Apple

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Apple Inc.
Apple logo black.svg
ტიპი: საზოგადო/სააქციო
დევიზი: იაზროვნე განსხვავებულად (Think Different)
დაფუძნდა: კალიფორნია, აშშ (1 აპრილი, 1976, როგორც Apple Computer, Inc.)
მდებარეობა: Apple Campus, კუპერტინო, კალიფორნია
წამყვანი: ტიმ კუკი, CEO
დარგი: კომპიუტერული ტექნიკა
პროგრამული უზრუნველყოფა
სამომხმარებლო ელექტროტექნიკა
პროდუქცია: Mac (პერსონალური კომპიუტერის სერიები), Mac OS X, Mac OS X Server, iPod, QuickTime, iTunes, iLife, iWork, Safari, Apple Remote Desktop, Xsan, Final Cut Studio, Aperture, Logic Studio, Cinema Display, AirPort, Apple Mighty Mouse, Xserve, iPhone, Apple TV, iPad
ბრუნვა: Decrease2.svg 215.639 მილიარდი $ (2016)[1]
საწარმოო შემოსავალი: Decrease2.svg 60.024 მილიარდი $ (2016)[1]
სუფთა მოგება: Decrease2.svg 45.687 მილიარდი $ (2016)[1]
თანამშრომელი: 115,000 (2016 წლის ივლისისთვის)[2]
შვილობილ(ებ)ი:

Apple NASDAQ: AAPL, LSE: ACP, FWB: APC) (ყოფილი Apple Computer, Inc.) — ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში. Apple ამზადებს, ყიდის და მხარდაჭერას უზრუნველყოფს პერსონალური კომპიუტერის სერიისთვის, პორტატიული მედია-პლეერებისთვის და სხვა აქსესორებისთვის. Apple ამჟამად ასევე დაკავებულია ახალი ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნით, მათ შორის iPhone-ის, Apple TV-ის, Apple watch-ის და ახალი ოპერაციული სისტემა Maco OS X El Capitan-ის დამუშავებით.

კომპანიის ყველაზე ცნობილ პროდუქტთა შორისაა Mac Pro, Mac Mini, iMac, iMac with retina 5k display) პერსონალური კომპიუტერები და დაკავშირებული პერიფერიული მოწყობილობა, პორტატიული მედია-პლეერი iPod-ის სერია (ipod shuffle, iPod Nano, iPod touch) iPhone(iPhone 7 და 7 Plus) ასევე iPad Air, iPad Pro და iPad Mini. Apple-ის ყველაზე განთქმული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქციაა Mac OS X და iOS ოპერაციული სისტემები და iLife-ის პროგრამების პაკეტი. Apple ასევე მნიშვნელოვანი მწარმოებელი პროფესიონალური აუდიო და კინოინდუსტრიის პროგრამული პროდუქტების, ძირითადად Mac-ის კომპიუტერებისთვის, მათ შორის Final Cut Pro, Logic Pro, Final Cut Studio, და დაკავშირებული ხელსაწყოები.

Apple-ში მუდმივად და დროებითად 70,000-მდე ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს გარშემო და მისმა მსოფლიო გაყიდვებმა 2007 ფისკალურ წელს (დასრულდა 2007 წლის 29 სექტემბერს) US$24.01 მილიარდი შეადგინა.

რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ყოველმხრივად ესთეტიკური დიზაინით თავისი კონტრკულტურული ინდი ფესვებით, ასევე თავისი სარეკლამო კამპანიებით, Apple-მა გამორჩეული რეპუტაცია მოიპოვა სამომხმარებლო ელექტრონიკის ინდუსტრიაში და კულტივირებული მომხმარებლების პლეადა წარმოშვა, რომლებიც განსაკუთრებულად ლიოალურები და თავდადებულები არიან კომპანიისა და ბრენდის მიმართ, განსაკუთრებით აშშ-ში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Apple-ის ისტორია.

