Mylo Xyloto

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Us Against the World (Coldplay-ს სიმღერა))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Mylo Xyloto

სტუდიური ალბომი - Coldplay
გამოცემის თარიღი 24 ოქტომბერი 2011[1]
ჩაიწერა 2008 ნოემბერი–ზაფხული 2011
The Bakery, ლონდონი;
The Beehive, ლონდონი
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 44:09
ლეიბლი Capitol, Parlophone
პროდიუსერი Coldplay, რიკ სიმფსონი, ბრაიან ინო, მარკუს დრევსი, დენიელ გრინი
Coldplay - ქრონოლოგია
Viva La Vida Or Death And All His Friends
(2008)
Mylo Xyloto
(2011)
Coldplay Live 2012
(2012)
ამობრუნებადი ყდა
ამობრუნებადი ყდა
სინგლები ალბომიდან Mylo Xyloto
  1. „Every Teardrop is a Waterfall“
    გამოვიდა: 3 ივნისი 2011
  2. „Paradise“
    გამოვიდა: 12 სექტემბერი 2011
  3. „Charlie Brown“
    გამოვიდა: 19 მარტი 2012
  4. „Princess of China“
    გამოვიდა: 13 აპრილი 2012 (2012-04-13)
  5. „Up with the Birds / U.F.O.“
    გამოვიდა: 21 აპრილი 2012
  6. „Hurts Like Heaven“
    გამოვიდა:27 ივლისი 2012 (2012-07-27)
  7. „Up in Flames“
    გამოვიდა: 16 ნოემბერი 2012
 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic 65/100[2]
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 3.5/5 stars[3]
The A.V. Club B[4]
The Daily Telegraph 4/5 stars[5]
Entertainment Weekly C+[6]
The Guardian 3/5 stars[7]
NME 5/10[8]
Pitchfork Media 7.0/10[9]
Q 5/5 stars[10]
Rolling Stone 3.5/5 stars[11]
Spin 7/10[12]

Mylo Xyloto (/ˈmaɪloʊ ˈzaɪlətoʊ/) — ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 2011 წლის 24 ოქტომბერს.

შექმნა და ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრის მარტინმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ ჯგუფები უნდა გასცდნენ 33 წლის ასაკს. მოგვიანებით მან განმარტა საკუთარი ფრაზა - „ყოველი ალბომი უნდა იწერებოდეს ისე, თითქოს უკანასკნელია, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაგრძელება“. [13] ბას გიტარისტ გაი ბერიმენის მიერ ნათქვამი იყო, რომ ჯგუფს უბრალოდ უნდა დაეწყო მუშაობა და თავად იხილავდა, თუ რა შედეგს გამოიღებდა იგი.[14] მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ჯგუფი დაბრუნდა სტუდიაში:

„სიმღერების იდეების სიები უკვე გვაქვს. არასოდეს ვჩერდებით, ყოველთვის ვწერთ. სტუდიაში შევდივართ კარგად განსაზღვრული გეგმებით, მაგრამ საბოლოოდ ის შედეგი არ არის, რომელსაც ვგეგმავდით. საოცარია ფიქრი იმაზე, თუ რა გაიჟღერებს სისტემიდან ერთი წლის მანძილზე. ბევრი გამაოგნებელი რამ გვაქვს. დროა, ჩვენი მუსიკა წავიყვანოთ სხვადასხვა მიმართულებით და სხვა სფეროები გამოვიკვლიოთ.“[15]

