Microsoft Lumia

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Microsoft Lumia-ს ლოგო

Microsoft Lumia (ადრე Nokia Lumia) — სმარტფონებისა და ტაბლეტური კომპიუტერების ხაზი, რომელსაც ამჟამად Microsoft Mobile აწარმოებს, მანამდე კი კომპანია Nokia აწარმოებდა. 2011 წელს წარმოდგენილი ხაზი ნოკიასა და მაიკროსოფტის დიდი ხნის თანამშრომლობის შედეგია, ვინაიდან ლუმიას სმარტფონები Windows Phone-ის საოპერაციო სისტემას იყენებს და მიზნად ისახავს კონკურენციის გაწევას iPhone-ისათვის და Android-ისა და BlackBerry-ის საოპერაციოს სისტემებზე მომუშავე მოწყობილობებისათვის. სახელი „Lumia“ მომდინარეობს ფინური ენიდან და სიტყვა „lumi“-ის მრავლობითი ფორმაა, რაც „თოვლს“ ნიშნავს.

2013 წლის 3 სექტემბერს, მაიკროსოფტმა გაავრცელა განცხადება, რომ ნოკიას მობილური მოწყობილობების ბიზნესს ყიდულობდა, რის შემდეგაც, საბოლოო შეთანხმება ორ კომპანიას შორის 2014 წლის 25 აპრილს დასრულდა. შედეგად, ლუმიას ხაზს ამჟამად Microsoft Mobile ეწოდება. მაიკროსოფტის მფლობელობის ქვეშ, ბრენდი „Nokia“ კვლავ იქნება გამოყენებული. 2013 წლის ოქტომბერში, ნოკიამ ლუმიას ბრენდი განავრცო ტაბლეტებზეც, როდესაც Windows RT-ზე მომუშავე პლანშეტი წარმოადგინა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nokia Lumia-ს ლოგო რებრენდინგამდე
The Microsoft Mobile-ის სათავო ოფისი, წარსულში Nokia-ს კუთვნილება.

1998-2012 წლებში, ნოკია მობილური ტელეფონების უდიდესი გამყიდველი იყო მთელ მსოფლიოში, რაც ასევე მოიცავდა Symbian-ის პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებს. თუმცა, ბოლო წლებში ნოკიას საბაზრო წილი დაეცა, რადგან იზრდებოდა მოთხოვნილება სხვა მწარმოებლების სენსორულეკრანიან სმარტფონებზე, რომელთა შორისაც იყო Apple-ის iPhone და Android-ზე დაფუძნებული პროდუქტები. 2010 წელს, საბაზრო წილი 28%-ით დაეცა, 2012 წლის აპრილში კი Samsung Electronics-მა (Android-ის ყველაზე დიდი მომხმარებელი) საბოლოოდ ჩამოართვა ნოკიას მობილური ტელეფონების უმსხვილესი გამყიდველის სტატუსი მსოფლიოში. ნოკიას მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა (CEO) სტივენ ელოპმა უარყო იდეა, რომ Android მოწყობილობების წარმოებაზე გადასულიყვნენ, რადგან მას მიაჩნდა, რომ თავისი Android მოწყობილობებით კომპანია ვერ შესძლებდა მომხმარებლებისთვის სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებული პროდუქტი შეეთავაზებინა.[1][2] თავის მოგონებებში ელოპი კომპანიას აღწერს, როგორც „დამწვარი პლატფორმის“ გამომყენებელს, „ეკოსისტემების ომს“ iOS-სა და Android-ს შორის ნოკიას საერთო ბრძოლის ნაწილად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ კომპანიას საოპერაციოს სისტემის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებების ესაჭიროება.[3][4]

2011 წლის თებერვალში, სტივენ ელოპმა და მაიკროსოფტის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ბალმერმა ერთობლივად განაცხადეს ნოკიასა და მაიკროსოფტს შორის მსხვილი ბიზნეს-პარტნიორობის წამოწყების შესახებ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მომავალ სმარტფონებზე ნოკია ძირითად პლატფორმად Windows Phone-ს გამოიყენებდა, რაც ჩაანაცვლებდა როგორც Symbian-ს, ისე MeeGo-ს. შეთანხმება ასევე მოიცავდა ნოკიას მოწყობილობებზე საძიებოს სისტემად Bing-ის ინტეგრაციას, მაიკროსოფტის რუკების სერვისში კი Nokia Maps-ის (Here) ინტეგრაციას.[3] ამ განცხადებამდე, ნოკია MeeGo-ს თავისი სამომავლო გეგმების ნაწილად მიიჩნევდა, თუმცა კომპანიამ ამის შემდეგ ისიც განაცხადა, რომ 2011 წელს MeeGo-ზე მომუშავე ერთ მოწყობილობას მაინც გამოუშვებდა.[3]

2011 წლის 26 ოქტომბერს, ნოკიას მსოფლიო კონფერენციაზე კომპანიამ საზეიმოდ წარადგინა Windows Phone 7-ზე მომუშავე თავისი პირველი მოწყობილობები — საშუალო რანგის Lumia 710 და მაღალი დონის Lumia 800.[5][6] ამერიკული სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, AT&T-ს მხრიდან LTE ფუნქციით აღჭურვილ მოწყობილობებზე მზარდი მოთხოვნებით მოტივირებულმა ნოკიამ სასწრაფოდ შეიმუშავა Lumia 900, რომელიც 2012 Consumer Electronics Show-ზე წარმოადგინა. Lumia 900-ს ამერიკული ოპერატორი მძლავრ რეკლამირებას უწევდა, როგორც ფლაგმან მოწყობილობას, მაგრამ მისი წარმატება ჩაახშო პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზმა, რომელიც მოწყობილობას პრობლემებს უქმნიდა მობილურ ინტერნეტთან წვდომაში, რამაც AT&T იძულებული გახადა კრედიტები მიეცა მათთვის, ვისაც Lumia 900 უკვე შეძენილი ჰქონდა. გამოსვლის დროსიათვის, 2012 წლის აპრილში, Lumia 900 Amazon.com-ზე გაყიდვების ლიდერი იყო, თუმცა ონლაინ-გაყიდვები მაისში უკვე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი დეტალებს არ ამხელდა, ნოკიას წარმომადგენლობა იტყობინებოდა, რომ კომპანია „მოხარული იყო მომხმარებელთა რეაქციით, ასევე AT&T-ს მხირდან გამოჩენილი მხარდაჭერით“, AT&T's mobility-ს ხელმძღვანელი რალფ დე ლა ვეგა კი იტყობინებოდა, რომ Lumia 900-მა „მოლოდინს გადააჭარბა“.[1][7]

