Violet Hill (სიმღერა)
| „Violet Hill“ | ||||
|---|---|---|---|---|
|
| ||||
| სინგლი — Coldplay | ||||
| ალბომიდან Viva la Vida or Death and All His Friends | ||||
| B-მხარე | A Spell A Rebel Yell | |||
| გამოსვლის თარიღი | 5 მაისი 2008 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი |
Parlophone Capitol | |||
| პროდიუსერი | Coldplay | |||
| Coldplay — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
Violet Hill — პირველი სინგლი Coldplay-ს 2008 წლის ალბომიდან Viva la Vida or Death and All His Friends. სინგლის სახით იგი გამოდის 2008 წლის 5 მაისს - ვინილის ჩანაწერისა და ციფრული ფორმატის სახით. სინგლის პრემიერა გაიმართა ამავე წლის 29 აპრილს, ჯორჯ ლემბის შოუზე, ბი-ბი-სი 6-ის ეთერში. სინგლის მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა სიცილიაში, იტალიაში. მასში ჯგუფის წევრები მხიარულად დახტიან ძველ ნანგრევებზე და სიმღერის შესრულების იმიტაციას ახდენენ. სიმღერის ალტერნატიული, სახუმარო კლიპი გავრცელდა ჯგუფის ოფიციალური საიტის მეშვეობით - მასში სიმღერას რითმულად და სინქრონულად მისდევს სხვადასხვა პოლიტიკოსის ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, უშუალოდ - ჯორჯ ბუშის.
ვინილის ჩანაწერს, რომელიც უფასოდ გავრცელდა ჟურნალის NME 7 მაისის გამოცემასთან ერთად, თან დაერთო დამატებითი სიმღერა "A Spell A Rebel Yell", რომელიც არ იქნება შეტანილი ალბომში Viva la Vida or Death and All His Friends.
2008 წლის 12 მაისს სიმღერა შევიდა 75 საუკეთესო სინგლის ჩარტში და მოხვდა მის #8 ადგილზე - იმის გათვალისწინებით რომ მანამდე იგი უფასოდ იტვირთებოდა ჯგუფის ოფიციალური საიტიდან და უფასოდ დარიგდა NME-სთან ერთად.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ციფრული ვერსია | ||
|---|---|---|
| # | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
| 1. | „Violet Hill“ | 3:49 |
| CD სინგლი | ||
|---|---|---|
| # | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
| 1. | „Violet Hill“ | 3:49 |
| 2. | „Lost?“ | 3:42 |
| პრომო CD სინგლი | ||
|---|---|---|
| # | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
| 1. | „Violet Hill“ (რადიოს ვერსია) | 3:21 |
| პრომო 7" (უფასოდ ვრცელდებოდა NME-სთან ერთად) | ||
|---|---|---|
| # | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
| 1. | „Violet Hill“ | 3:49 |
| 2. | „A Spell a Rebel Yell“ | 2:46 |