1976-1980: ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეფლი დაარსებულ იქნა 1976 წლის 1 აპრილს სტივ ჯობსის, სტივ უოზნიაკის და რონალდ უეინის მიერ (და მოგვიანებით, 1977 წლის 3 იანვარს კორპორაციად გარდაიქმნა უკვე უეინის გარეშე, რომელმაც კომპანიის თავისი წილი ჯობს და უოზნიაკს მიჰყიდა), რათა გაეყიდა Apple I კომპიუტერული აღჭურვილობა. ისინი სტივ უოზნიაკის მიერ ხელით იყო აწყობილი ჯობსის მშობლების სასტუმრო ოთახში, და Apple I საზოგადოების წინაშე პირველად ჰოუმბრიუს კომპიუტერულ კლუბში წარადგინეს. საბოლოოდ 200 კომპიუტერი იქნა აწყობილი. Apple I იყიდებოდა როგორც დედა პლატა (პროცესორით, ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობით იგივე RAM-ით და ძირითადი ტექსტურ-ვიდეო ჩიპებით) - და არა ისე, რაც დღეს არის მიღებული პერსონალურ კომპიუტერად.

კომპანია ეფლი (Apple) დაარსდა 1976 წლის 1 აპრილს კალიფორნიაში მისი დამფუძნებლები სტივ ჯობსი (Steve Jobs) და სტივ ვოზნიაკი (Stephen Gary Woźniak), ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. დროთა განმავლობაში კომპანია ეფლის შეუერთდა მესამე წევრი – რონ ვეინი. 1970 – იან წლებში რონ ვეინი იყო კომპანია ატარის (Atari) ერთ–ერთი წამყვანი ინჟინერი.

პირველი პროექტი, რომელიც განახორციელეს ჯობსმა და ვოზნიაკმა იყო მოწყობილობა BlueBox. ეს იყო ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ტელეფონის ქსელში აგზავნიდა იმპულსებს და მწყობრიდან გამოყავდა სატელეფონო სადგური. ამ მოწყობილობით შესაძლებელი იყო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უფასოდ დარეკვა. მათ შეძლეს 200 –ზე მეტი Bluebox –ის შექმნა და გაყიდვა.

1976 წელს გამოვიდა ეფლის პირველი კომპიუტერი Apple Computer I. პრეზენტაცია გაიმართა კომპიუტერულ კლუბში Homebrew Computer Club, რითაც ახალგაზრდა კომპანიამ მიიქცია მსოფლიოში პირველი კომპიუტერული მაღაზიის Byte Shop – ის ყურადღება . ამ მოვლენის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა შეკვეთების რაოდენობა და ამიტომ საჭირო გახდა ინვესტიციების მოძიება კომპანიისთვის. სულ მალე სტივ ჯობსის აქტიურობით ეფლიმ მიიღო პირველი ინვესტორი – მილიონერი არმას კლიფ მარკკულუ, რომელმაც საკუთარი 90 000 დოლარის და ამერიკის ბანკის (Bank of America) 250 000 დოლარის კრედიტის ინვესტირება მოახდინა კომპანიაში. შედეგად 1977 წლის 3 იანვარს ფირმა ეფლი (Apple Computer) გახდა სააქციო საზოგადოება.

1977 წელს ეფლის პრეზიდენტი გახდა მაიკლ სკოტი. ამ პერიოდში მოხდა განსაკუთრებული გარღვევა კომპიუტერულ ბაზარზე. კომპანიამ გამოუშვა პირველი ფერადი გრაფიკის მქონე პერსონალური კომპიუტერი Apple Computer II. სწორეს ეს მოდელი ითვლება პირველ პერსონალურ კომპიუტერად. მისი ჩვენება მოხდა კომპიუტერულ გამოფენაზე West Coast Computer Faire. შეიქმნა ეფლის სამარკო ნიშანი – ყველასთვის ცნობილი ვაშლი ( შექმნილი სარეკლამო კომპანია Regis McKenna –ის მიერ), რომელიც 2000 წლამდე შეფერილი იყო ცისარტყელის ფერებად.

კომპანიამ Apple II მიკროკომპიუტერი 1977 წელს წარმოადგინა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1983-ში, მან ლიზა გაუშვა, რომელიც პირველი კომერციული პერსონალური კომპიუტერი იყო მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისით (GUI), მასზე გარკვეულწილად ქსეროქს ალტომ მოახდინა გავლენა. ლიზა ასევე პირველი პერსონალური კომპიუტერი იყო მაუსით. 1984 წელს მაკინტოში იქნა წარმოდგენილი, რომელმაც უდავოდ წინ წამოსწია მომხმარებლებისთვის ადვილად გასაგები (User friendly) გრაფიკული ინტერფეისის კონცეფცია. Apple-ის მაკინტოშის წარმატებამ ყოველ მხრივ განაპირობა გრაფიკული ინტერფეისების გამოყენება ძირითად კომპიუტერის ოპერატიულ სისტემებზე, როგორებიცაა კომოდორე ამიგა და ატარი ST, რომლებიც მაკინტოშის გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში ჩნდებოდნენ ბაზარზე. მიუხედავად მაღალი ფასისა (1300 დოლარი), კომპიუტერი Apple Computer II სარგებლობდა უდიდესი მოთხოვნით. მთლიანობაში გაყიდული იქნა 2 მილიონი ეგზემპლარი. გამოშვება გრძელდებოდა 1990 წლამდე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება ეფლის მოუტანა 5,25 დიუმიანმა დისკავოდმა Disk II.

