Microsoft Lumia 540

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Microsoft Lumia 540
მწარმოებელი Microsoft Mobile
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1 Update 2 (Lumia Denim)
მასა 152 გრ.
ფოტოკამერა 8.0 MP ავტო-ფოკუსი, f/2.2 LED flash-თან
მეორე კამერა 5.0 MP
ბატარეა 2200 mAh
მეხსიერება 1 GB RAM
8 GB ჩაშენებული

Microsoft Lumia 540 — 2 სიმ-ბარათიანი სმარტფონი, რომელიც შემუშავებულია Microsoft Mobile-ის მიერ. მუშაობს საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1-ზე. აქვს ოთხბირთვიანი Qualcomm Snapdragon 200 MSM8210 1200Mhz პროცესორი და 5-ინჩიანი IPS LCD დისპლეი, რომელიც გამოსახავს 16 მილიონ ფერს. საკომუნიკაციო საშუალებებია: Web-ბრაუზერი, EDGE, WiFi, სტერეო Bluetooth, და USB-პორტი. აუდიო გასასვლელის ზომა 3.5 მმ შეადგენს. აქვს ავტო-ფოკუსიანი 8.0 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, ხოლო ფრონტალური კამერა 5.0 მეგაპიქსელიანია, რომელსაც ფართოკუთხოვანი ოპტიკა აქვს. აღჭურვილია ძლიერი, 2200 mAh-ანი, ასახდელი აკუმულატორით, რომელიც აპარატს აძლევს შესაძლებლობას იმუშაოს 576 საათი მოლოდინის რეჟიმში და 26 საათი სასაუბრო რეჟიმში. ოპერატიული მეხსიერება 1 გიგაბაიტიანია, ხოლო ფლეშ-მეხსიერება 8 გიგაბაიტიანი, რომელსაც აქვს 128 გიგაბაიტის ტევადობის მქონე microSD-ბარათის მხარდაჭერა.[1] აღსანიშნავია, რომ სმარტფონს აქვს აგრეთვე GPS მიმღები. უფასო ღრუბლოვანი მეხსიერების მოცულობა 30 გიგაბაიტამდეა. მნიშვნელოვანია, რომ Microsoft Lumia 540-ს ავტოსურათების გადაღებებისთვის გააჩნია ფირმული მოწყობილობა Lumia Selfie. წონა 152 გრამი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Microsoft Lumia 540 Specifications. ციტირების თარიღი: 2015-05-08.