2012 წლის დასაწყისში, ნოკიამ გამოუშვა Lumia 610 — საწყისი დონის მოწყობილობა, რომლის უპირატესობაც იყო დაბალი სისტემური მოთხოვნილებები, რასაც Windows Phone 7-ის განახლება „Tango“ უზრუნველყოფდა. ამ მოდელით განზრახული იყო ისეთ მზარდ ბაზრებზე დამკვიდრება, როგორიც იყო ჩინეთი.[8]


2012 წლის სექტემბრის ბოლოს, ნოკიამ წარმოადგინა Lumia 820 და Lumia 920 — პირველი ორი მოწყობილობა, რომლებიც Windows Phone-ის პლატფორმის მეორე თაობაზე, Windows Phone 8-ზე მუშაობდა.[9] ორივე მათგანს გააჩნდა NFC, Lumia 820-ს ჰქონდა microSD card slot-ის მხარდაჭერა და უკაბელოდ დამუხტვის პანელი. უკაბელოდ დამუხტვის შესაძლებლობა ჰქონდა Lumia 920-საც, რომელსაც ასევე გააჩნდა „PureView“ ტექნოლოგიითა და სურათის ოპტიკური სტაბილიზაციის შესაძლებლობით აღჭურვილი კამერა. თუმცა, ნოკია კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა, რომ ცერემონიალზე წარმოდგენილი ვიდეო სურათის ოპტიკური სტაბილიზაციის ტექნოლოგიის შესახებ, პროფესიონალური კამერით იყო გადაღებული. მიუხედავად ამისა, Lumia 920-მა კომპანიას კომერციული წარმატება მოუტანა.[1][10]

MWC 2013-ზე, ნოკიამ წარმოადგინა Windows Phone 8-ზე მომუშავე კიდევ ორი მოწყობილობა, საშუალო კლასის Lumia 720 და ბიუჯეტური Lumia 520, ეს უკანასკნელი შემდეგში ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი Windows phone მოწყობილობა გახდა.[11]

41 MP კამერიანი Nokia Lumia 1020

2013 წელს, ნოკიამ ასევე გამოუშვა Lumia 925 — 920-ის შესწორებული ვერსია უფრო თხელი, ალუმინით გაწყობილი კოპრუსით.[12] ამავე წელს გამოვიდა Lumia 1020, რომელიც გამოირჩევა 41 მეგაპიქსელიანი კამერით, რომელიც დაფუძნებულია Symbian-ზე მომუშავე Nokia 808 PureView-ის ტექნოლოგიაზე.[13]

მიუხედავად იმისა, რომ ლუმიას გაყიდვებმა იგივე პერიოდში გადააჭარბა BlackBerry-ს გაყიდვებს, ნოკია მაინც განიცდის 115 მლნ ევროს ოდენობის საოპერაციო დანაკარგებს და შემოსავლების 24%-ით შემცირებას; შემოსავლებმა 2013 წლის მეორე კვარტალში 5,7 მილიარდი ევრო შეადგინა. გასული ცხრა კვარტლის მანძილზე, ნოკიამ 4,1 მლრდ ევრო დაკარგა.

2013 წლის 3 სექტემბერს, მაიკროსოფტმა გაახმოვანა საკუთარი განზრახვა 7 მლრდ აშშ დოლარად ნოკიას მობილური ტელეფონების ბიზნესის შესყიდვის შესახებ (მოიცავდა ლუმიასა და აშას ბრენდებს). სტივენ ელოპი ნოკიას აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადადგა და ხელახლა შეუერთდა მაიკროსოფტს, ხელშეკრულების თანახმად ის ამავე ქვედანაყოფის მეთაურად დაინიშნა. ხელშეკრულების საფუძველზე მაიკროსოფტს სახელი „Nokia“-ს გამოყენება ათი წლის მანძილზე შეუძლია.[14][15] 2013 წლის 19 ნოემბერს, ნოკიას ინვესტორებმა ტელეფონების ქვედანაყოფის მაიკროსოფტისთვის გადაცემა დაამტკიცეს.[16]

2013 წლის 22 ოქტომბერს, ნოკიამ ბრენდი ლუმია განავრცო ტაბლეტურ კომპიუტერზე, რომელსაც Lumia 2520 უწოდა და რომელიც მაიკროსოფტის Windows RT საოპერაციო სისტემაზე მუშაობს. იგი პირველი ტაბლეტია ნოკიას Nokia Internet tablet სერიის შემდეგ. Nokia Lumia 2520 აშშ-ში ხელმისაწვდომი გახდა ამავე წლის 22 ნოემბერს. 2013 წელს ნოკიამ ასევე წარმოადგინა სამი ახალი ლუმია — Nokia Lumia 1520, Nokia Lumia 1320 და პოპულარული Lumia 520-ის განახლებული ვერსია Nokia Lumia 525.