1984 წლის აპრილში გამოვიდა კომპიუტერის ახალი მოდელი Apple IIc, რომელშიც პირველად იქნა გამოყენებული განახლებული პროცესორი 65C02. გარდა ამისა კომპიუტერში ჩამონტაჟებული იყო დისკის წამკითხავი, ოპერატიული მეხსიერება – 128 КБ და პირველად გამოყენებული იქნა მოდემის, პრინტერის, მაუსის და ჯოისტიკის მისაერთებელი პორტები. 1983 წელს კომპანია ეფლიმ (Apple) გამოუშვა კომპიუტერის ახალი მოდელი – Lisa. ეს იყო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მონაცემების მქონე კომპიუტერი. ფასი შეადგენდა 9995 დოლარს. მისთვის სპეციალურად შექმნილი იყო ახალი ოპერაციული სისტემა. მაგრამ, იმის გამო, რომ კომპიუტერ Lisa –ს გაყიდვების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა, 1984 წელს შეიქმნა გაუმჯობესებული Lisa 2, რომლის ფასი საგრძნობლად დაბალი იყო წინა მოდელთან შედარებით. მიუხედავად ამისა წარმატება არც მას ხვდა წილად. ამიტომ კომპანიის ხელმძღვანელობამ დაიწყო ფიქრი შედარებით დაბალ ფასიანი მოდელების შექმნაზე. ასე შეიქმნა პროექტი მაკინტოში (Macintosh). კომპიუტერი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ტექნიკური მონაცემებით, აერთიანებდა სისტემურ ბლოკს და მონიტორს, პროცესორის ტაქტის სიხშირე იყო 8 МГ, ოპერატიული მეხსიერება შეადგენდა 128 kb -ს მყარი დისკი იყო 400 kb. მიუხედავად მწარმოებლების მცდელობისა მაკინტოში (Macintosh) მაინც არ გამოვიდა იაფი მოდელი. მისი ფასი შეადგენდა 2500 დოლარს. 1986 წელს ეფლიმ (Apple) დახვეწა Macintosh SCSI ინტერფეისით. იმავე წელს გამოვიდა იეროგლიფებზე სამუშაო ოპერაციული სისტემა – KadjiTalk, რითაც კომპანიამ მოახერხა აზიური ბაზრის ათვისება. 1987 წელს ბაზარზე გამოვიდა Macintosh II. ამ მოდელში გადაწყდა მონიტორის და სისტემური ბლოკის განცალკევება. 1990 წელს კომპანიამ გამოუშვა თავისი ყველაზე ძვირი მოდელის კომპიუტერი–Mac IIfx, რომელიც ღირდა 10 000 დოლარი.

1991 წელს, ეფლმა პორტატული კომპიუტერების ხაზი PowerBook გაუშვა. 1990-იანბში Apple-ის საბაზრო წილის ვარდნა მოხდა კონკურენციის გამო microsoft windows-ის შედარებით დაბალ ფასიანი IBM PC შეთავსებადი კომპიუტერების მხრიდან, რომლებიც საბოლოოდ დომინირებდნენ კიდეც ბაზარზე. 2000-იან წლებში, Apple-მა განავრცო თავისი ფოკუსი პროგრამირების კუთხით და პროფესიონალური და პროზიუმერული ვიდეო, მუსიკალური და ფოტო წარმოების გადაწყვეტები შესთავაზა მომხმარებლებს, თავის ახალ პროდუქტებს ის წარმოადგენს როგორც „ციფრულ ცენტრს“. მან ასევე გამოუშვა iPod, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული მუსიკალური ფლეიერი.

1997 წელს ეფლიმ გამოუშვა ახალი თაობის კომპიუტერს G3. ტექნოლოგიურად ახალი პროცესორები საგრძნობლად უსწრებდა Intel – ს. გარდა ტექნიკური მონაცემებისა G3 კომპიუტერები დიზაინის თვალსაზრისითაც საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა.

