Call of Duty

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Call of Duty
CallofDutyLogo.svg
ჟანრები პირველი პირის შუტერი
დეველოპერ(ებ)ი
გამომცემელი Activision
პლატფორმები
თავდაპირველი პლატფორმა Microsoft Windows
შექმნის თარიღი 2003
პირველი გამოცემა „Call of Duty“
29 ოქტომბერი, 2003
ბოლო გამოცემა „Call of Duty: WWII“
3 ნოემბერი, 2017

„Call of Duty“პირველი პირის შუტერის ჟანრის ვიდეო თამაშების სერია, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა Microsoft Windows-ისთვის და შემდგომში გამოვიდა სათამაშო და პორტატიულ კონსოლებზეც. ძირითადი თამაშების გარდა, აგრეთვე შემუშავდა რამდენიმე სპინოფი. სერიის ადრეულ თამაშებში სიუჟეტი ძირითადად მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ მომდევნო ნაწილებში (მაგალითად, როგორიც არის „Call of Duty 4: Modern Warfare“) სიუჟეტი ეხება თანამედროვე პერიოდს და ასევე მომავალ დროსაც. სერიის უახლესი თამაშია „Call of Duty: WWII“, გამოსული 2017 წლის 3 ნოემბერს, რომელიც მოიცავს მეორე მსოფლიო ომის პერიოდს. სულ გამოსულია 14 ძირითადი თამაში და 10 სპინოფი.

სერიის მფლობელი და გამომცემელია კომპანია Activision, ხოლო თამაშებს მონაცვლეობით ქმნიან მისი შვილობილი კომპანიები: Infinity Ward, Treyarch და Sledgehammer Games.[1][2] ზოგიერთი თამაში, მათ შორის სპინოფები და მობილური თამაშები შემუშავებული იქნა სხვადასხვა კომპანიების მიერ: Gray Matter Interactive, Nokia, Exakt Entertainment, Spark Unlimited, Amaze Entertainment, n-Space, Aspyr, Rebellion Developments, Ideaworks Game Studio, და nStigate Games. სერია გამოიყენებს სხვადასხვა ძრავებს, რომელთა შორისაცაა id Tech 3, Treyarch NGL და IW Engine

2016 წლის თებერვლის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით სერიის გაყიდვების რაოდენობამ 250 მილიონ ასლს მიაღწია, ხოლო შემოსავალი 15 მილიარდ აშშ დოლარს შეადგინა.[3]

ძირითადი თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი სათაური PC მეექვსე თაობა მეშვიდე თაობა მერვე თაობა პორტატიული დეველოპერი
2003 „Call of Duty“ Windows, OS X არ არის X360, PS3 არ არის N-Gage Infinity Ward
2005 „Call of Duty 2“ Windows, OS X არ არის X360 Xbox One მობილური Infinity Ward
2006 „Call of Duty 3“ არ არის PS2, Xbox X360, PS3, Wii Xbox One არ არის Treyarch
2007 „Call of Duty 4: Modern Warfare“ Windows, OS X არ არის X360, PS3, Wii Xbox One, PS4 (Remastered) NDS Infinity Ward
2008 „Call of Duty: World at War“ Windows PS2 X360, PS3, Wii Xbox One NDS, Windows Mobile Treyarch
2009 „Call of Duty: Modern Warfare 2“ Windows, OS X არ არის X360, PS3 არ არის არ არის Infinity Ward
2010 „Call of Duty: Black Ops“ Windows, OS X არ არის X360, PS3, Wii Xbox One NDS Treyarch
2011 „Call of Duty: Modern Warfare 3“ Windows, OS X არ არის X360, PS3, Wii არ არის NDS Infinity Ward/Sledgehammer
2012 „Call of Duty: Black Ops II“ Windows არ არის X360, PS3 Xbox One, Wii U არ არის Treyarch
2013 „Call of Duty: Ghosts“ Windows არ არის X360, PS3 Xbox One, PS4, Wii U არ არის Infinity Ward
2014 „Call of Duty: Advanced Warfare“ Windows არ არის X360, PS3 Xbox One, PS4 არ არის Sledgehammer Games
2015 „Call of Duty: Black Ops III“ Windows არ არის X360, PS3 Xbox One, PS4 არ არის Treyarch
2016 „Call of Duty: Infinite Warfare“ Windows არ არის არ არის Xbox One, PS4 არ არის Infinity Ward
2017 „Call of Duty: WWII“ Windows არ არის არ არის Xbox One, PS4 არ არის Sledgehammer Games

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Danny Cowan. (2014-02-10) Activision: This year's Call of Duty game is 'next-gen first'. joystiq. წაკითხვის თარიღი: 2014-02-12.
  2. David Hinkle. (2014-02-06) Call of Duty now takes three years to make, three studios keep it annual. joystiq. წაკითხვის თარიღი: 2014-02-12.
  3. Activision Blizzard Announces Fourth Quarter and Full Year 2015 Financial Results. Business Wire (11 თებერვალი, 2016). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Call_of_Duty&oldid=3488126“-დან