ალბომის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო უფრო მეტი აკუსტიკური ინსტრუმენტის, მანიპულირებისა და ელექტრონული მუსიკის, ალბომის Viva la Vida or Death and All His Friends სტილის გამოყენება ან არგამოყენება. კრის მარტინი არ აპირებდა სოლო ალბომის გამოცემას, ამიტომ არსებობდა ვარაუდი, რომ ახალი ალბომი მათ დისკოგრაფიაში უკანასკნელი იქნებოდა. კრისმა ეს უარყო. სტუდიაში The Bakery შესვლის პერიოდში აღმოჩნდა, რომ სიმღერები იყო უფრო წინააღმდეგობრივი, ვიდრე მუსიკოსებს წარმოედგინათ. კოლექტივი მუშაობდა ახალ მასალაზე და ტურნეს Viva la Vida Tour დასრულების შემდეგ, 2009 წლის შუა რიცხვებში გადავიდა სხვა შენობაში. კრის მარტინმა მანამდე ალბომის სტილის შესახებ საკუთარი პროგნოზები დასვა და განაცხადა, რომ აქ იქნებოდა ნაკლები ფანფარები და უფრო მეტი მინიმალიზმი.[16] ასევე ითქვა, რომ ახალი ალბომის სათაურის პირველი ასო ალბათ იქნებოდა M.[17]

ჯგუფის ოფიციალურ საიტზე არსებული „ორაკულის“ განყოფილებაში აღნიშნული იქნა, რომ Coldplay უკვე მუშაობდა სტუდიაში შემდეგი ალბომის იდეებზე. მაგრამ ისინი ასევე ისვენებდნენ სამხრეთ ამერიკული ტურნესგან.[18] ცნობილი იყო, რომ პროდიუსერის სახით სტუდიაში დაბრუნდა ბრაიან ინო.[19] ჩაწერა გაგრძელდა 2009 წლის დეკემბერში, სამხრეთ ლონდონში არსებულ ეკლესიაში, სტუდიაში, რომელსაც The Beehive ეწოდება.[20] როდესაც ალბომი ჯერ კიდევ მზადდებოდა, პიროვნებამ ზედმეტსახელით Roadie #42 განაცხადა, რომ ის ჯერ არ იყო დასრულებული, მაგრამ სიმღერები უკვე „კანსა და ძვლებს ფლობდნენ“. იმავე პიროვნების მიერ ითქვა, რომ ჯგუფმა შექმნა „მკვლელი მელოდიები“.[21]

სხვადასხვა საზაფხულო ფესტივალზე გამოჩენის დადასტურების შემდეგ, ჯგუფი პირველად გამოვიდა გერმანიაში, ფესტივალზე Rock im Park. Roadie #42-მა დაწერა „დღეს შესრულდა ახალი მასალის საკმაოდ დიდი ნაწილი - სრული ექვსი სიმღერა - აქედან მხოლოდ ერთი თუ მოუსმენია დამსწრებ მსმენელებს“.[22] საზაფხულო ფესტივალებზე სრულდებოდა: Every Teardrop is a Waterfall, Princess of China, Major Minus, Hurts Like Heaven, Charlie Brown (კომიქსის Peanuts პერსონაჟის სახელი) და Us Against the World.

2011 წლის 9 სექტემბერს ჯგუფმა განაცხადა, რომ დაასრულა ალბომი და გამოაქვეყნა მისი სიმღერების სია.[23]

სინგლის Paradise გამოცემის დღეს კრის მარტინისგან ცნობილი გახდა, რომ სიმღერის Princess of China სტუდიურ ვერსიაში მღერის რიანაც.

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ Mylo Xyloto არის კონცეპტუალური ალბომი. მარტინის თანახმად, იგი „ეფუძნება რეალურ ისტორიას ბედნიერი დასასრულით“. ტექსტების მხრივ, ალბომზე გავლენა მოახდინეს „ძველმა ამერიკულმა გრაფიტი კულტურამ და თეთრი ვარდის მოძრაობამ“. მარტინის თქმით, ალბომზე გავლენა ასევე მოახდინა ტელეარხის HBO სერიალმა The Wire.[16]

ჯგუფი აცხადებდა, რომ სურდა, შემდეგი ალბომი ყოფილიყო „უფრო მეტად აკუსტიკური“ და „უფრო პირადული“, ვიდრე წინამორბედი, 2008 წლის Viva la Vida or Death and All His Friends. ჩაწერა მიმდინარეობდა ჩრდილოეთ ლონდონში არსებულ ეკლესიაში, სტუდიაში The Beehive და სტუდიაში The Bakery, რომელშიც წინა ალბომი იწერებოდა. პროდიუსერის სახით ჯგუფს ეხმარებოდა ბრაიან ინო.

