ClearBlack

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ClearBlack (სიტყვასიტყვით ქართულად „სუფთა შავი“) — კომპანია Nokia-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მზის პირდაპირი სხივების მიუხედავად, ხედვის ნებისმიერი კუთხიდან, მოწყობილობის ეკრანზე მკაფიო შავი ფერის გამოსახულების მიღება.

ტექნოლოგია დაფუძნებულია რამდენიმე დამატებითი ფილტრის გამოყენებაზე, კერძოდ კი, Waveplate-ფირფიტაზე.[1]

ტექნოლოგიის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Flash-ნათებით სურათის გადაღებისას, ეკრანზე არ ჩანს ბლიკები.

პირველად ClearBlack-ის ტექნოლოგია წარმოდგენილი იყო Nokia World-ის კონფერენციაზე 2010 წელს.[2] Nokia-ს განცხადებით,[2] ClearBlack-ი არ ითვლება სრულიად ახალ დისპლეის ტიპად, როგორიცაა AMOLED-ი. უბრალოდ ეს არის ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლებელი ხდება ეკრანზე ათინათების შემცირება და გამოსახულების ვიზუალური ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ღია ცის ქვეშ. ტექნოლოგია აუმჯობესებს თამაშებში, აპლიკაციებში თუ ფოტო-ვიდეოგადაღებაში მოცემულ გამოსახულებას.

Nokia საკუთარ ClearBlack-ს ადარებს მზისგან დამცავ პოლარიზაციულ სათვალეებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია წყლის ქვეშ ჩახედვა, ათინათების და სხვა ხელის შემშლელი ფაქტორების თავიდან არიდებით. თუმცა სათვალეებისგან განსხვავებით, რომლებიც ფერებს კონტრასტს უკარგავს, ეკრანი უფრო ხასხასა და ნათელ ფერებს გადმოსცემს.

ათინათების მოცილების გარდა, ასევე გაცხადდა,[2] რომ ეკრანის გამოყენება ახლა უკვე შესაძლებელია ხედვის ფართო კუთხიდანაც კი.

პროდუქტები, რომლებიც იყენებენ ClearBlack-ს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ClearBlack&oldid=2605441“-დან