Sledgehammer Games

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Sledgehammer Games
ტიპი შვილობილი
დაფუძნდა 28 აგვისტო, 2009; 14 წლის წინ (2009-08-28)
სათავო ოფისი ფოსტერ-სიტი, კალიფორნია, აშშ
მმართველი
გლენ შოფილდი
მაიკლ კონდრი
პროდუქცია „Call of Duty-ის სერია (2011–დღემდე)
მფლობელი Activision
თანამშრომელი 225[1]
საიტი sledgehammergames.com

Sledgehammer Gamesამერიკული ვიდეო თამაშების დეველოპერი კომპანია, დაარსებული 2009 წელს ინდუსტრიის ვეტერანების, გლენ შოფილდისა და მაიკლ კონდრის მიერ. გლენი და მაიკლი უკანასკნელად მუშაობდნენ Visceral Games-ში და პასუხისმგებლები იყვნენ „Dead Space“-ის შექმნაზე, მაგრამ კომპანია დატოვეს მეორე ნაწილის შექმნამდე.

Sledgehammer Games არის Activision-ის შვილობილი კომპანია.[2] შტაბ-ბინა მდებარეობს ფოსტერ-სიტში, კალიფორნიაში.[3] ის ყველაზე მეტად ცნობილია „Call of Duty“-ის სერიის თამაშების, „Call of Duty: Modern Warfare 3“-ის (Infinity Ward-თან თანამშრომლობით), „Call of Duty: Advanced Warfare“-სა და „Call of Duty: WWII“-ის შექმნით.

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური ძრავა თარიღი პლატფორმები
„Call of Duty: Modern Warfare 3 MW3 engine 8 ნოემბერი, 2011 PlayStation 3, Xbox 360, Windows
„Call of Duty: Advanced Warfare In-house engine 4 ნოემბერი, 2014 PlayStation 3, PlayStation 4, Xbox One, Xbox 360, Windows
„Call of Duty: WWII“ In-house engine 3 ნოემბერი, 2017 PlayStation 4, Xbox One, Windows

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Takahashi, Dean. (1 აგვისტო, 2014) A look inside Sledgehammer Games, the new Call of Duty studio (photo gallery). ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2015.
  2. Rogers, Bruce (21 თებერვალი, 2013). „Glen Schofield and Michael Condrey's Sledgehammer Games: Growing the Call of Duty Franchise“. Forbes. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Sledgehammer Games: Inside the Studio. Activision Publishing, Inc.. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2012.