შინაარსზე გადასვლა

Treyarch

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Treyarch
ტიპი შვილობილი
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 1996; 28 წლის წინ (1996)
დამაარსებელი პიტერ აკემანი
მმართველი
მარკ ლამია (CEO)
პროდუქცია „Spider-Man“-ის სერია (2002–2008)
„Call of Duty“-ის სერია (2005–დღემდე)
მფლობელი Activision
საიტი treyarch.com

Treyarchამერიკული ვიდეო თამაშების დეველოპერი კომპანია, რომელიც აგრეთვე დაკავებულია ვიდეო თამაშების პორტირებით. დაარსდა 1996 წელს. 2001 წლიდან დღემდე არის Activision-ის შვილობილი კომპანია. Treyarch-ის პირველი პროდუქტი იყო ვიდეო თამაში „Olympic Hockey Nagano '98“, გამოსული Nintendo 64-ის პლატფორმაზე.

Treyarch, Inc. დაარსდა 1996 წელს, პიტერ აკემანის მიერ. 2001 წელს შეისყიდა Activision-მა. 2005 წელს კომპანია Gray Matter Interactive შეერწყა Treyarch-ს.[1]

სტუდია ითვლება ერთ-ერთ გამოცდილ დეველოპერად ვიდეო თამაშების სფეროში. არსებობის ისტორიაში შექმნილი აქვს ოცზე მეტი თამაში, რომელთა უმეტესობა მსოფლიოში განთქმულია. ის ასევე არის „Call of Duty“-ის სერიის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი, რომლის ანგარიშზეც არის: „Call of Duty 2: Big Red One“, „Call of Duty 3“, „Call of Duty: World at War“, „Call of Duty: Black Ops“, „Call of Duty: Black Ops II“ და „Call of Duty: Black Ops III“.

2010 წელს Microsoft-სა და Activision-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რის მიხედვითაც „Call of Duty: Black Ops“-ის ყველა დამატება უნდა გამოსულიყო ექსკლუზიურად Xbox 360-ისთვის და მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ სხვა პლატფორმებზე. შეთანხმება მოქმედებდა 2015 წლის აპრილამდე.[2]

2015 წლის Е3-ის კონფერენციაზე Sony-მ განაცხადა, რომ Sony-მ და Activision-მა დადეს ხელშეკრულება, რითაც „Call of Duty“-ისთვის შექმნილი ყველა გადმოტვირთვადი კონტენტი უნდა გამოიცეს ექსკლუზიურად PlayStation-ის კონსოლებისთვის, ხოლო ერთი თვის შემდეგ - სხვა დანარჩენებისთვის.

წელი თამაში პლატფორმები
1998 „Olympic Hockey Nagano '98“ Nintendo 64
„Die by the Sword“ Microsoft Windows
„Die by the Sword: Limb from Limb“
1999 „Triple Play 2000 Microsoft Windows, Nintendo 64, PlayStation
2000 „Draconus: Cult of the Wyrm“ Dreamcast
„Triple Play 2001“ PlayStation
2001 „Triple Play Baseball“ Microsoft Windows, PlayStation, PlayStation 2
„Max Steel: Covert Missions“ Dreamcast
„Tony Hawk's Pro Skater 2x“ Xbox
2002 NHL 2K2 Dreamcast
„Spider-Man“ GameCube, PlayStation 2, Xbox
„Kelly Slater's Pro Surfer“
„NHL 2K3“
„Minority Report: Everybody Runs“
2004 „Spider-Man 2“
2005 „Ultimate Spider-Man“ Microsoft Windows, GameCube, PlayStation 2, Xbox
„Call of Duty 2: Big Red One“ GameCube, PlayStation 2, Xbox
2006 „Call of Duty 3“ PlayStation 2, PlayStation 3, Xbox, Xbox 360
2007 Spider-Man 3“ PlayStation 3, Xbox 360
2008 „Quantum of Solace“
„Spider-Man: Web of Shadows“ Microsoft Windows, PlayStation 3, Wii, Xbox 360
„Call of Duty: World at War“ Microsoft Windows, PlayStation 3, Wii, Xbox 360, Xbox One (Backwards Compatible)
2010 „Call of Duty: Black Ops“
2012 „Call of Duty: Black Ops II“ Microsoft Windows, PlayStation 3, Wii U, Xbox 360, Xbox One (Backwards Compatible)
2015 „Call of Duty: Black Ops III“ Microsoft Windows, PlayStation 4, Xbox One[3]
წელი თამაში პლატფორმები დეველოპერი
2000 „Tony Hawk's Pro Skater“ Dreamcast, Xbox Neversoft
2000 „Tony Hawk's Pro Skater 2“ Dreamcast, Xbox
2001 „Spider-Man“ Dreamcast
2009 „Call of Duty: Modern Warfare: Reflex“ Wii Infinity Ward
2011 „Call of Duty: Modern Warfare 3“ Wii
2013 „Call of Duty: Ghosts“ Wii U

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Gray Matter Studios Games. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-13. ციტირების თარიღი: 2016-05-20
  2. Johnny Cullen. (2010-06-14) All CoD: Black Ops DLC to come to Xbox Live first. VG247. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-28. ციტირების თარიღი: 2016-02-22.
  3. Robinson, Martin. (26 აპრილი, 2015) Call of Duty: Black Ops 3 PC requirements revealed. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Treyarch&oldid=4235788“-დან