Nokia Lumia 630

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Nokia Lumia 638)
Nokia Lumia 630/635/636/638
მწარმოებელი Microsoft Mobile (Microsoft)
სიხშირეთა
დიაპაზონი
GSM 850 / 900 / 1800 / 1900 - ყველა ვერსია
HSDPA 900 / 2100 - RM-976
HSDPA 850 / 900 / 1900 / 2100 - RM-977
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1
მასა 134 გრამი
ზომა 129.5 x 66.7 x 9.2 მმ
ფოტოკამერა 5 მეგაპიქსელი[1]
მეორე კამერა არ აქვს
ბატარეა 1830 mAh[1]
მეხსიერება 8 გბ შიდა[1]
512 მბ RAM[1]
1 გბ (636 & 638)

Nokia Lumia 630Nokia-ს მიერ წარმოებული სმარტფონი, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 8.1-ზე. მისი წარდგენა 2014 წლის 2 აპრილს, Microsoft Build 2014-ზე მოხდა სადაც გამოშვების თარიღად 2014 წლის ივნისი დასახელდა. მას აქვს Qualcomm Snapdragon 400 SoC-ის ოთხბირთვიანი პროცესორი და გრაფიკული პროცესორი Adreno 305. გარდა ამისა, აღჭურვილია 4.5 დუიმიანი ეკრანი და 5 მეგაპიქსელიანი კამერა. მისი მსგავსია Lumia 635, განსხვავება მხოლოდ 4G-სთან თავსებადობაა[2], ამავე დროს ასევე მსგავსია Lumia 636 და 638, თუმცა მათ 1გბ ოპერატიული მეხსიერება აქვთ და მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი.

ეს არის Nokia Lumia 625 მემკვიდრე, გაუმჯობესებული ოთხბირთვიანი პროცესორით, თუმცა არ აქვს წინა კამერა, ფლეშ-განათება და კამერის სპეციალური ღილაკი[3].

2015 წლის 2 მარტს Microsoft-მა წარმოადგინა Lumia 630-ის მემკვიდრე Microsoft Lumia 640, რომელიც აღჭურვილია გაუმჯობესებული 1280 x 720 HD ეკრანით, 1გბ ოპერატიული მეხსიერებით, 8 მეგაპიქსელიანი კამერით 1080p ვიდეოგადაღებითა და დიოდური ფლეშ განათებით, წინა კამერით სელფისა და ვიდეო კონფერენციისთვის, დიდი 2500 mAh-იანი ელემენტით, Office 365-ით, Microsoft Outlook-ითა და Windows 10 Mobile განახლებით[4].

ხელმისაწვდომობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია Nokia-მ Lumia 630 ინდოეთის ბაზარზე 2014 წლის 12 მაისს გაუშვა და მისი სტანდარტული ვერსიის ღირებულება 10 500 ინდური რუპია, ხოლო 2 სიმბარათიანი ვერსიის კი 11 500 ინდური რუპია იყო და ორივე აღნიშნული ვერსიის შეძენა 2014 წლის 14 მარტიდან იყო შესაძლებელი[5]. მალაიზიაში მისი ღირებულება 549 რინგიტი იყო.

Nokia-მ განაცხადა, რომ Nokia Lumia 630 Mobilink-თან ერთად პაკისტანში 2014 წლის 12 მაისიდან იქნებოდა ხელმისაწვდომი და ის 15 990 პაკისტანური რუპია ეღირებოდა[6].

2014 წლის 29 მაისს, Nokia-მ განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში Nokia Lumia 630-ის ერთ სიმბარათიანი ვერსიის ფასი 89.95 გირვანქა სტერლინგი იქნებოდა. ტელეფონები Carphone Warehouse-ის ქსელში გაყიდვაში 2014 წლის 22 მაისს ჩაეშვა და ხელმისაწვდომი იყო ღია ნარინჯისფერ, ღია ყვითელ, ღია მწვანე, თეთრ და შავ ფერებში[7].

Nokia Lumia 630-ის გაყიდვა აშშ-ში 2014 წლის ივლისში დაიწყო ექსკლუზიურად მხოლოდ Cricket Wireless-ის ქსელში. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მწვანე და ლურჯი ფერის სმარტფონები იყო, მისმა ღირებულება კი 50 აშშ დოლარი შეადგინა[8].

ცნობილი პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელეფონის ორ სიმიან ვერსიას დარეკვისას ხმის დაკარგვის პრობლემა აქვს[9][10].

ეკრანის ზედა ნაწილში მნიშვნელოვან ფართობზე უჩნდება ჩამუქებები[11].

ზოგიერთ მოწყობილობაზე Google საწყის საძიებო სისტემად არ ყენდება[12].

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nokia Lumia 636 (RM-1027) და 638 (RM-1010) Lumia 635-ის 1გბ-იანი ვერსიებია, მაგრამ გაყიდვაში მხოლოდ ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებშია კონკრეტული მატარებლებისთვის. Nokia Lumia 638 აგრეთვე ინდოეთშიც იყიდება, ექსკლუზიურად მხოლოდ Microsoft-ის ბრენდ მაღაზიაში Amazon.in-ზე. 2014 წლის დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე ეს ქვეყანაში ყველაზე იაფი 4G სმარტფონია[13].

Lumia 630 TV Edition (RM-979) ეს არის ორ სიმიანი Lumia 630 შიგ ჩაშენებული ISDB-Tb მიმღებით, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ბრაზილიაში იყიდება[14].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Nokia announces Lumia 630, 635 and 930; Lumia Cyan update to include WP 8.1 and more (April 2, 2014). ციტირების თარიღი: 2014-04-03.
  2. Reviewing Lumia 630. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-26. ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  3. Nokia Lumia 630 vs Nokia Lumia 625: What’s different? | Latest Tech News, Video & Photo Reviews at BGR India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-30. ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  4. Microsoft’s Lumia 640 and Lumia 640 XL are budget phones with free Office 365 | The Verge
  5. http://tech.firstpost.com/news-analysis/dual-sim-nokia-lumia-630-launched-for-rs-11500-available-may-14-onwards-223498.html[მკვდარი ბმული]
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-09. ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  7. http://www.thesummitexpress.com/2014/05/nokia-lumia-630-dual-sim-available-in-the-Philippines-on-may-30-2014-priced-at-php-7990.html
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-28. ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  9. Dual-SIM Nokia Lumia 630 Users Report Audio Issues During Phone Calls
  10. Dual-SIM Nokia Lumia 630 having Phone Call Audio Loss issue | WMPoweruser. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-10. ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  11. Nokia Lumia 630 Review - Cheap Enough, Just Not Good Enough
  12. Microsoft won't let you set Google as default search on some new Lumias
  13. Nokia Lumia 638 with Windows Phone 8.1, 4G launched at Rs.8,299. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-09. ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  14. Lumia 630 Dual SIM with in-built TV launched in Brazil. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-25. ციტირების თარიღი: 2015-05-10.