გამოცემა და პრომოკამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის, როგორც „ათწლეულის დაბოლოების“ გამოცემა დაგეგმილი იყო 2010 წლის დეკემბერში, მაგრამ გადაიდო 2011 წლამდე. მასზე მუშაობა ჯერ არ იყო დასრულებული, ვინაიდან მანამდე, ალბომზე მუშაობის დროს თავისუფალ შუალედებში ოთხეული მოგზაურობდა ტურნეს Viva la Vida Tour კონცერტებით. კრის მარტინმა და ჯონი ბაკლენდმა განაცხადეს, რომ ალბომი გამოვიდოდა შემდეგ წელს.

2011 წლის ზაფხულის კონცერტებზე ჯგუფი ასრულებდა რამდენიმე სიმღერას მომავალი ალბომიდან - Every Teardrop is a Waterfall, Major Minus, Hurts Like Heaven, Charlie Brown, Us Against the World და Princess of China.

გამოცემის შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი 2011 წლის 12 აგვისტოს. მანამდე, თვეების მანძილზე ცნობილი იყო, რომ ალბომი ნამდვილად გამოვიდოდა 2011 წლის შემოდგომაზე.

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Every Teardrop is a Waterfall გამოიცა, როგორც პირველი სინგლი ალბომიდან, თუმცა პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს სიმღერა არ იქნებოდა შეტანილი ალბომში.

2011 წლის 12 სექტემბერს გამოვიდა სინგლი Paradise.[24][25]

2011 წლის 21 ნოემბერს შვეიცარიაში პრომო დისკის სახით გამოვიდა სინგლი Charlie Brown.[26]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები: გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი და კრის მარტინი. ინოუსიფიცირება და დამატებითი ავტორობა - ბრაიან ინო.[27]

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. „Mylo Xyloto“ 0:42
2. „Hurts Like Heaven“ 4:02
3. „Paradise“ 4:38
4. „Charlie Brown“ 4:45
5. „Us Against the World“ 4:00
6. „M.M.I.X.“ 0:48
7. „Every Teardrop is a Waterfall“ 4:01
8. „Major Minus“ 3:30
9. „U.F.O.“ 2:18
10. „Princess of China“ (რიანასთან ერთად) 3:58
11. „Up in Flames“ 3:13
12. „A Hopeful Transmission“ 0:33
13. „Don't Let It Break Your Heart“ 3:54
14. „Up with the Birds“ 3:46
  • სიმღერების სია ცნობილი გახდა ჯგუფის საიტიდან, 2011 წლის 9 სექტემბერს.[23][28]
სემპლების ავტორობა[27]

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი თარიღი ლეიბლი ფორმატი
მსოფლიო[24][29] 24 ოქტომბერი, 2011 Parlophone კომპაქტ დისკი, ციფრული ჩამოტვირთვა
იაპონია[29] 19 ოქტომბერი, 2011 EMI Music Japan
ავსტრალია[30] 21 ოქტომბერი, 2011
ჩრდილოეთ ამერიკა[29] 25 ოქტომბერი, 2011 Capitol Records

ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. New album, Mylo Xyloto, out on ოქტომბერი 24. Coldplay.com (აგვისტო 12, 2011). წაკითხვის თარიღი: =აგვისტო 12, 2011.
  2. Reviews for Mylo Xyloto by Coldplay. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 2 February 2012.
  3. ერლეუაინი, სტივენ თომას. Mylo Xyloto – Coldplay. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 25 ოქტომბერი 2011.
  4. Modell, Josh. (25 ოქტომბერი 2011) Coldplay: Mylo Xyloto. The A.V. Club. წაკითხვის თარიღი: 25 ოქტომბერი 2011.
  5. მაკ-კორმიკი, ნილ. “Coldplay: Mylo Xyloto, CD review“, The Daily Telegraph, 20 ოქტომბერი 2011. წაკითხვის თარიღი: 20 ოქტომბერი 2011. 
  6. Maerz, Melissa (28 ოქტომბერი 2011). "Mylo Xyloto". Entertainment Weekly (1178). http://www.ew.com/article/2011/10/25/mylo-xyloto-review-coldplay. წაკითხვის თარიღი: 29 ოქტომბერი 2011.
  7. პეტრიდისი, ალექსის. “Coldplay: Mylo Xyloto – review“, The Guardian, 20 ოქტომბერი 2011. წაკითხვის თარიღი: 20 ოქტომბერი 2011. 
  8. მარტინი, Dan (21 ოქტომბერი 2011). "Album Review: Coldplay – 'Mylo Xyloto'". NME. http://www.nme.com/reviews/coldplay/12394. წაკითხვის თარიღი: 19 ოქტომბერი 2011.
  9. Cohen, იენ. (26 ოქტომბერი 2011) Coldplay: Mylo Xyloto. Pitchfork Media. წაკითხვის თარიღი: 19 მარტი 2012.
  10. Goddard, Simon (დეკემბერი 2011). "Coldplay: Mylo Xyloto". Q (305): 120.
  11. Eels, Josh (17 ოქტომბერი 2011). "Mylo Xyloto". Rolling Stone. http://www.rollingstone.com/music/albumreviews/mylo-xyloto-20111017. წაკითხვის თარიღი: 17 ოქტომბერი 2011.
  12. Wood, Mikael (6 ოქტომბერი 2011). "Coldplay, 'Mylo Xyloto' (Capitol)". Spin. დაარქივებულია ორიგინალიდან 23 ოქტომბერი 2011-ში. https://web.archive.org/web/20111023115122/http://www.spin.com/reviews/coldplay-mylo-xyloto-capitol. წაკითხვის თარიღი: 6 ოქტომბერი 2011.
  13. Michaels, Sean. “Coldplay will never split up“, The Guardian, 2008-12-03. წაკითხვის თარიღი: 2009-08-12. 
  14. Coldplay to begin recording follow-up to Viva la Vida | STV Entertainment. News.stv.tv (2009-01-06). Retrieved on 2011-01-27.
  15. Coldplay's next album set to reflect the band's close bond :: COLDPLAY. Coldplaying.Com. Retrieved on 2011-01-27.
  16. 16.0 16.1 Dan DeLuca, Philadelphia Inquirer (მაისი 24, 2009) "Comedy, confidence, and Coldplay"
  17. Coldplay to unveil new single, Every Teardrop Is a Waterfall :: COLDPLAY. guardian.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2011-06-13.
  18. Coldplay Oracle, ნოემბერი 27, 2009, Coldplay.com
  19. The Times: COLDPLAY are holed up in a dilapidated north London church crafting a new album. 7 Dec 2009. Retrieved 1 იანვარი 2010.
  20. The Sun: 2010: a look ahead at the year in pop. იანვარი 1, 2010 . Retrieved 11 იანვარი 2010.
  21. Roadie #42 - Blog #120 - #42 returns with more news from the studio...“, coldplay.com, 3 ივნისი 2010. წაკითხვის თარიღი: 2011-05-26. 
  22. Coldplay Blog. Roadie #42 - Blog #132. coldplay.com. წაკითხვის თარიღი: 5 ივნისი 2011.
  23. 23.0 23.1 We've finished the album“, coldplay.com, 9 სექტემბერი 2011. წაკითხვის თარიღი: 2011-09-13. 
  24. 24.0 24.1 New album, Mylo Xyloto, out on ოქტომბერი 24. Coldplay.com (აგვისტო 12, 2011). წაკითხვის თარიღი: აგვისტო 12, 2011.
  25. Coldplay Releases New Single “Paradise”. Coldplay Releases New Single “Paradise”. BackstageOL. წაკითხვის თარიღი: 12 სექტემბერი 2011.
  26. http://hitparade.ch/showitem.asp?interpret=Coldplay&titel=Charlie+Brown&cat=s
  27. 27.0 27.1 შენიშვნები გამოცემაზე - Mylo Xyloto.
  28. Mylo Xyloto - Coldplay. წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი 2011.
  29. 29.0 29.1 29.2 Waddell, Ray. (12 აგვისტო 2011) Coldplay: The Billboard Cover Story. Billboard. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი: 12 აგვისტო 2011.
