Fix You

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Fix You“
სინგლი  – Coldplay
ალბომიდან X&Y
B-მხარე The World Turned Upside Down
Pour Me (Live at the Hollywood Bowl)
გამოსვლის თარიღი 5 სექტემბერი, 2005
ფორმატი 7", CD, ციფრული ჩამონატვირთი
ჟანრი პოსტ-ბრიტპოპი
ხანგრძლივობა 4:54 (ალბომის ვერსია)

4:07 (რადიოს ვერსია)

ლეიბლი Parlophone
სიმღერის ავტორი კრის მარტინი, ჯონი ბაკლენდი, გაი ბერიმენი, უილ ჩემპიონი
პროდიუსერი Coldplay, კენ ნელსონი
სერტიფიკატი ოქრო(RIAA)
პლატინა (ARIA)
Coldplay – სინგლების ქრონოლოგია

„Speed of Sound“
(2005)
Fix You
(2005)
„Talk“
(2005)

Fix Youბრიტანული ალტერნატიულ როკ-ჯგუფ Coldplay-ს სიმღერა. იგი დაიწერა ჯგუფის ოთხივე წევრის მიერ და შეტანილია იქნა მესამე სტუდიურ ალბომ X&Y-ში. სიმღერის მელოდია ეფუძება ორგანის ჟღერადობას, რომელსაც ახლავს ნელი ტემპით აჟღერებული დასარტყმელი საკრავები და ვოკალები. იგი გამოიცა ალბომის მეორე სინგლის სახით, 2005 წლის 5 სექტემბერს და მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის მეოთხე პოზიციაზე. სიმღერა აშშ-ში, ბილბორდის ალტერნატიული სიმღერების ჩარტის #18 ადგილზე მოხვდა. აშშ-სა და ბრიტანეთში გამოცემული იქნა მისი პრობო-სინგლები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ალბომიდან გამოცემული ჩარტებში ყველაზე ნაკლებად წარმატებული სინგლია, იგი ამავე დროს ჩანაწერის ყველაზე პოპულარულ სინგლად იქცა, სიმღერასთან Viva la Vida. ბლით დენერის, გვინეთ პელტროუს დედისა და კრის მარტინის სიდედრის 2012 წლის მაისში გამოქვეყნებულ ინტერვიუში განმარტებულია, რომ კრისმა სიმღერა გვინეთისთვის დაწერა, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. „მე ვტივირივარ ყოველთვის, როდესაც მას ვუსმენ“.[1]

„Fix You“-მ დადებითი შეფასებები მიიღო. იგი იქცა სემპლირების პოპულარულ ობიექტად. ჩაიწერა მისი მრავალი ქავერ-ვერსია თუ რემიქსი. სიმღერა რამდენიმეჯერ ნომინირებული იქნა საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში მუსიკალური და ტექსტობრივი კუთხით, ისევე, როგორც წლის ჰიმნის კატეგორიაში. სიმღერის მუსიკალური ვიდეო შექმნილია ლონდონში 2005 წლის 7 ივლისს მომხდარი აფეთქებების შთაგონებით. სიმღერაში გაჟღერებული გიტარის სოლო ამჟამად გამოიყენება ნჰლ-ის თამაშების Montreal Canadiens შესავალში[2] და სამი ვარსკვლავის შერჩევისას, ლოს-ანჯელეს კინგზის შინ ყოველი გამარჯვების შემდეგ.

სიმღერა დაკრული იქნა სტივ ჯობსის ხსოვნის ცერემონიაზე, Apple-ის შტაბ-ბინაში, 2011 წლის 19 ოქტომბერს.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fix You (ვიდეო ვერსია) – 4:37
  2. The World Turned Upside Down – 4:32
  3. Pour Me (Hollywood Bowl-ში გამოსვლა) – 5:01 (ბრიტანული ვრცელი სინგლი, ავსტრალიური, აშშ-ს iTunes გამოცემები)
  4. Fix You (ვიდეო) (ბრიტანული სპეციალური CD)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Fix_You&oldid=3425990“-დან