მოწყობილობების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nokia Lumia 620
Nokia Lumia 925
  • Nokia Lumia 800 — საშაულო კლასის ტელეფონი, გამოშვებულია 2011 წლის ნოემბერში.[17]
    • Nokia Lumia 800C, CDMA2000 China Telecom-ის ვარიანტი.
  • Nokia Lumia 710 — საშაულო კლასის ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის 11 იანვარს[18]
  • Nokia Lumia 900 — ფლაგმანი ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის 8 აპრილს[19]
  • Nokia Lumia 610 — საწყისი დონის ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის აპრილში.
    • Nokia Lumia 610C, CDMA2000 China Telecom-ის ვარიანტი.
  • Nokia Lumia 510 — საწყისი დონის ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის ნოემბერში.
  • Nokia Lumia 820 — საშუალო კლასის ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის ნოემბერში.
    • Nokia Lumia 822 — საშუალო კლასის ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის 8 ნოემბერს. Verizon-ის ექსკლუზივი.[20]
    • Nokia Lumia 810 — საშუალო კლასის ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის 14 ნოემბერს. T-Mobile-ის ექსკლუზივი.[21]
  • Nokia Lumia 920 (Phi) — ფლაგმანი ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის 2 ნოემბერს[22]
    • Nokia Lumia 920T, TD-SCDMA China Mobile-ის ვარიანტი[23]
  • Nokia Lumia 505 — საწყისი დონის ტელეფონი, შერჩეულია ისეთი მზარდი პაზრების ათვისებისთვის, როგორებიცაა მექსიკა, გამოშვებულია 2012 წლის დეკემბერში.
  • Nokia Lumia 620 (Sand) — Windows Phone 8-ზე მომუშავე პირველი საშუალო კლასის ტელეფონი. გამოშვებულია 2013 წლის იანვარში.[24]
  • Nokia Lumia 520 (Fame) — საწყისი დონის ტელეფონი, Lumia 510-ის მემკვიდრე, გაყიდვები დაიწყო 2013 წლიდან, ჰონგ-კონგსა და ვიეტნამში, შემდეგ კი ყველგან, მათ შორის T-Mobile US ფასი იწყებოდა 139 ევროდან. 2013 წლის აგვისტოსთვის, ის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი Windows Phone მოწყობილობა იყო. AdDuplex-ის თანახმად, 2013 წლის 30 დეკემბრისთვის, Nokia Lumia 520 Windows Phone ტელეფონების ბაზრის 30%-ს ფლობდა, Windows Phone 8 ბაზარზე კი 39,9%-ს.
    • Nokia Lumia 520T, TD-SCDMA China Mobile-ის ვარიანტი.
  • Nokia Lumia 720 (Zeal) — საშუალო კლასის ტელეფონი, Lumia 710-ის მემკვიდრე. ჰონგ-კონგში, ვიეტნამსა და სინგაპურში გაყიდვა დაიწყო 2013 წელს.
    • Nokia Lumia 720T, TD-SCDMA China Mobile-ის ვარიანტი.
  • Nokia Lumia 928 (Lazer) — Lumia 920-ის ექსკლუზიური ვერსია ამერიკული Verizon'-ისთვის, კამერისთვის დამატებულია Xenon-flash.
  • Nokia Lumia 925 (Catwalk) — Lumia 920-ის უფრო თხელი, მსუბუქი, ნაწილობრივ ალუმინით დაფარული ვერსია.
    • Nokia Lumia 925T, TD-SCDMA China Mobile-ის ვარიანტი.
  • Nokia Lumia 1020 (Elvis, EOS, Nokia 909) — მაღალი კლასის მოწყობილობა 41-მეგაპიქსელიანი PureView კამერით, BIS სენსორით, OIS და Xenon განათებით. სხვა მახასიათებლებს შორისაა გაორმაგებული RAM 2 GB და 64 GB მეხსიერებით ექსკლუზიურად version-ისთვის და Telefonica-სვის ევროპაში. აშშ-ში ლუმია 1020 ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად AT&T-სთვის. გაყიდვა 2013 წლის 26 ივლისს დაიწყო.
  • Nokia Lumia 1320 (Batman) — 6 ინჩიანი ეკრანის მქონე სმარტფონი, დაანონსდა ნოკიას პრეს-კონფერენციაზე, 2013 წლის 22 ოქტომბერს.
  • Nokia Lumia 1520 (Bandit) — 6 ინჩიანი ეკრანის მქონე სმარტფონი, დაანონსდა ნოკიას პრეს-კონფერენციაზე, 2013 წლის 22 ოქტომბერს.
  • Nokia Lumia 2520 (Sirius) — Windows 8.1 RT ტაბლეტი, დაანონსდა ნოკიას პრეს-კონფერენციაზე, 2013 წლის 22 ოქტომბერს.
  • Nokia Lumia 625 (Max) — საშუალო კლასის ლუმია, ფოკუსირებულია 4G-ზე, ფართო, 4,7 ინჩიანი ეკრანით (ამხელა ზომა პირვალად ლუმიაზე).[25]
  • Nokia Lumia 525 (Glee)[26] — Lumia 520-ის მემკვიდრე იდენტური სპეციფიკაციებით, მაგრამ გაორმაგებული RAM, რომელიც გაზრდილია 1 GB-მდე, ხელმისაწვდომია აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზია-ოკეანეთის გარკვეული ქვეყნებისათვის. გამოშვებულია 2013 წლის დეკემბერში; ფასი 199$.[27]
  • Nokia Lumia 930 (Martini) — მუშაობს Windows Phone 8.1 OS-ზე. დაანონსდა 2014 წლის აპრილში და ხელმისაწვდომი გახდა 2014 წლის ივნისში, 599 აშშ დოლარად.
    • Nokia Lumia Icon (929) — ლუმია 930-ის CDMA ვარიანტი ექსკლუზიურად Verizon Wireless-ისთვის შეერთებულ შტატებში. გამოუშვეს 930-ზე რამდენიმე თვით ადრე, Windows Phone 8-ზე. იგი ერთადერთი ლუმიაა, რომელიც ბრენდირებისას მოდელის რიცხვებს არ იყენებს.
  • Nokia Lumia 630 (Moneypenny) — ორსიმბარათიანი სმარტფონი; მუშაობს Windows Phone 8.1 OS-ზე. აზიაში ხელმისაწვდომი გახდა 2014 წლის მაისში და ფასმა 159 $ შეადგინა.
  • Nokia Lumia 635Windows Phone 8.1 OS-ზე მომუშავე კიდევ ერთი სმარტფონი. აშშ-ში ხელმისაწვდომი გახდა 2014 წლის ივლისში, 169 დოლარად.
  • Nokia Lumia 530 (Rock) — დაბალი კლასის მოწყობილობა, რომელიც დაანონსდა 2014 წლის ივლისში, იმუშავებს Windows Phone 8.1 OS-ზე. ხელმისაწვდომი გახდება 2014 წლის აგვისტოში, 89 ევროდ ($120) ერთ სიმიანი ვერსია და 99 ევროდ ($134) ორ სიმ-ბარათიანი ვერსია.

მოდელების შედარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი თაობა (Windows Phone 7)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მახასიათებლები Lumia 510[28] Lumia 610[29] Lumia 710[30] Lumia 800[31] Lumia 900[32]
გამოსვლის თარიღი სექტემბერი 2012 აპრილი 2012 იანვარი 2012 ნოემბერი 2011 აპრილი 2012
ძირითადი საოპერაციო სისტემა Windows Phone 7.5
ბოლო საოპერაციო სისტემის
მხარდაჭერა
Windows Phone 7.8
ქსელები GSM, HSDPA, Wi-Fi დამატებულია LTE (მხოლოდ version-ისთვის)
ზომები 120.7 მმ სიგრძე
64.9 მმ სიგანე
11.46 მმ დიაგონ.
119 მმ სიგრძე
62.2 მმ სიგანე
11.95 მმ დიაგონ.
მმ სიგრძე
62.4 მმ სიგანე
12.5 მმ დიაგონ.
116.5 მმ H
61.2 მმ სიგანე
12.1 მმ დიაგონ.
128 მმ სიგრძე
69 მმ სიგანე
12 მმ დიაგონ.
წონა 129 გრ 131.5 გრ 126 გრ 142 გრ 160 გრ
ეკრანი გაკაწვრის საწინააღმდეგო მინა Gorilla Glass (მრუდი) Gorilla Glass (ბრტყელი)
ეკრანის ტიპი TFT LCD AMOLED (PenTile pattern)[33] AMOLED (RGB stripe pattern)[34]
ეკრანის რეზოლუცია 480x800
ეკრანის ზომა (დიაგონალი) 4 ინჩი 3.7 ინჩი 4.3 ინჩი
ბატარეის ხანგრძლივობა (3G სასაუბრო დრო) 8.4 საათი 9.5 საათი 7.6 საათი 9.5 საათი 7 საათი
ბატარეის ხანგრძლივობა (ვიდეოს ყურება) 7.4 საათი 7 საათი 6 საათი 6.5 საათი 8 საათი
ბატარეის ხანგრძლივობა (მუსიკის მოსმენა) 38 საათი 35 საათი 38 საათი 55 საათი 60 საათი
ბატარეის ხანგრძლივობა (3G standby) 653.2 საათი 720 საათი 400 საათი 335 საათი 300 საათი
ბატარეის მოცულობა 1300mAh 1450mAh 1830mAh
კამერის რეზოლუცია 5 MP 8 MP
კამერის რეზოლუცია (ვიდეო) 480p @ 30 fps 720p @ 30 fps
კამერის ნახვრეტი 2.4 2.2
კამერის ლინზა არ არის Carl Zeiss
წინა კამერა არ არის 1.3 MP
კამერის განათება არ არის ერთი LED ორმაგი LED
მეხსიერება 4 GB 8 გბ 16 გბ
მეხსიერების გაზრდა არა
SoC Snapdragon S1 MSM7227A (45 nm) Snapdragon S2 MSM8255 (45 nm) Snapdragon S2 APQ8055 (45 nm)
CPU 800 MHz Cortex-A5 1.4 GHz Scorpion
RAM 256 მბ 512 მბ
აპლიკაციები FM რადიო, Nokia Maps

მეორე თაობა (Windows Phone 8)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდელი Lumia 520 [35] Lumia 525[36] Lumia 620[37] Lumia 625[38] Lumia 720 [39] Lumia 810[40] Lumia 820[41] Lumia 822[42] Lumia 920[43] Lumia 925[44] Lumia 928[45] Lumia 929 (Icon)[46] Lumia 1020[47] Lumia 1320 [48] Lumia 1520 [49]
გამოშვების თარიღი თებერვალი 2013 ნოემბერი 2013 დეკემბერი 2012 ივლისი 2013 თებერვალი 2013 ოქტომბერი 2012 სექტემბერი 2012 ოქტომბერი 2012 სექტემბერი 2012 May 2013 თებერვალი 2014 ივლისი 2013 ოქტომბერი 2013
შეწყვეტის თარიღი აპრილი 2013[50]
ძირითადი საოპერაციო სისტემა Windows Phone 8

