Nokia Lumia 520

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Nokia Lumia 520
მწარმოებელი Nokia
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8, განახლებით 8.1
მასა 124 გრ.
ზომა 119.9 x 64 x 9.9მმ
ფოტოკამერა 5 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერა 4-ჯერადი ციფრული ზუმით
მეორე კამერა არ აქვს
ბატარეა Li-ion 1430 мА·ч 3.7 V BL-5J
მეხსიერება ტელეფონის მეხსიერება 8 გიგაბაიტი
მეხსიერების გაზრდა 64 გიგაბაიტამდე microSD ტიპის ბარათით

Nokia Lumia 520 — სმარტფონი, რომელიც შემუშავებულია Nokia-ის მიერ. მუშაობს საოპერაციო სისტემა Windows Phone 8-ზე.[1] 2013 წლის სექტემბერში იგი გახდა ყველაზე გაყიდვადი Windows მოწყობილობა მსოფლიოში, რომელიც უფრო მეტ ერთეულად გაიყიდა, ვიდრე Windows phone-ის, PC-სა თუ Tablet-ის სხვა რომელიმე მოდელი.[2][3] 2014 წლის ივლისისთვის როგორც მაღალი მოთხონადობის მქონე პროდუქტი — Lumia 520-ის აქტივირებული ეგზემპლარების რაოდენობამ 12 მილიონზე მეტი ერთეული შეადგინა და Nokia-სა და Microsoft-სთვის საკვანძო როლს ასრულებდა.[4] მისი უმნიშვნელო მემკვიდრე გახდა Nokia Lumia 525.

Nokia Lumia 520 აღჭურვილია 1 გიგაჰერციანი Qualcomm Snapdragon S 4 MSM8227 Krait, DualCore პროცესორითა და სენსორული 4 დუიმიანი ეკრანით, რომელიც გამოსახავს 16 მილიონ ფერს. ძირითადი კამერა 5 მეგაპიქსელიანია და აქვს 4-ჯერადი ციფრული ზუმი. ვიდეო გადაღება წარმოებს HD ფორმატში 720p რეზოლუციით. ფრონტალური კამერა არ გააჩნია.

აპარატში ინტეგრირებულია GPS, A-GPS და Glonass. ოპერატიული მეხსიერება 512 მეგაბაიტიანია, ხოლო ჩაშენებული მეხსიერება 8 გიგაბაიტიანი, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 64 გიგაბაიტამდე microSD ტიპის ბარათით. Microsoft OneDrive-ის ღრუბლოვანი მეხსიერება 15 გიგაბაიტამდეა.

სმარტფონი აღჭურვილია 1430 mAh-ანი აკუმულატორით, რომელიც აპარატს აძლევს შესაძლებლობას იმუშაოს 360 საათი მოლოდინის რეჟიმში და 14.8 საათი სასაუბრო რეჟიმში. აქვს ფართო საკომუნიკაციო საშუალებები, მათ შორის: Web-ბრაუზერი, HSDPA, WiFi, სტერეო Bluetooth, და USB-პორტი. აუდიო გასასვლელის ზომა 3.5 მმ შეადგენს.

მთლიანობაში Nokia Lumia 520-მა მიიღო დადებითი შეფასებები, როგორც ბიუჯეტურმა სმარტფონმა ფასისა და ხარისხის კარგი თანაფარდობით. აპარატის ღირსებად დასახელებულია მაღალი მწარმოებლურობა, გამოსახულების კარგი ხარისხი, სენსორული ეკრანი, რომელიც რეაგირებს არა მარტო ხელებზე (მათ შორის ხელთათმანებზე), არამედ საგნებზედაც კი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Warren, Tom. (25 February 2013) Lumia 520: Nokia hits the low end with its cheapest Windows Phone 8 yet. The Verge. Vox Media. წაკითხვის თარიღი: 2014-05-21.
  2. F., Alan. (28 September 2013) Nokia Lumia 520 is the top selling Windows device in the world. PhoneArena. წაკითხვის თარიღი: 2014-05-21.
  3. Thurrott, Paul. (27 September 2013) Short Takes: September 27, 2013. Windows IT Pro. Penton. წაკითხვის თარიღი: 2013-09-29.
  4. http://betanews.com/2014/07/15/nokia-lumia-520-activations-exceed-12-million-windows-phone-ecosystem-grows/