მთავარი გვერდი
(გადამისამართდა გვერდიდან Main Page)
Jump to navigation
Jump to search
|
დიმიტრი ყიფიანი (დ. 14 (26) აპრილი, 1811/1814 სოფ. მერეთი, გორის მაზრა — გ. 24 ოქტომბერი (5 ნოემბერი), 1887, სტავროპოლი, რუსეთის იმპერია) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი 1864-1870 წლებში, სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე, ტფილისის ქალაქის თავი 1875-1879 წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე 1879-1882 წლებში, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი 1885-1886 წლებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად (2007). დიმიტრი ყიფიანი იყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის მოსწავლე (1830) და შემდგომ გიმნაზიად გადაკეთებული სასწავლებლის გეოგრაფიის, არითმეტიკის, ქართულისა და რუსული ენის, სუფთად წერის მასწავლებელი. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო გადასახლებული იყო ვოლოგდაში, სადაც გუბერნატორის კანცელარიაში მუშაობდა. აქედან დაიწყო მისი სახელმწიფო მოხელეობის კარიერაც. იგი 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა და სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმიანოაბში აქტიურად ჩაერთო. 1837-1864 წლებში იყო მთავარმართლებლის კანცელარიის თანამშომელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე. იგი, აგრეთვე, იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. 1886 წელს ტფილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. წყევლის საპასუხოდ ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო ის თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც იმპერატორის აგენტებმა მოკლეს.
მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევი (სპარს. محمدرضا شاه پهلوی; დ. 26 ოქტომბერი 1919, თეირანი, ირანი – გ. 27 ივლისი, 1980, კაირო, ეგვიპტე) — ირანის ბოლო შაჰი, ქვეყანას მართავდა 1941-1979 წლებში. ფეჰლევის დინასტიის მეორე და უკანასკნელი წარმომადგენელი. ხელისუფლებას ჩამოაშორეს ირანის ისლამური რევოლუციის შედეგად. შაჰი იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო და გარდაიცვალა კაიროში.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- მოზამბიკის დროშა (იხ. სურათზე) ერთადერთი დროშაა მსოფლიოში, რომელზეც გამოსახულია თანამედროვე საბრძოლო იარაღი — კალაშნიკოვი.
- თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი პირველი დანტისტია, რომელიც პრეზიდენტი გახდა.
- ამერიკულ ტბის კუზე დაბერების პროცესი არ მოქმედებს და შთამომავლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში იძლევა.
- იტალიის ქალაქ ჩეზენაში დაიბადა სამი პაპი — პიუს VI, პიუს VII და პიუს VIII, რის გამოც ხშირად მას სამი პაპის ქალაქს უწოდებენ.
- 1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევისას, მესამე აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 3110 კმ-ის მოშორებით, ქალაქ პერთში (დასავლეთი ავსტრალია) და 4800 კმ-ის მოშორებით კუნძულ როდრიგესზე (მავრიკთან ახლოს) ისმოდა.
- აზიური სპილო, სახელად მერი ადამიანის მკვლელობისათვის ჩამოახრჩვეს.
- სახეობის კონსერვაციის მიზნით, მობუდარი ავსტრალიური რეგვენები სატყუარებითა და ჩაწერილი ხმებით მიიზიდეს იანგ-ნიკის კონცხზე, სადაც ფრინველებმა მოგვიანებით კოლონია დააარსეს.
- იავური მარტორქა დიდი ზომის ძუძუმწოვრებში ყველაზე იშვიათია, დღეს მისი მხოლოდ 58–61 ინდივიდია დარჩენილი უჯუნგ-კულონის ეროვნულ პარკში (კ. იავა, ინდონეზია).
![]() |
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
![]() |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
![]() |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
![]() |
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
![]() |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
![]() |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
![]() |
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
![]() |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
![]() |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
![]() |
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
![]() |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
![]() |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |