Nokia Lumia 1020

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nokia Lumia 1020
მწარმოებელი Nokia
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8, განახლებით 8.1
მასა 158 გრ.
ფოტოკამერა 41მპ ფოტოკამერა Carl Zeiss ლინზით, Xenon ტიპის განათებით და 3ჯერადი მაღალი რეზოლუციის ზუმით
ვიდეო გადაღება FullHD ფორმატში 1080პ რეზოლუციით 30(კადრი/წმ-ში) 6-ჯერადი ციფრული ზუმით
ბატარეა BV-5XW 2000 მ-ამპ 3.8V

Nokia Lumia 1020 — სმარტფონი, რომელიც შემუშავებულია Nokia-ის მიერ. მუშაობს საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1-ზე. აპარატის საზეიმო გახსნა მოხდა 2013 წლის 11 ივლისს აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში. მართალია იგი წარმოდგენილია საოპერაციო სისტემა Windows Phone 8-ზე, თუმცა ხელმისაწვდომია Windows Phone 8.1-ც.[1] მისი კონტენტი შეიცავს Nokia's PureView ტექნოლოგიას. აღჭურვილია ზემგრძნობიარე 4.5-დუიმიანი ეკრანით, რომლის გაფართოება HD+ (1280x768) უდრის. დისპლეი შესრულებულია AMOLED-ის მეშვეობით და დაცულია მტკიცე Corning Gorilla Glass 3 მინით. აგრეთვე, აპარატში ჩასმულია ორბირთვიანი პროცესორი, რომლის სიხშირეა 1,5 GHz. აქვს Qi-ის სტანდარტის ინდუქციური დამუხტვის მხარდაჭერა. გააჩნია ძირითადი 41 მეგაპიქსელიანი Carl Zeiss ლინზით აღჭურვილი ფოტოკამერა, Xenon-ის ტიპის განათებით და 3-ჯერადი მაღალი რეზოლუციის ზუმით, ხოლო ვიდეო გადაღება წარმოებს Full HD ფორმატში 1080p რეზოლუციით. ჩაშენებული მეხსიერება 32 გიგაბაიტიანია. 2014 წლის იანვარში Nokia-მ გამოუშვა ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება Nokia Lumia 1020 „Black“, რომელშიც დამატებულია ახალი სხვადასხვა თავისებურებები.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nokia Lumia 1020 (Yellow) - Unlocked/No Contract. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 15 February 2015.
  2. Edmonds, Rich (9 January 2014). „Nokia begins global Lumia Black roll out; kicks things off in China“. Windows Phone Central.