კადრის სიხშირე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კადრის სიხშირე (ინგლ. Frames per Second (FPS), Frame rate, Frame frequency) — კადრების რაოდენობა დროის ერთეულში. სტანდარტული საზომი ერთეულია კადრი წამში. კადრის გაშლის სიხშირის ერთეულის აღსანიშნავად კინომატოგრაფიასა და კომპიუტერულ სფეროში გამოიყენება აბრევიატურა FPS. კადრის სიხშირის ცნება პირველად გამოიყენა ედვარდ მეიბრიჯმა, როდესაც იგი ატარებდა ექსპერიმენტებს რამდენიმე ფოტოსგან მოძრავი კადრების (იგივე ვიდეოკადრების) მიღებას.

კადრის სიხშირე კინომატოგრაფიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადრი წამში სტანდარტული სიხშირე
16 უხმო ვიდეოგამოსახულება
18 სამოყვარულო ფორმატი „8 Super“
23,976 ტელე-ვიდეო მაუწყებლობის ამერიკული სტანდარტი (525/60)
24 კინომატოგრაფიში მიღებული სტანდარტული სიხშირე
25 ევროპული სტანდარტი (625/50) ტელერეპორტაჟებისა და ტელეფილმებისათვის
29,97 ზუსტი რაოდენობა NTSC სტანდარტისა
30 პირველი ფართომასშტაბიანი კინოსისტემა
48 IMAX HD
50 ევროპული სტანდარტი ნახევარკადრული სისტემისა ტელემაუწყებლობის ციფრულ კამერებში
59,94 ზუსტი რაოდენობა NTSC სტანდარტისა ფერად ტელემაუწყებლობაში
60 ამერიკული სტანდარტი ტელევიზიის ციფრული მაუწყებლობისა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]