ბოლო საოპერაციო სისტემის
მხარდაჭერა

Windows Phone 8.1 WP 8 GDR2 + Amber[51] Windows Phone 8.1
ქსელები GSM, HSDPA, Wi-Fi adds LTE GSM, HSDPA, Wi-Fi adds LTE
ზომები 119.9 მმ სიგრძე
64.0 მმ სიგანე
9.9 მმ დიაგ.
115.4 მმ სიგრძე
61.1 მმ სიგანე
11.02 მმ დიაგ.
133.25 მმ სიგრძე
72.25 მმ სიგანე
9.15 მმ დიაგ.
127.9 მმ სიგრძე
67.5 მმ სიგანე
9.0 მმ დიაგ.
127.8 მმ სიგრძე
68.4 მმ სიგანე
10.9 მმ დიაგ.
123.8 მმ სიგრძე
68.5 მმ სიგანე
9.9 მმ დიაგ.
127.8 მმ სიგრძე
68.4 მმ სიგანე
11.2 მმ დიაგ.
130.3 მმ სიგრძე
70.8 მმ სიგანე
10.7 მმ დიაგ.
129 მმ სიგრძე
70.6 მმ სიგანე
8.5 მმ დიაგ.
133 მმ სიგრძე
68.9 მმ სიგანე
10.1 მმ დიაგ.
137 მმ სიგრძე
71 მმ სიგანე
9.8 მმ დიაგ.
130.4 მმ სიგრძე
71.4 მმ სიგანე
10.5 მმ დიაგ.
164.2 მმ სიგრძე
85.9 მმ სიგანე
10.5 მმ დიაგ.
162.8 მმ სიგრძე
85.4 მმ სიგანე
8.7 მმ დიაგ.
წონა 124 გრ 127 გრ 159 გრ 128 გრ 145 გრ 160 გრ 142 გრ 185 გრ 139 გრ 162 გრ 167 გრ 158 გრ 220 გრ 209 გრ
ეკრანი Scratch resistant glass Gorilla Glass 2 (curved) Gorilla Glass 2[52] Scratch resistant glass Gorilla Glass 2[53] Gorilla Glass (curved)[54] Gorilla Glass 2 (curved)[55] Gorilla Glass 3 (curved) Gorilla Glass 3 Gorilla Glass 2
ეკრანის ტიპი IPS 24-bit IPS LCD ClearBlack 24-bit IPS LCD 24-bit IPS LCD ClearBlack 24-bit AMOLED ClearBlack 24-bit IPS LCD PureMotion HD+ 24-bit AMOLED PureMotion HD+ 24-bit AMOLED ClearBlack 24-bit AMOLED PureMotion HD+ 24-bit IPS LCD ClearBlack 24-bit
ეკრანის მაქს. ნათება 600 cd/m2[56] 600 cd/m2[57] 600 cd/m2[58] 600 cd/m2[58]  ? 600 cd/m2[59]
Stripe pattern RGB stripe pattern RGBG PenTile[60][61] RGBG PenTile[60][61]  ?
ეკრანის რეზოლუცია 480 × 800 (15:9) 768 × 1280 (15:9) 1920 × 1080 (16:9) 768 × 1280 (15:9) 720 × 1280 (16:9) 1080 × 1920 (16:9)
ეკრანის ზომა
(დიაგონალი)
101.6 მმ, 4.0" 96.5 მმ, 3.8" 119 მმ, 4.7" 109 მმ, 4.3" 114 მმ, 4.5" 113 მმ, 4.5" 127 მმ, 5.0" 113 მმ, 4.5" 152.4 მმ, 6.0"
პიქსელების სიმჭიდროვე 235 ppi 246 ppi 201 ppi 217 ppi 332 ppi 334 ppi 441 ppi 334 ppi 245 ppi 368 ppi
ბატარეის ხანგრძლივობა (3G სასაუბრო დრო) 9.6 hours 10.6 hours 9.9 hours 15.2 hours 13.4 hours 10.2 hours 8.1 hours 10.2 hours 10 hours 12.8 hours 16.2 hours 16.4 hours 12.3 hours 21 hours 27.4 hours
ბატარეის ხანგრძლივობა (3G standby) 360 hours 336 hours 330 hours 552 hours 520 hours 360 hours 330 hours 486 hours 400 hours 440 hours 541 hours 432 hours 440 hours 672 hours 768 hours
ბატარეის ხანგრძლივობა (მუსიკის მოსმენა) 61 hours 48 hours 61 hours 90 hours 79 hours 54 hours 61 hours 62.1 hours 74 hours 55 hours 80 hours 75 hours 53 hours 98 hours 124 hours
ბატარეის მოდელი BL-5J BL-4J BP-4GWA (4.1 V) / BP-4GW (3.7 V) BP-4W BP-5T BP-4W BP-4GW BL-4YW BV-4NW BV-5QW [62] BV-5XW BV-4BW
ბატარეის ტიპი Li-ion Li-ion ?? / Li-Polymer Li-Polymer Li-Polymer[63] Li-Polymer Li-Polymer[64] Li-ion Li-Polymer[65] Li-Polymer Li-ion Li-Polymer [66]
ბატარეის მოცულობა 1430 mAh 1300 mAh 2000 mAh 1800 mAh 1650 mAh 1800 mAh 2000 mAh 2420 mAh 2000 mAh 3400 mAh
კამერის რეზოლუცია 5.0 MP 6.7 MP 8.0 MP 8.7 MP 8.0 MP 8.7 MP PureView 20.0 MP PureView 41.3 MP PureView 5.0 MP 20.0 MP PureView
სენსორის ზომა 1/4" 1/3.6" 1/3.2" 1/3" 1/2.5" 1/1.5" 1/4" 1/2.5"
კამერის 35მმ ეკვივალენტი,
ფოკუსის სიგრძე
28 მმ 26 მმ 25 მმ for 16:9, 27 მმ for 4:3[67] 28 მმ 26 მმ
კამერის რეზოლუცია (ვიდეო) 1280 × 720p @ 30 fps 1920 × 1080p @ 30 fps 1280 × 720p @ 30 fps 1920 × 1080p @ 30 fps
კამერის ნახვრეტი ƒ/2.4 ƒ/1.9 ƒ/2.2 ƒ/2.0 ƒ/2.4 ƒ/2.2 ƒ/2.4
Carl Zeiss კამერის ლინზები არა არა არა არა დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
წინა კამერა არ არის style="background: #ececec; color: grey; vertical-align: middle; text-align: center; " class="table-na" | არ არის colspan="2" | 0.3 MP 1.3 MP 1.2 MP 0.3 MP 1.2 MP 1.3 MP 1.2 MP 0.3 MP 1.2 MP
კამერის განათება არ არის style="background: #ececec; color: grey; vertical-align: middle; text-align: center; " class="table-na" | არ არის colspan="3" | LED flash Short-pulse high-power dual-LED Dual-LED Xenon flash Dual-LED Xenon and LED flash LED Dual-LED
მეხსიერება 8 GB 16 GB 32 GB 16 GB (32 GB Vodafone) 32 GB 8 GB 32 GB
მეხსიერების გაზრდა Up to 64 GB microSD არ არის Up to 64 GB microSD
OneDrive ღრუბლოვანი მეხსიერება 15 GB
უფასო ნავიგაცია Here რუკები, ტრანზიტი, Drive (რეგიონული) რუკები, ტრანზიტი, Drive+ (გლობალური) რუკები, ტრანზიტი, Drive (რეგიონული) რუკები, ტრანზიტი, Drive+ (გლობალური) რუკები, ტრანზიტი, Drive (რეგიონული) რუკები, ტრანზიტი, Drive+ (გლობალური)
SIM-ბარათის ზომა Micro-SIM (3FF) Nano-SIM (4FF) Micro-SIM (3FF) Nano-SIM (4FF)
FM რადიო[68] დიახ დიახ არა [69] დიახ დიახ არა დიახ დიახ დიახ დიახ არა დიახ დიახ დიახ დიახ
ბოლო Bluetooth-ის მხარდაჭერა Bluetooth 4.0 ხელმისაწვდომია Lumia Amber (GDR2) განახლების შემდეგ[70][71] Bluetooth 3.0+HS Bluetooth 4.0 ხელმისაწვდომია Lumia Black (GDR3) განახლების შემდეგ[70][72]
დაცული NFC არა არა დიახ არა დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
NFC მხარდაჭერა გაზიარებისა და დაწყვილება და ტეგირებისთვის არა არა დიახ არა დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
Qi უკაბელო დატენვა არა არა არა არა კი, (არჩევით დამატებითი შალითით) კი, (არჩევით დამატებითი შალითით) კი, (არჩევით დამატებითი შალითით) დიახ დიახ კი, (არჩევით დამატებითი შალითით) დიახ დიახ კი, (არჩევით დამატებითი შალითით) არა დიახ
სინაფსური სუპერ-მგრძნობიარე შეხება დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
სისტემა ჩიპზე Qualcoმმ Snapdragon S4 Plus
MSM8227 (28 nm)
Qualcoმმ Snapdragon 400
8930 (28 nm)
Qualcoმმ Snapdragon S4 Plus
MSM8227 (28 nm)
Qualcoმმ Snapdragon S4 Plus
MSM8960 (28 nm)
Qualcoმმ Snapdragon 800 Qualcoმმ Snapdragon S4 Plus
MSM8960 (28 nm)
Qualcoმმ Snapdragon 400
8930AB (28 nm)
Qualcoმმ Snapdragon 800 MSM8974 (28 nm)
CPU 1.0 GHz dual-core Krait 1.2 GHz dual-core Krait 1.0 GHz dual-core Krait 1.5 GHz dual-core Krait 2.2 GHz quad-core 1.5 GHz dual-core Krait 1.7 GHz dual-core Krait 2.2 GHz quad-core Krait
GPU Qualcoმმ Adreno 305 Qualcoმმ Adreno 225 Qualcoმმ Adreno 225 Qualcoმმ Adreno 305 Qualcoმმ Adreno 330
RAM 512 MB (32-bit Single-channel, LPDDR2) 1 GB (32-bit Single-channel, LPDDR2) 512 MB (32-bit Single-channel, LPDDR2) 512 MB (32-bit Single-channel, 533 MHz, LPDDR2) 512 MB (32-bit Single-channel, LPDDR2) 1 GB (32-bit Dual-channel, 500 MHz, LPDDR2) 2 GB 2 GB (32-bit Dual-channel, 500 MHz, LPDDR2) 1 GB (32-bit Single-channel, 533 MHz, LPDDR2) 2 GB (32-bit Dual-channel, 800 MHz, LPDDR3
მოდელი Lumia 520 [35] Lumia 525[36] Lumia 620[37] Lumia 625[38] Lumia 720 [39] Lumia 810[40] Lumia 820[41] Lumia 822[42] Lumia 920[43] Lumia 925[44] Lumia 928[45] Lumia 929 (Icon)[46] Lumia 1020[47] Lumia 1320[48] Lumia 1520 [49]