  30. Mylo Xyloto - Coldplay. jbhifionline.com (აგვისტო 24, 2011). წაკითხვის თარიღი: აგვისტო 24, 2011.
  31. "Coldplay – Mylo Xyloto". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  32. "Coldplay - Mylo Xyloto" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  33. "Coldplay – Mylo Xyloto" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  34. "Coldplay – Mylo Xyloto" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  35. Chart Search Results - ბრაზილიის ალბომები 2011-12-03. Billboard.biz. დაარქივებულია ორიგინალიდან - 7 აგვისტო 2012. წაკითხვის თარიღი: 8 აგვისტო 2012.
  36. Williams, John. (2 November 2011) Coldplay : Coldplay red hot on Cdn. charts. წაკითხვის თარიღი: 19 March 2012.
  37. "Coldplay – Mylo Xyloto". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  38. "Coldplay – Mylo Xyloto" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  39. "Coldplay: Mylo Xyloto" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  40. "Coldplay – Mylo Xyloto". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  41. "Coldplay - Mylo Xyloto". Charts.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  42. Official Cyta-IFPI Charts: Εβδομάδα 47 (19-25/11) /2011 Greek. IFPI Greece. წაკითხვის თარიღი: 2 დეკემბერი 2011.
  43. 2011/43. heti Top 40 album-, DVD- és válogatáslemez-lista - Hivatalos magyar slágerlisták Hungarian. Mahasz. წაკითხვის თარიღი: 17 თებერვალი 2016.
  44. "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  45. Classifica settimanale dal 24/10/2011 al 30/10/2011 Italian. Federation of the Italian Music Industry. წაკითხვის თარიღი: 3 ნოემბერი 2011.
  46. "Oricon-ის 50 საუკეთესო ალბომი" (იაპონურად). Oricon. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  47. "Coldplay – Mylo Xyloto". Mexicancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  48. "Coldplay – Mylo Xyloto". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  49. "Coldplay – Mylo Xyloto". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  50. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  51. "Coldplay – Mylo Xyloto". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  52. სამხრეთ აფრიკის ალბომების ჩარტი Top 20. Recording Industry of South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 ნოემბერი 2011.
  53. "Coldplay – Mylo Xyloto". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  54. "Coldplay – Mylo Xyloto". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  55. "Coldplay – Mylo Xyloto". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  56. "Coldplay | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 7 დეკემბერი 2013.
  57. Caulfield, Keith. (4 November 2011) Coldplay Claims Third No. 1 Album on Billboard 200 Chart. Billboard. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი: 4 November 2011.
  58. ARIA Top 100 Albums 2011. ARIA. წაკითხვის თარიღი: 25 სექტემბერი 2014.
  59. Top Selling Albums of 2011. Recorded Music NZ. წაკითხვის თარიღი: 15 სექტემბერი 2016.
  60. End of Year Album Chart Top 100 - 2011. OCC. წაკითხვის თარიღი: 15 იანვარი 2012.
  61. ARIA Top 100 Albums 2012. ARIA. წაკითხვის თარიღი: 25 სექტემბერი 2014.
  62. 62.0 62.1 62.2 62.3 62.4 Music Charts, Most Popular Music, Music by Genre & Top Music Charts. Billboard. წაკითხვის თარიღი: 28 დეკემბერი 2012.
  63. Hung, Steffen. Dutch charts portal. წაკითხვის თარიღი: 28 დეკემბერი 2012.
  64. Top 100 Album Combined - Classifica annuale (dal 2 Gennaio 2012 al 30 Dicembre 2012) Italian (PDF). Federation of the Italian Music Industry / TV Sorrisi e Canzoni. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 იანვარი 2013.
