარეთ. უკანასკნელი 2012 წლის გამარჯვებული კევინ დურანტია.[6]