მესამე თაობა (Windows Phone 8.1)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდელი Nokia Lumia 530 Lumia 630 Lumia 635 Lumia 930
გამოშვების თარიღი July 2014 April 2014
ეკრანის რეზოლუცია 480 × 854 (16:9) 1080 × 1920 (16:9)
ეკრანის ზომა (დიაგონალი) 101.6 მმ, 4.0" 114.3 მმ, 4.5" 127.0 მმ, 5.0"
პიქსელების სიმჭიდროვე 245 ppi 221 ppi 441 ppi
ქსელები GSM 850/900/1800/1900
HSDPA 850/900/1900/2100
GSM 850/900/1800/1900
HSDPA 900/2100
GSM 850/900/1800/1900
HSDPA 850/900/1900/2100
LTE 800/900/1800/2600
GSM 850/900/1800/1900
HSDPA 850/900/1900/2100
LTE 800/900/1800/2100/2600
მეხსიერება 4 GB 8 GB 32 GB
მეხსიერების გაზრდა 128 GB-მდე microSD არ არის
OneDrive ღრუბლოვანი მეხსიერება 15 GB
დაცული NFC არა არა არა დიახ
NFC მხარდაჭერა გაზიარებისა და დაწყვილება და ტეგირებისთვის არა არა არა დიახ
Qi უკაბელო დატენვა არა არა არა დიახ
SoC Qualcomm Snapdragon 200 Qualcomm Snapdragon 400
MSM8626
Qualcomm Snapdragon 800
სინაფსური სუპერ-მგრძნობიარე შეხება არა არა არა დიახ
წინა კამერა არ არის style="background: #ececec; color: grey; vertical-align: middle; text-align: center; " class="table-na" | არ არის style="background: #ececec; color: grey; vertical-align: middle; text-align: center; " class="table-na" | არ არის colspan="2" | 1.2 MP
მთავარი კამერა 5 MP 20 MP
კამერის განათება არ არის style="background: #ececec; color: grey; vertical-align: middle; text-align: center; " class="table-na" | არ არის style="background: #ececec; color: grey; vertical-align: middle; text-align: center; " class="table-na" | არ არის colspan="2" | Dual Flash
CPU 1.2 GHz quad-core 1.2 GHz quad-core 2.2 GHz quad-core
GPU Qualcomm Adreno 302 Qualcomm Adreno 305 Qualcomm Adreno 330
RAM 512 MB 2 GB

გაყიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nokia Lumia მოწყობილობების კვარტალური გაყიდვები (მილიონებში)
რეგიონი კვარტ. 4 2011 კვარტ. 1 2012 კვარტ. 2 2012 კვარტ. 3 2012 კვარტ. 4 2012 კვარტ. 1 2013 კვარტ. 2 2013 კვარტ. 3 2013 კვარტ. 4 2013 სულ
გაყიდვები ჩრდილოეთი ამერიკა 0.5 0.6 0.6 0.3 0.7 0.4 0.5 1.4
დანარჩენი მსოფლიო 0.5 1.4 3.4 2.6 3.7 5.2 6.9 7.4
კვარტალური გლობალური გაყიდვები 1 2 4 2.9 4.4 5.6 7.4 8.8 8.2 44.3

Nokia Lumia-ს კვარტალური გლობალური გაყიდვები (მილიონებში):

მონაცემები მოცემულია 2013 წლის დეკემბრის ბოლომდე.[73][74][75]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Cheng, Roger. (2012-12-18) Nokia on the edge: Inside an icon's fight for survival. CNET. წაკითხვის თარიღი: 2013-06-14.
  2. Samsung overtakes Nokia in mobile phone shipments“, BBC News, 27 April 2012. წაკითხვის თარიღი: 27 May 2012. 
  3. 3.0 3.1 3.2 Nokia and Microsoft form partnership“, BBC, 11 February 2011. წაკითხვის თარიღი: 12 February 2011. 
  4. Weintraub, Seth. (2011-02-08) Nokia's Elop drops bomb: the platform is on fire. Fortune. წაკითხვის თარიღი: 2013-06-14.
  5. Nokia Lumia 710 hands-on (video). Engadget. წაკითხვის თარიღი: 2012-11-08.
  6. Toor, Amar. “Nokia announces the Lumia 800“, Engadget, 2011-10-26. წაკითხვის თარიღი: 13 November 2012. 
  7. Just how well did Nokia's Lumia 900 do?. CNET. წაკითხვის თარიღი: 3 September 2013.
  8. Warren, Tom. (February 27, 2012) Windows Phone 7.5 update will support 256MB RAM and slower processors in April. The Verge. Vox Media. წაკითხვის თარიღი: 21 June 2012.
  9. Woods, Ben. (September 5, 2012) Nokia's first Windows Phone 8 devices revealed: The Lumia 820 and 920. The Verge. Vox Media. წაკითხვის თარიღი: 9 February 2014.
  10. Nokia Lumia 920 official: Dual-core 1.5GHz Snapdragon S4 CPU, 8MP PureView camera, Windows Phone 8 (video). Engadget (September 6, 2012). წაკითხვის თარიღი: September 23, 2012.
  11. Thurrott, Paul. Short Takes: September 27, 2013. Windows IT Pro. წაკითხვის თარიღი: 29 September 20.
  12. Nokia Lumia 925 review: First metal Lumia gets it right. CNET. წაკითხვის თარიღი: 3 September 2013.
  13. Nokia Lumia 1020 preview: Take two. GSMArena. წაკითხვის თარიღი: 22 August 2013.
  14. There will never be another Nokia smartphone. The Verge. წაკითხვის თარიღი: 3 September 2013.
  15. Tung, Liam. (September 5, 2013 -- 14:51 GMT) Is Microsoft about to bring Office and XBox to Nokia's Asha phones?. CBS Interactive. ციტატა: „While Microsoft figures out how to integrate Nokia into its own business, it will retain Nokia's brand name under licence to sell both Asha devices and other feature phones.“ წაკითხვის თარიღი: 5/9/13, 19:27.
  16. Nokia Investors Approve Phone Unit’s Sale to Microsoft..
  17. Nokia Lumia 800 and 710 price and release dates confirmed. Cnet (26 October 2011). წაკითხვის თარიღი: 16 November 2012.
  18. T-Mobile's Nokia Lumia 710 is official, on January 11th. Reuters. წაკითხვის თარიღი: 16 November 2012.
  19. Nokia Lumia 900 Release Date April 8th. International Business Times. წაკითხვის თარიღი: 16 November 2012.
  20. HTC 8X, Nokia Lumia 822 release & price on Verizon. Phones Review. წაკითხვის თარიღი: 20 November 2012.
  21. Nokia Lumia 810 for T-Mobile review. engadget.com. წაკითხვის თარიღი: 16 November 2012.
  22. Nokia Lumia 920 release date UK: 2 November. Pocket-lint. წაკითხვის თარიღი: 2012-11-13.
  23. Live from Nokia's MWC 2013 Press Conference. AnandTech. წაკითხვის თარიღი: 26 February 2013.
  24. Dolcourt, Jessica. Nokia Lumia 620 Review – Watch CNET's Video Review – page 2. Reviews.cnet.com. წაკითხვის თარიღი: 2013-08-01.
  25. Nokia Lumia 625: hero of the big screen. Nokia.
  26. Twitter / evleaks: Nokia Glee = Lumia 525
  27. Nokia Lumia 525 unveiled as successor to the most popular Windows Phone | The Verge
  28. Nokia Lumia 510 Specifications. Nokia. წაკითხვის თარიღი: September 23, 2012.
  29. Nokia Lumia 610 Specifications. Nokia. წაკითხვის თარიღი: August 6, 2012.
  30. Nokia Lumia 710 Specifications. Nokia. წაკითხვის თარიღი: August 6, 2012.
  31. Nokia Lumia 800 Specifications. Nokia. წაკითხვის თარიღი: August 6, 2012.
