Nokia Lumia 720
| Nokia Lumia 720 | |
|---|---|
|
| |
| მწარმოებელი | Nokia |
| საოპერაციო სისტემა | Windows Phone 8 |
| კორპუსის ტიპი | მონოლითური |
| მასა | 128 გრ. |
| ზომა | 67.5x127.9x9 მმ |
| ფოტოკამერა | 6.7 მეგაპიქსელი Carl Zeiss-ის ლინზით, ავტოფოკუსი, HD ვიდეო (720p) |
| მეორე კამერა | 1.3 მეგაპიქსელიანი ვიდეო ზარისთვის, HD ვიდეო (720p) |
| ინტერფეისები |
Windows Phone 8 FOTA განახლება |
| ბატარეა | BP-4GW 2000 მ-ამპ 3.7V |
| მეხსიერება | 8 გიგაბაიტი შიდა და 512 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, SkyDrive 7 გიგაბაიტი |
| დაკავშირება |
ინტეგრირებული WLAN ბლუთუზი 3.0 ვერსია მიკრო USB 2.0 3.5 მმ-იანი კაბელი ყურსასმენებისათვის GPS და A-GPS NFC (NFC sharing, NFC pairing, NFC tagging) Micro SIM |
Nokia Lumia 720 — სმარტფონი, რომელიც შემუშავებულია კომპანია Nokia-ს მიერ. მუშაობს საოპერაციო სისტემა Windows Phone 8-ზე. აპარატი ანონსირებული იყო ქალაქ ბარსელონაში, 2013 წლის 25 თებერვალს. სმარტფონი აღჭურვილია 1 გიგაჰერციანი ორბირთვიანი პროცესორითა და 4,3 დუიმიანი ეკრანით, რომელიც შესრულებულია IPS ClearBlack-ის ტექნოლოგიით. ეკრანისთვის დამახასიათებელია მაღალი მგრძნობიარობა, რის ხარჯზეც შესაძლებელია მისი მართვა ხელთათმანებში. ეკრანი დაფარულია დამცავი მინით Gorilla Glass 2-ით. ტელეფონს აქვს Qi-ის სტანდარტის ინდუქციური დამუხტვის მხარდაჭერა. აქვს 6,7 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერა Carl Zeiss-ის ლინზით და 8 გიგაბაიტიანი მეხსიერება, რომლის გაზრდა შესაძლებელია 64 გიგაბაიტიანი microSD ტიპის ბარათით. გააჩნია პოლიკარბონატიანი მონოლითური კორპუსი. აქვს აგრეთვე ფრონტალური კამერა. წონა 128 გ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Nokia Lumia 720“ ვიკისაწყობში.- Nokia Lumia 720 (ინგლისური)
| |||||||||||||||||||||||