სტივ ჯობსი
| სტივ ჯობსი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. სახელი | სტივენ პოლ ჯობსი |
| დაბ. თარიღი |
24 თებერვალი, 1955 სან-ფრანცისკო, აშშ |
| გარდ. თარიღი |
5 ოქტომბერი, 2011 პალო ალტო, კალიფორნია |
| ეროვნება | ამერიკელი |
| საქმიანობა | Apple-ს თანადამაარსებელი და გენერალური დირექტორი |
| მეუღლე(ები) | ლორენ პოუელი(ქ.1991 - 2011; მისი გარდაცვალება) |
| შვილ(ებ)ი | 4 |
| მშობლები |
მამა: აბდულფატა ჯანდალი დედა: ჯოენ შიბლ სიმფსონი |
სტივენ პოლ ჯობსი (ინგლ. Steven Paul Jobs, დ. 24 თებერვალი, 1955, სან-ფრანცისკო — გ. 5 ოქტომბერი, 2011, პალო-ალტო),[1][2] ცნობილი როგორც სტივ ჯობსი (ინგლ. Steve Jobs) — კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი[3], თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO).[4][5] 1986–2006 წლებში ის ასევე იყო პიქსარის ანიმაციური სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი. პიქსარის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე სათამაშოების ისტორია, მან იმუშავა, როგორც აღმასრულებელმა პროდიუსერმა.[6] როდესაც სტუდია უოლტ დისნეის კომპანიამ შეიძინა 2006 წელს, ჯობსი გახდა დისნეის დირექტორთა საბჭოს წევრი და კომპანიის უმსხვილესი მეწილე.[7]
1976 წელს ეპლის თანადამფუძნებელ, სტივ უოზნიაკთან, ერთად მან პოპულარიზაცია გაუწია პერსონალური კომპიუტერის იდეას Apple II-ით. მოგვიანებით, ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც კომერციული პოტენციალი დაინახა გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისსა და თაგუნაში, რომელიც ქსეროქსის პალო-ალტოს კვლევით ცენტრში დამუშავდა, შემოიტანა რა ეს ინოვაციები ეპლ მაკინტოშის კომპიუტერებში.[8][9] 1985 წელს ჯობსი Apple-იდან გაათავისუფლეს,[10] რის შემდეგაც მან დააარსა კომპიუტერული კომპანია NeXT. 1996 წელს Apple-ის მიერ NeXT-ის შესყიდვის შემდეგ, ჯობსი დაბრუნდა თავისივე თანადაარსებულ კომპანიაში ამჯერად მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე ეკავა. გადადგომიდან რამდენიმე თვეში, 2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ “Steve Jobs, Apple founder, dies“, CNN, October 5, 2011. წაკითხვის თარიღი: October 5, 2011.
- ↑ “Apple - Remembering Steve Jobs“, Apple, October 5, 2011. წაკითხვის თარიღი: October 5, 2011.
- ↑ Markoff, John. “An 'Unknown' Co-Founder Leaves After 20 Years of Glory and Turmoil“, The New York Times, September 1, 1997. წაკითხვის თარიღი: August 24, 2011.
- ↑ Apple Inc. (August 24, 2011). „Steve Jobs Resigns as CEO of Apple“. პრეს-რელიზი. დაარქივებულია August 25, 2011-ში. თარგი:Citation error. http://www.apple.com/pr/library/2011/08/24Steve-Jobs-Resigns-as-CEO-of-Apple.html. წაკითხვის თარიღი: August 24, 2011.
- ↑ Ovide, Shira. “Steve Jobs Resigns as Apple CEO“, The Wall Street Journal, August 24, 2011. წაკითხვის თარიღი: August 24, 2011.
- ↑ IMDB, "Toy Story" Credits
- ↑ The Walt Disney Company — Steve Jobs Biography.
Holson, Laura M.. “Disney Agrees to Acquire Pixar in a $7.4 Billion Deal“, The New York Times, January 25, 2006. წაკითხვის თარიღი: January 17, 2010.
“Pixar Becomes Unit of Disney“, The New York Times, May 6, 2006. წაკითხვის თარიღი: January 17, 2010. - ↑ Kahney, Leander. “Wired News: We're All Mac Users Now“, Wired News, January 6, 2004. წაკითხვის თარიღი: September 20, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან - June 29, 2012.
- ↑ “America's Most Admired Companies: Jobs' journey timeline“, CNNMoney.com. წაკითხვის თარიღი: May 24, 2010. Jobs and a team of engineers visit Xerox PARC, where they see a demo of mouse and graphical user interface
- ↑ Vivek Kaul. (May 11, 2009) What Steve Jobs did when he was fired from Apple. DNA (newspaper).