ვიდეო თამაშების გამომცემელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიდეო თამაშების გამომცემელი — კომპანია, რომელიც გამოსცემს ვიდეო თამაშებს, შემუშავებულს შიდა სტუდიების ან გარე დეველოპერების მიერ. წიგნების და ფილმების გამომცემლების მსგავსად, ვიდეო თამაშის გამომშვები პასუხისმგებელია მისი პროდუქტის წარმოება, მარკეტინგსა და რეკლამირებაზე.

როგორც წესი, გამომცემელი თამაშის შესაქმნელად, ხშირად ფულს უხდის თამაშების დეველოპერს (გამომცემელი უწოდებს გარე დეველოპერს) ან შიდა სტუდიას. მსხივილი გამომცემლები ხშირად თავადვე უწევენ დისტრიბუციას მათ მიერ გამოშვებულ პროექტებს, მაშინ როდესაც მცირე გამომცემლები ქირაობენ დისტრიბუტორ კომპანიებს (მსხვილ გამომცემლებს). გამომცემლის სხვა ფუნქციები მოიცავს: სხვადასხვა ლიცენზიების შეძენას, ლოკალიზაციისთვის გადახდას, თამაშის გარეკანის დიზაინის შექმნას და სხვას.

2016 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალშემოსავლიანი თამაშების გამომცემელი იყო ჩინური კომპანია Tencent (10 მილიარდი ამერიკული დოლარი), მეორე ადგილს იკავებდა Sony Interactive Entertainment (7.8 მილარდი დოლარი), ხოლო მესამეს — Activision Blizzard (6.6 მიალრდი დოლარი).[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rita Liao. (2017-07-03) World's top grossing mobile game debunks gender stereotype. technode. წაკითხვის თარიღი: 2017-07-07.