Moving to Mars

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Moving to Mars“
სიმღერაColdplay
ალბომიდან EP Every Teardrop is a Waterfall
გამოსვლის თარიღი 26 ივნისი 2011
ჩაიწერა 2009-2011 სტუდიები The Bakery და The Beehive, ლონდონი
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 4:18
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, კრის მარტინი, ბრაიან ინო
პროდიუსერი მარკუს დრევსი, დენიელ გრინი, რიკ სიმფსონი
EP Every Teardrop is a Waterfallსიმღერები

Moving To Marsბრიტანულ ალტერნატიულ როკ ჯგუფ Coldplay-ს სიმღერა. იგი იწერებოდა ჯგუფის ოთხივე წევრის მიერ, მეხუთე სტუდიურ ალბომში Mylo Xyloto შესატანად. მიუხედავად ამისა, იგი მასში არ მოხვდა და გამოვიდა iTunes-ის სპეციალურ EP-ზე Every Teardrop is a Waterfall. სიმღერის პირველი ნახევარი არის ფორტეპიანოზე აგებული ბალადა, ხოლო მეორე - საშუალო ტემპის მქონე კომპოზიცია, პროგრესული როკის ელემენტებით.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერაზე გავლენა იქონია ამავე სახელწოდების დოკუმენტურმა ფილმმა დაარქივებული 2011-07-05 საიტზე Wayback Machine. , რომელიც გადაღებულია ჯგუფის მეგობარ მეტ უაიტკროსის მიერ (იგი ასევე არის Coldplay-ს რამდენიმე მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი, მათ შორის, სიმღერებისთვის Lovers in Japan, Every Teardrop is a Waterfall, Paradise და Charlie Brown). 2011 წლის 8 ივლისს ჯგუფის საიტზე Oracle-მა ეს დაადასტურა მოყვარულის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.[1]

ჩაწერის დროს ჯგუფის ერთ-ერთი პირადი ბლოგერი, „Roadie 42“ სიმღერას სათაურით „MTM“ ახსენენდა, აღნიშნავდა რა, რომ „ჯონი ბაკლენდი იწერდა ეპიკურ სოლოს“.[2]

ამერიკული გამოცემა Billboard წერდა, რომ სიმღერა წარმოადგენს Major Tom-ისა და ფრენკ სინატრას ნარევს. ჯონიმ იმავე სტატიაში განაცხადა[3], რომ სიმღერა ალბომში არ შევიდოდა.

ჯგუფის The Kooks ლიდერ ლუკ პრიტჩერდის აზრით, ეს არის Coldplay-ს ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა, რომელიც „ბუტლეგურ კლასიკად იქცევა“. მისივე თქმით, კრის მარტინი წუხდა, რომ სიმღერა ალბომში შეტანილი არ იქნა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Oracle. (8 July 2011) Coldplay: Oracle - I was looking up the song Moving to Mars the other day, when I stumbled across a documentary.... Coldplay.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 10 July 2011.
  2. Slender Fungus. (2011-02-11) News - Roadie #42 - Blog #127. Coldplay. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-23. ციტირების თარიღი: 2012-02-14.
  3. Up for Discussion Jump to Forums. (2009-09-14) Coldplay Reveals 'Mylo Xyloto' Album Art, Release Date. Billboard.com. ციტირების თარიღი: 2012-02-14.