PureView

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Nokia PureView ეწოდება სხვადასხვა ტექნოლოგიების ერთობლიობას, რომელსაც იყენებენ კომპანია Nokia და ახლა უკვე Microsoft Mobile-იც, მათი უმაღლესი დონის სმარტფონების კამერებისთვის. PureView-ს საუკეთესო მაგალითებია Nokia 808 და Nokia Lumia 1020. ორივე ტელეფონს აქვს ძალიან მაღალი გარჩევადობის (41 MP) მქონე ფოტოსენსორი System on a chip ტიპის ინტეგრირებული მიკროსქემით, რომელსაც გამოსახულების დამუშავების როლი აკისრია, კერძოდ ასრულებს სურათის სკალირებას (Image scaling) Pixel Oversampling-ის ტექნოლოგიით, რაც იძლევა გაუმჯობესებულ ციფრულ ზუმირებას (digital zoom) და შემცირებულ ხმაურს. Pixel Oversampling ტექნოლოგია გულისხმობს იმას, რომ ხდება რამდენიმე ფიქსელის გაერთიანება, რათა შეიქმნას ერთი (სუპერ) ფიქსელი.[1] ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სურათის ხარისხს. ორივე მოწყობილობა აღჭურვილია Xenon flash განათებით, 1080p HD ვიდეო კამერითა და მაღალი გაფართოების მქონე Zeiss-ის სრულად-ასფერული (Aspheric lens) 1-ჯგუფიანი ლინზებით. Nokia 808-სგან განსხვავებით, Nokia Lumia 1020-ს და სხვა Lumia PureView სმარტფონებს აქვს სურათის ოპტიკური სტაბილიზაცია (Optical image stabilization), რაც ახლა უკვე გახდა Lumia PureView სტანდარტის კრებულის წევრი.[2] მიუხედავად ამისა, Nokia 808 მაინც ახდენს კომპენსაციას მისი ექსკლუზიური და კამერასთან დაკავშირებული ფუნქციების წყალობით, როგორიცაა Micro HDMI TV-out შესაერთებელი და ჩაშენებული ვიდეო რედაქტირების პროგრამა.[3]

Microsoft-ის მიერ Nokia-ს ტელეფონებისა და სერვისების ბიზნესის შესყიდვის დეტალების მიხედვით, Microsoft-მა PureView-ს სავაჭრო ნიშანიც შეიძინა.[4]

მოდელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nokia Lumia 920 და Nokia Lumia 930 - ორი PureView Lumia მოწყობილობა.

აგრეთვე იხილეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში / სურათების ნიმუშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PureView&oldid=4643197“-დან