Strawberry Swing — ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს სიმღერა 2008 წლის დისკიდან Viva La Vida Or Death And All His Friends. იგი ციფრულად ჩამოსატვირთი სინგლის სახით გამოიცა 2009 წლის 14 სექტემბერს, ხოლო მისი მუსიკალური ვიდეო, რომელშიც გამოყენებულია ანიმაციური ტექნოლოგიები, გამოვიდა 2009 წლის 3 აგვისტოს.
სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებული „სტოპ მოძრაობის“ ტექნიკით, Shynola-ს მიერ. მთელი კლიპის მანძილზე კრის მარტინი წევს იატაკზე, ხოლო მის ირგვლივ იხატება მოძრაობები. იგი იქცევა სუპერგმირად და ცდილობს თავისი გამოგონილი შეყვარებულის გადარჩენას. კლიპში ასევე ჩნდება (იხ. სურათი) ეჟენ დელაკრუას ნახატის (რომელიც გამოყენებული ალბომის Viva La Vida Or Death And All His Friends გარეკანზე) ელემენტიც - მამაკაცი იარაღით.