Nokia Lumia 1320

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Nokia Lumia 1320
მწარმოებელი Nokia
სიხშირეთა
დიაპაზონი
GSM 850 / 900 / 1800 / 1900 - ყველა ვერსია
HSDPA 850 / 900 / 2100 - RM-994
HSDPA 850 / 1700 / 1900 / 2100 - RM-995
HSDPA 900 / 2100 - RM-996
LTE band 3(1800), 7(2600), 20(800) - RM-994
LTE band 2(1900), 4(1700/2100), 5(850), 17(700) - RM-995
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8
მასა 220 გრამი
ზომა 164.2 x 85.9 x 9.8 მმ
ფოტოკამერა 5 მეგაპიქსელი Full HD ვიდეო გადაღება @ 30fps, სახის ამოცნობა, ციფრული ზუმი, LED ფლეში
მეორე კამერა 0.3 მეგაპიქსელი, VGA ვიდეო გადაღება @ 30fps
ბატარეა 3400 mAh
მეხსიერება 8 გბ შიდა
1 გბ RAM
დაკავშირება Wi-Fi :802.11 b/g/n
Wi-Fi-ზე დაფუძნებული პიზიციონირების სისტემა (WPS)
GPS/GLONASS
SA-GPS
NFC
Bluetooth 4.0 Micro-USB 2.0

Nokia Lumia 1320 — კომპანია Nokia-ს მიერ წარმოებული ფაბლეტური სმარტფონი. მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 8-ზე. მის შესახებ ინფორმაცია 2013 წლის 22 ოქტომბერს გახდა ცნობილი, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალში მოწყობილობამ დღის სინათლე იხილა და აზიის ბაზარზე გამოჩნდა. მოწყობილობა აღჭურვილია 6 დუიმიანი ClearBlack IPS LCD ეკრანით, რაც მას Nokia Lumia 1520-თან ერთად უდიდესი ეკრანის მქონე Windows Phone-ად აქცევს[1][2][3]. მიუხედავად დიდ ეკრანისა მისი გარჩევადობა არც ისე შთამბეჭდავია 1280 х 720-ზე. ეკრანი ხასიათდება მაღალი კონტრასტულობითა და ხედვის მაღალი კუთხით. ფერების საწყის გარჩევადობად არჩეულია ბუნებრივსა და მკვეთრს შორის გარდამავალი ტონალობა. ფერთა აღქმა ძალიან ახლოსაა sRGB სტანდარტთან, რაც საერთო ჯამში იდეალურთან მიახლოებული გამოსახულებას იძლევა. Lumia 1320-ში გამოიყენება წინა თაობის 2-ბირთვიანი პროცესორი Snapdragon S4 Adreno 305-ის ამაჩქარებლით და გააჩნია 1გბ ოპერატიული მეხსიერება. დაკომპლექტებულია კომუნიკაციის სტანდარტული ნაკრებით: 8გბ-იანი შიდა მეხსიერება (ბარათებით მისი გაზრდის შესაძლებლობით), Wi-Fi b/g/n, Bluetooth 4.0, GPS, NFC მოდული, LTE-ს მხარდაჭერა ყველა მოდიფიკაციის მიერ. Lumia 1320 აღჭურვილია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის 3400 mAh-იანი ელემენტით რაც აპარატის ხანგრძლივ მუშაობას უზრუნველყოფს. სმარტფონს ასევე აქვს 5 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა რომელსაც გააჩნია LED ფლეში და Full HD ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა[4].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nokia introduces the Lumia 1320, a mid-range 6-inch handset coming to Europe and Asia. Engadget (2013-10-22). წაკითხვის თარიღი: 2013-10-25.
  2. Nokia Lumia 1320 hands-on: a huge 720p Windows Phone with a budget-minded price. Engadget (2013-10-22). წაკითხვის თარიღი: 2013-10-25.
  3. Device details Nokia Lumia 1320. Nokia Developers (2013-10-22). წაკითხვის თარიღი: 2013-10-25.
  4. NOKIA LUMIA 1320