1999 წელს გამოვიდა ეფლის ნახევრად გამჭვირვალე კორპუსიანი ფერადი კომპიუტერების სერია Power Macintosh G3, რომლებიც ითვლებოდა პროფესიონალი დიზაინერების და გეიმერების მოდელებად. მათი ფასი შეადგენდა 1600 დან 4000 დოლარამდე. 2000 წელს გამოდის Power Mac G4 Cube. 2001 წელს კომპანია უშვებს პირველ აიფონს (iPod). მისი ზომები იყო 100x62x18 мм და იწონიდა 184 გრამს. 2003 წელს იქმნება ახალი პროცესორი –G5. 2006 წელს გამოდის ეფლის პირველი Intel – ის პროცესორის ბაზაზე შექმნილი კომპიუტერი – iMac და MacBook Pro. 2008 წელს ანონსირებული იქნა ახალი აიფონის – iPhone 3G გამოშვების შესახებ. ამავე წლის მონაცემების მიხედვით კომპანიამ გაყიდა 4,7 მილიონი ტელეფონი, მისი წილი ტელეფონების მსოფლიო ბაზარზე შეადგენდა 12,9 %. დღევანდელ დღეს ეფლის ნოუთბუქები MacAir, არის ყველაზე თხელი ნოუთბუქი მსოფლიოში – ალუმინის კორპუსით.

შტაბბინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Apple-ის კორპორაციული შტაბბინა სილიკონის მდელოს შუაგულში მდებარეობს, მისამართით 1 ინფინიტ ლუპი, კუპერტინო, კალიფორნია. კომპლექსის ტერიტორიაზე ექვსი ნაგებობა მდებარეობს, საერთო ფართობით 79,000 მ2 და აშენებულ იქნა 1993 წელს სობრატო დეველოპმენტ კოსის მიერ.

2006 წელს, Apple-მა ახალი კომპლექსის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღების შესახებ განცხადება გააკეთა მომიჯნავე მიწებზე, რომელთა ფართობი 202, 000 მ2-ს შეადგენს. ასევე კუპერტინოში მდებარე ახალი კომპლექსი ძველისაგან 1,5 კმ-ით იქნება დაშორებული.

აღმასრულებელი დირექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო: [1]

ამჟამინდელი დირექტორთა საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო: [2]

სლოგანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Apple-ის სლოგანების სია.

Apple-ის პირველი სლოგანი, "Byte into an Apple", 1970-იანი წლების ბოლოსთვის იქნა წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც კომპანიამ კომპიუტერებთან ერთად სხვა ნივთების გაყიდვაც დაიწყო, სლოგანები თითოეული ინდივიდუალური პროდუქტისთვის იქმნებოდა, კომპანიის საერთო სლოგანის მაგივრად. მაგალითად, სლოგანი "iThink, therefore iMac", გამოყენებულ იქნა iMac-ის პოპულარიზაციისათვის 1998 წელს. დღესდღეობით კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე რამდენიმე სლოგანის მარკეტინგი ხდება; თუმცა, Apple ისევ აგრძელებს პროდუქტების ინდივიდუალურ მარკეტინგზე ფოკუსირებას.

ფინანსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეფლი არის მსოფლიოს მეორე ტექნოლოგიური კომპანია შემოსავლების მხრივ Samsung Electronics–ის შემდეგ და მსოფლიოში მესამე ყველაზე დიდი ტელეფონის კომპანია. მისი ამჟამინდელი საბრუნავი თანხა უტოლდება 446 მილიარდ ამერიკულ დოლარს. 2015 წლის 17 თებერვალს ეფლი გახდა პირველი ამერიკული კომპანია რომლის საბაზრო ღირებულება იყო 750 მილიარდი ამერიკული დოლარი. 2014 წლის დეკემბერში ეფლი საცალო ვაჭრობის მაღაზიათა რაოდენობამ მიაღწია 447–ს, საიდანაც 182 არის 14 ქვეყენაში, აგრეთვე Apple Store(ონლაინ გაყიდვები) და iTunes store (მსოფლიოში ყველაზე დიდი მუსიკალური აპლიკაცია, რომლიდანაც შესაძლებელია ნებისმიერი სიმღერის გადმოწერა). 2012 წლის 29 სექტემბერს მას ჰყავდა 72,800 მუდმივი დასაქმებული და 3,300 დროებითი მთელ მსოფლიოში. ფისკალურ წელიწადში, 2011 წლის ბოლოს, ეფლმა განაცხადა, რომ მისი მთლიანი წლიური შემოსავალი იყო 108 მილიარდი დოლარი. ეს იყო სერიოზული წინსვლა, რადგან 2010 წლის შემოსავალი 65 მილიარდი დოლარი იყო, მატებამ კი დაახლოებით 82 მილიარდ დოლარს მიაღწია. კომპანიის ყოველ წლიურმა შემოსავალმა 2013 წელს 170 მილიარდი დოლარი შედგინა. ამავე წლის მაისში, ეფლი მოხვდა 500 ყველაზე იღბლიან კომპანიებში პირველად, და მოგვიანებით მან მე–6 ადგილიც კი დაიკავა. 2015 წლის მონაცემებით ეფლის ბიუჯეტი შეადგენს 200 მილიარდ ამერიკულ დოლარს, რომლის 90% არის ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ გადასახადების მიზეზების გამო. ეფლმა შექმნა შვილობილი კომპანიები ისეთ ქვეყნებში როგორიც არის: ირლანდიის რესპუბლიკა, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და ბრიტანეთის კუნძულები დაბალი გადასახადების გამო. ჟურნალ NEW YORK TIMES –ის მიხედვით 1980–იან წლებში ეფლი იყო პირველი კომპანია, რომელმაც დანიშნა თანამდებობზე უცხოელი ადამიანები მაღალ გადასახადიან ქვეყნებში, რომელმაც უფლება მისცა რომ გაეყიდა თავისი პროდუქტი სხვა კონტინენტებზე. მოგვიანებით ეფლი იყო პიონერი საბუღალტრო ტექნიკაში ცნობილი როგორც „ორმაგი ირლანდიური ჰოლანდიური სენდვიჩით“, რომელიც ამცირებდა გადასახადებს ირლანდიური და ჰოლანდიური შვილობილი კომპანიებით, რომელთა რიცხვს შემდგომში კარიბის ზღვის კუნძულებიც შეუერთდა. ბრიტანული კონსერვატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა ჩარლი ელფიკმა გამოაქვეყნა კვლევა, 2012 წლის 30 ოქტომბერს, რომელმაც აჩვენა, რომ რამდენიმე მულტინაციონალური კოპანია, მათ შორის ეფლმიც, აკეთებმა მილიონობით ფუნტს დიდ ბრიტანეთში, მაგრამ იხდიდნენ გადასახადებს, რომელიც ბრიტანეთის ხაზინის მხოლოდ 3 პროცენტს შეადგენდა. მან განაგრძო ეს კვლევა და დახმარებით მიმართა ხაზინის კანცლერს, ჯორჯ ოსბორნს, რომ გაეზარდა ეს გადასახადი კომპანიებისთვის რომელთა რიცხვში იყო აგრეთვე Google და The Coca-Cola Company. ელფიკმა აგრეთვე განაცხადა, რომ მთავრობა მიიღებს ზომებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც არ გადაიხდიან გადასახადს. 2014 წლის ივნისში ევროპის კომისიამ გამოუშვა სანქციები ეფლის გადასახადთან დაკავშირებით ირლანდიაში. ლუქსემბურგში კი ეფლმა , როგორც კომპანიამ LUXEMBURG LEAKS–ის წევრმა ფირმამ შეძლო გადასახადებისთვის თვის არიდება.

2015 წელს ინფორმაციულმა სააგენტომ როუტერმა განაცხადა, რომ ეფლი იმუშავებდა 54,4 მილიარდ დოლარს საზღვარგარეთ რომელიც იყო დაბეგვრის გარეშე IRS (საერთაშორისო შემოსავლების სერვისის) მიერ. ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის მიხედვით კორპორაცია არ იხდის გადასახადს იქამდე, სანამ ეს მონაგები თანხა არ იქნება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Apple Reports Fourth Quarter Results. Apple Inc. (October 25, 2016). წაკითხვის თარიღი: October 25, 2015.
  2. Yu, Hui-Yong. Apple Said to Lease Office Space in Seattle Tower (July 20, 2015). წაკითხვის თარიღი: September 9, 2015.
  3. Taylor, Harriet. (August 30, 2016) How Apple managed to pay such a low tax rate in Ireland. წაკითხვის თარიღი: January 9, 2017.
  4. Apple in race to keep ahead in 2012 (December 29, 2011).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Apple&oldid=3270061“-დან