  32. Nokia Lumia 900 Specifications. Nokia. წაკითხვის თარიღი: August 6, 2012.
  33. Mundy, Jon. (2012-03-22) Nokia Lumia 900 AMOLED vs Nokia Lumia 800 AMOLED – what's the difference?. NokNok.tv. წაკითხვის თარიღი: 2013-08-01.
  34. Savov, Vlad. (January 11, 2012) Lumia 900 doesn't have a Pentile Matrix display, Nokia confirms. The Verge. Vox Media. წაკითხვის თარიღი: August 6, 2012.
  35. 35.0 35.1 Nokia Lumia 520 Specifications. Nokia.
  36. 36.0 36.1 Nokia Lumia 525 Specifications. Nokia.
  37. 37.0 37.1 Nokia Lumia 620 Specifications. Nokia.
  38. 38.0 38.1 Nokia Lumia 625 Specifications. Nokia.
  39. 39.0 39.1 Nokia Lumia 720 Specifications. Nokia.
  40. 40.0 40.1 Nokia Lumia 810 Specifications. Nokia. წაკითხვის თარიღი: November 18, 2012.
  41. 41.0 41.1 Nokia Lumia 820 Specifications. Nokia. წაკითხვის თარიღი: September 5, 2012.
  42. 42.0 42.1 Nokia Lumia 822 Specifications. Nokia. წაკითხვის თარიღი: November 19, 2012.
  43. 43.0 43.1 Nokia Lumia 920 Specifications. Nokia. წაკითხვის თარიღი: September 5, 2012.
  44. 44.0 44.1 Nokia Lumia 925 Specifications. Nokia. წაკითხვის თარიღი: May 14, 2013.
  45. 45.0 45.1 Nokia Lumia 928 Specifications. Nokia. წაკითხვის თარიღი: May 16, 2013.
  46. 46.0 46.1 Nokia Lumia Icon Specifications. Nokia. წაკითხვის თარიღი: May 16, 2013.
  47. 47.0 47.1 Nokia Lumia 1020 Specifications. Nokia. წაკითხვის თარიღი: July 11, 2013.
  48. 48.0 48.1 Nokia Lumia 1320 Specifications. Nokia.
  49. 49.0 49.1 Nokia Lumia 1520 Specifications. Nokia.
  50. Out with the old, in with the new: T-Mobile EOLs Lumia 810, getting Lumia 521 April 24th | Windows Phone Central
  51. Software update: Availability in North America | Nokia
  52. Device Details - Nokia Lumia 810. Developer.nokia.com. Retrieved on 2013-11-27.
  53. Device Details - Nokia Lumia 822. Developer.nokia.com. Retrieved on 2013-11-27.
  54. Device Details - Nokia Lumia 920. Developer.nokia.com. Retrieved on 2013-11-27.
  55. Nokia Developer - Compare Devices. Developer.nokia.com. Retrieved on 2013-11-27.
  56. Device Details – Nokia Lumia 520. Developer.nokia.com. წაკითხვის თარიღი: 2013-08-01.
  57. Device Details – Nokia Lumia 720. Developer.nokia.com. წაკითხვის თარიღი: 2013-08-01.
  58. 58.0 58.1 Nokia Developer – Compare Devices. Developer.nokia.com. წაკითხვის თარიღი: 2013-08-01.
  59. Nokia Developer – Compare Devices. Developer.nokia.com. წაკითხვის თარიღი: 2013-11-08.
  60. 60.0 60.1 Nokia Lumia 925 preview: First look. GSMArena.com (2013-05-20). წაკითხვის თარიღი: 2013-08-01.
  61. 61.0 61.1 Nokia Lumia 1020 preview: Take two. GSMArena.com (2013-07-12). წაკითხვის თარიღი: 2013-08-01.
  62. Finland  Change country. (2013-07-11) Lumia 1020 Tarkka tuoteseloste – Nokia – Suomi fi. Nokia. წაკითხვის თარიღი: 2013-08-01.
  63. Review Nokia Lumia 820 Smartphone – NotebookCheck.net Reviews. Notebookcheck.net (2013-01-20). წაკითხვის თარიღი: 2013-08-01.
  64. Nokia Lumia 920 disassembly/internal photos (BP-4GW 2000mAh battery inside). My Nokia Blog (2012-11-07). წაკითხვის თარიღი: 2013-08-01.
  65. Nokia Lumia 928 Tear Down – Internals/Disassembly pictures. My Nokia Blog (2013-05-18). წაკითხვის თარიღი: 2013-08-01.
  66. Nokia Lumia 1520 Service Documents (BV-4BW 3400mAh battery inside). iFixit. წაკითხვის თარიღი: 2014-06-13.
  67. http://i.nokia.com/blob/view/-/2723846/data/1/-/Lumia1020-whitepaper.pdf
  68. FM Radio support. Nokia.
  69. Lack of FM chip not the reason the Nokia Lumia 620 is not getting FM Radio support. WMPoweruser.
  70. 70.0 70.1 FAQ - What is Bluetooth 4.0 Low Energy and is it going to be available for my Lumia phone? - Nokia - USA
  71. Twitter / herr_lampe: BT LE is enabled on Nokia Lumia. Twitter.com (2013-09-30). Retrieved on 2013-11-27.
  72. Twitter / NokiaAustralia: @GCrane1982 BT LE support will. Twitter.com. Retrieved on 2013-11-27.
  73. Nokia - Results and Reports.
  74. Nokia Lumia sales hit record 8.8 million in Q3, North America doubles.
  75. Nokia Lumia sales weaker over holidays, but doubled in 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Microsoft_Lumia&oldid=3353004“-დან