Nokia Lumia 625

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Nokia Lumia 625
მწარმოებელი Compal Electronics[1]
სიხშირეთა
დიაპაზონი
GSM 850 / 900 / 1800 / 1900
HSDPA 850 / 900 / 2100
LTE band 3(1800), 7(2600), 20(800)
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8
მასა 159 გრამი
ზომა 133.3 x 72.3 x 9.2 მმ
ფოტოკამერა 5 მეგაპიქსელი
მეორე კამერა 0.3 მეგაპიქსელი
ბატარეა 2000 mAh
მეხსიერება 8 გბ შიდა
512 მბ RAM
დაკავშირება

Nokia Lumia 625Nokia-ს მიერ წარმოებული სმარტფონი, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 8-ზე. მას გააჩნია 4.7 დუიმიანი IPS LCD WVGA (480x800) ეკრანი და 4G მხარდაჭერა[2]. მისი წარდგენა 2013 წლის 23 ივლისს მოხდა. სმარტფონს შეუძლია სისტემის ბოლო Windows Phone 8.1 და „Cyan“ (ზოგიერთი ფუნქციის გამოკლებით) განახლებების მიღება. მისი შტრიხები აღებულია Nokia Lumia 1520, Lumia 1020 და Lumia 925-დან.

გამოშვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ფასი ევროპაში 220 ევრო ან 200 გირვანქა სტერლინგი იქნება. სექტემბრიდან მოყოლებული თავდაპირველად ის 300-350 აშშ დოლარად[3][4] იქნა გამოშვებული ჩინეთში, ევროპაში, აზია-ოკეანეთში, აფრიკასა და ლათუნურ ამერიკაში[5].

მახასიათებლები/ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ფუნქციებია[6]:

  • 128 გბ-მდე გარე მეხსიერების მხარდაჭერა microSD ბარათით
  • ფერის არჩევანი - შავი, თეთრი ნახევრადგამჭვირვალე ნარინჯისფერი შტრიხებით, მწვანე, ყვითელი
  • კამერის აპლიკაციების ხელმოწერა - Smart Cam, Cinemagraph და Panorama
  • FM რადიო

ბოლო პერიოდში გამოშვებულ სმარტფონებს შორის მას გააჩნია პიქსელების ყველაზე დაბალი სიმჭიდროვე, რადგან იგი სტანდარტულ (800×480) Windows Phone 8-ს იყენებს, მაგრამ დიდ ეკრანზე[7]. ასე რომ ეკრანზე გამოსახულება მარალი სიმკვეთრით არ გამოირჩევა[8].

512მბ-იანი ოპერატიული მეხსიერება არ იძლევა მაღალი კლასის თამაშების გაშვების შესაძლებლობას, რაც ახალ მომხმარებლებს მასზე ცუდ შეხედულებას უქმნის[9].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]