Call of Duty 3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Call of Duty 3
დეველოპერ(ებ)ი Treyarch
გამომცემელი Activision
სერია „Call of Duty“
ძრავა Treyarch NGL
პლატფორმ(ებ)ი Xbox 360, Xbox, PlayStation 2, Wii, PlayStation 3
გამოსვლის თარიღი
7 ნოემბერი, 2006
  • Xbox 360, Xbox & PlayStation 2
    ჩრდ.ამ. 7 ნოემბერი, 2006
    ევრ 10 ნოემბერი, 2006
    ავს 15 ნოემბერი, 2006 (X360)
    ავს 22 ნოემბერი, 2006
    ევრ 24 ნოემბერი, 2006 (PS2)
    Wii & PlayStation 3
    ჩრდ.ამ. 14 ნოემბერი, 2006
    ავს 6 დეკემბერი, 2006 (Wii)
    ევრ 8 დეკემბერი, 2006 (Wii)
    PAL 23 მარტი, 2007 (PS3)
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი რიჩარდ ფარელი
პროდიუსერ(ებ)ი
  • ჯეისონ ბლანდელი
  • ნიკ ფალზონი
მხატვარი
  • ბრაიან ანდერსონი
  • ალექს ბერტოლუცი
სცენარისტი მარკ გუგენჰაიმი
კომპოზიტორი ჯოელ გოლდსმითი

Call of Duty 3პირველი პირის შუტერი ვიდეო თამაში, შემუშავებული კომპანია Treyarch-ის და გამოცემული Activision-ის მიერ 2006 წლის 7 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო სამი დღის შემდეგ ევროპაში Xbox 360, Wii, PlayStation 3, PlayStation 2 და Xbox-ის[1] პლატფორმებისთვის. ეს არის რიგით მესამე ნაწილი და ერთადერთი „Call of Duty“-ის ვიდეო თამაშების სერიიდან, რომელიც არ გამოსულა პერსონალურ კომპიუტერებზე. ის აგრეთვე მეორე თამაშია სერიიდან, რომელიც შექმნა Treyarch-მა. 2016 წლის 22 სექტემბერიდან თამაშის Xbox 360-ის ვერსია უკუთავსებადია Xbox One-თან.[2]

მის შექმნაზე ინფორმაცია გამჟღავნდა 2006 წლის E3-ის კონფერენციამდე. ცნობილი გახდა, რომ პროექტზე პასუხისმგებელი იქნებოდა კომპანია Treyarch. თამაში აგებულია Treyarch NGL-ის ძრავზე.[3]

მასში ვირტუალური კამერა წარმოჩენილია პირველი პირის ხედვით, ხოლო თამაში შესაძლებელია როგორც ერთმოთამაშიან რეჟიმში, ასევე მრავალმოთამაშიან რეჟიმშიაც. ერთმოთამაშიან რეჟიმში წარმოდგენილია 15 დავალება, რომელიც დაყოფილია 4 კამპანიად: ამერიკული, ბრიტანული, კანადური და პოლონური. სიუჟეტი სწორხაზოვანია. პირველი დავალება იწყება სასწავლო ბანაკში ჯარისკაცის გაწვრთნით. რაც შეეხება მრავალმოთამაშიან რეჟიმს, გააჩნია 24 მომხმარებლის მხარდაჭერა Xbox 360-ისა და PlayStation 3-ისთვის, ხოლო 16 მომხმარებლის - Xbox-ისა და PlayStation 2-ისთვის. მოთამაშეებს შეუძლია მოირგონ ქვეითის როლი, ან მართონ ტექნიკა, მაგალითად - ტანკი, ავტომობილი ან მოტოციკლი. მოთამაშეები დაყოფილია კლასებად - სნაიპერებად ან სანიტარებად. თითოეულ კლასს გააჩნია გამორჩეული მახასიათებლები. მაგალითად, სანიტარი ცუდად ისვრის, მაგრამ დარბის სწრაფად და კარგად ურტყამს კონდახს.

პროექტი დადებითად შეაქო სათამაშო პრესამ. თამაშს გადაეცა რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა გამოცემებისგან. 2007 წელს ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიისგან მიიღო ჯილდო გამორჩეული ხმის დიზაინისთვის.[4] საერთ განხილვების საიტ Metacritic-ზე XBOX-ის ვერსია ფლობს 83/100,[5] X360 - 82/100,[6] PS2 — 82/100,[7] PS3 - 80/100,[8] Wii - 69/100.[9]

ის აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, 2006 წლის დასასრულისთვის გაყიდული იყო თამაშის 1.1 მილიონი ასლი.[10] 2007 წლის თებერვალში ეს ციფრი 2 მილიონამდე გაიზარდა.[11] 2013 წლის ნოემბერის მონაცემით, თამაშის გაყიდვების სრული რაოდენობა 7.2 მილიონ ეგზემპლარს აღწევს.[12]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. New Call of Duty skipping PC - Xbox 360 News at GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივლისი, 2011.
  2. GameZone. Call of Duty 3 hits the Xbox One today via backward compatibility. ციტირების თარიღი: 2016-09-22
  3. Middleware: NGL. Mobygames. ციტირების თარიღი: ივლისი, 22, 2011.
  4. Our Awards. Treyarch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი, 2011. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2011.
  5. Call of Duty 3 for Xbox. Metacritic. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2015.
  6. Call of Duty 3 for Xbox 360. Metacritic. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2015.
  7. Call of Duty 3 for PlayStation 2. Metacritic. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2015.
  8. Call of Duty 3 for PlayStation 3. Metacritic. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2015.
  9. Call of Duty 3 for Wii. Metacritic. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2015.
  10. Surette, Tim. (11 იანვარი, 2007) Madden hoists 2006 sales trophy. Gamespot. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2011.
  11. Jenkins, David. (11 იანვარი, 2007) Interpret: Game Sales Figures Underestimate Audience?. Gamasutra. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2011.
  12. Call of Duty: A Short History. IGN. Ziff Davis (ნოემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2014.