  65. Los Más Vendidos 2012 Spanish (PDF). Asociación Mexicana de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან - 24 იანვარი 2013. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი 2013.
  66. Top Selling Albums of 2012. Recorded Music NZ. წაკითხვის თარიღი: 15 სექტემბერი 2016.
  67. Top 50 Albumes Anual 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 მაისი 2013. წაკითხვის თარიღი: 15 იანვარი 2013.
  68. http://hitparade.ch/year.asp?key=2012
  69. End of Year Album Chart Top 100 - 2012. OCC. წაკითხვის თარიღი: 10 თებერვალი 2013.
  70. ARIA Charts - Accreditations - 2012 Albums. Australian Recording Industry Association. წაკითხვის თარიღი: 5 July 2012.
  71. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2012 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  72. Austrian album certifications – Coldplay – Mylo Xyloto გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Coldplay ველში Interpret. შეიყვანეთ Mylo Xyloto ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  73. Ultratop − ოქრო და პლატინა – 2011. Ultratop & Hung Medien / hitparade.ch.
  74. Canadian album certifications – Coldplay – Mylo Xyloto. Music Canada.
  75. Certificeringer Danish. IFPI Denmark. წაკითხვის თარიღი: 29 ნოემბერი 2012.
  76. 76.0 76.1 Finnish album certifications – Coldplay – Mylo Xyloto ფინურად. Musiikkituottajat – IFPI Finland. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი 2016.
  77. French album certifications – Coldplay – Mylo Xyloto ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  78. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Coldplay; 'Mylo Xyloto') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  79. Irish album certifications – Coldplay – Mylo Xyloto. ირლანდიის ჩანაწერების ასოციაცია.
  80. Certificazione album fisici e digitali settimana 41 del 2012 (PDF). Federation of the Italian Music Industry. წაკითხვის თარიღი: 24 ოქტომბერი 2012.
  81. Japanese album certifications – Coldplay – Mylo Xyloto იაპონურად. იაპონიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 2015-04-14.
  82. Mexican album certifications – Coldplay – Mylo Xyloto ესპანურად. მექსიკის ფონოგრამების და ვიდეოგრამების პროდიუსერების ასოციაცია.
  83. NZ Top 40 Albums Chart - 02 ივლისი 2012. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 ივლისი 2012. წაკითხვის თარიღი: 5 ივლისი 2012.
  84. Trofe Oversikt Norwegian. International Federation of the Phonographic Industry of Norway. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 იანვარი 2013. წაკითხვის თარიღი: 18 იანვარი 2013.
  85. Top AFP - Semana 22 de 2011 Portuguese. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 ივნისი 2012. წაკითხვის თარიღი: 5 ივლისი 2012.
  86. 2_24.pdf Spanish album certifications – Coldplay – Mylo Xyloto ესპანურად (PDF). ესპანეთის მუსიკალური პროდიუსერები.
  87. Veckolista Album - Vecka 38, 21 სექტემბერი 2012 Swedish. Sverigetopplistan. დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 ივლისი 2012. წაკითხვის თარიღი: 10 მარტი 2016.
  88. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Coldplay; 'Mylo Xyloto'). Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 1 მარტი 2015.
  89. British album certifications – Coldplay – Mylo Xyloto. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Mylo Xyloto ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  90. American album certifications – Coldplay – Mylo Xyloto. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
  91. IFPI - ევროპის პლატინის ჯილდოები – 2012. ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია. წაკითხვის თარიღი: 8 თებერვალი 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Mylo_Xyloto&oldid=3369182“-დან