Cemeteries of London

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Cemeteries of London“
Coldplay - Cemeteries Of London.JPG
Cemeteries of London
სიმღერა, შემსრულებელი – Coldplay, ალბომიდან Viva La Vida Or Death And All His Friends
გამოსვლის თარიღი 11 ივნისი 2008
ჩაიწერა 2007-2008
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 3:21
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI/Parlophone/Capitol
ავტორი ბაკლენდი/ჩემპიონი/მარტინი/ბერიმენი
კომპოზიტორი ბაკლენდი/ჩემპიონი/მარტინი/ბერიმენი
პროდიუსერი ბრაინ ინო, მარკუს დრავსი, რიკ სიმფსონი
Viva La Vida Or Death And All His Friends - სიმღერები
  1. Life in Technicolor
  2. Cemeteries of London
  3. Lost!
  4. 42
  5. Lovers in Japan/Reign of Love
  6. Yes
  7. Viva La Vida
  8. Violet Hill
  9. Strawberry Swing
  10. Death and All His Friends

Cemeteries of London (ინგლ. ლონდონის სასაფლაოები) - ჯგუფ Coldplay-ს რიგით მეორე სიმღერა 2008 წლის ალბომიდან Viva La Vida Or Death And All His Friends. სიმღერა თავისი განწყობით ჯგუფის სხვა კომპოზიციებთან შედარებით საკმაოდ ბნელია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა დაიწერა სხვადასხვა ამბის, ძირითადად - მოჩვენებების, შუასაკუნოვანი კუდიანების ლეგენდებისა და კომიქსების გავლენით. ძირითადად, გადაწყდა სიმღერაში ძველი ლონდონის ატმოსფეროს გადმოცემა. "Cemeteries of London" დაიწერა ხალხური და ესპანური მუსიკის გავლენით. უილ ჩემპიონი ამას ერთ-ერთ ინტერვიუში ადასტურებდა: "ჩემთვის ეს არის ხალხური სიმღერა...სტრუქტურულად".[1]

სიმღერა დაიწერა მას შემდეგ, რაც პროდიუსერმა მარკუს დრავსმა ჯგუფი დაადანაშაულა იმაში, რომ ახალი სიმღერები არის “კარგი, მაგრამ ჯერ არის დიდებული“. კრის მარტინი: "ჯანდაბას. და მეორე დღეს მოვიტანე და დავუკარი Cemeteries Of London.”

Entertainment Weekly-ში გამოქვეყნდა სტატია ახალი ალბომის შესახებ, სადაც გაი ბერიმენის სიტყვები იქნა მოყვანილი: "როდესაც წარმოვიდგენ რამე სიმღერას, მე წარმოვიდგენ 1850 წლის ლონდონს, ბევრ წვიმას და მამაკაცებს ცილინდრებით".[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.youtube.com/watch?v=DAf1vhyVZME&feature=related
  2. Summer Music Preview: 14 Hot CDs“. წაკითხვის თარიღი: 26 July 2010.