Call of Duty (ვიდეო თამაში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Call of Duty
Codbox.jpg
დეველოპერ(ებ)ი Infinity Ward
გამომცემელი ჩრდ.ამ. Aspyr (Mac)
სერია „Call of Duty“
ძრავა id Tech 3[1]
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows, OS X,[2] N-Gage, Xbox 360, PlayStation 3
გამოსვლის თარიღი
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი კენ ტერნერი
პროდიუსერ(ებ)ი ვინს ზამპელა
დიზაინერ(ებ)ი ზეიდ რიეკე
პროგრამისტ(ებ)ი ჯეისონ უესტი[4]
მხატვარი
  • ჯასტინ ტომასი
  • მაიკლ ბუნი
  • ჩენს ბლასკო
სცენარისტი მაიკლ შიფერი
კომპოზიტორი

Call of Dutyპირველი პირის შუტერი ვიდეო თამაში, შექმნილი Infinity Ward-ის და გამოცემული Activision-ის მიერ 2003 წლის 29 ოქტომბერს. ეს არის პირველი თამაში „Call of Duty“-ის სერიიდან[6] და გამოიყენებს Tech 3 ძრავის განახლებულ ვერსიას. თამაშის თემები და გეიმპლეი არის „Medal of Honor“-ის მსგავსი, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მასში ომის დანახვა შესაძლებელია არა მხოლოდ ამერიკელი ჯარისკაცის კუთხიდან, არამედ ბრიტანელისა და საბჭოთა ჯარისკაცის კუთხიდანაც.

თამაშს გააჩნია როგორც ერთმოთამაშიანი რეჟიმი, ასევე მრავალმოთამაშიანიც. სხვა მსგავს თამაშებთან შედარებით, მასში გაზრდილია მოკავშირეთა ხელოვნური ინტელექტის დონე, რომლებიც რეაგირებენ სიტუციიდან გამომდინარე და ეხმარებიან მოთამაშეს რთულ მდგომარეობაში.

„Call of Duty“-ზე მუშაობა დაიწყო 2002 წლის აპრილში. შემქნელთა ჯგუფი შედგებოდა იმ თანამშრომლებისგან, რომლებმაც შეიმუშავეს „Medal of Honor: Allied Assault“. 2004 წლის სექტემბერში Gray Matter Interactive-ის მიერ შეიქმნა დამატება სახელწოდებით „Call of Duty: United Offensive“.

თამაშმა მიიღო უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების მიმოხილველებისგან. აგრეთვე გადაეცა რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა გამომცემლებისგან, მათ შორის „წლის თამაშის“ ტიტული და ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ჯიდლო.[7] საერთო განხილვების საიტებზე GameRankings და Metacritic PC ვერსია ფლობს 91.52%[8] და 91/100.[9]

პროექტი წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც. 2006 წლის მონაცემით, აშშ-ში გაიყიდა 790,000 ასლი ოდენობით. 2013 წლის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია თამაშის 4.5 მილიონი ეგზემპლარი.[10]

2005 წლის 25 თებერვალს გამოვიდა თამაშის გაგრძელება „Call of Duty 2“, რომელსაც წინა ნაწილის მსგავსად დიდი წარმატება ჰხვდა წილად.[11][12]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stead, Chris. (15 ივლისი, 2009) The 10 Best Game Engines of This Generation. IGN. წაკითხვის თარიღი: 3 მარტი, 2016.
  2. Call of Duty Deluxe Now Available as Download for both PowerPC Mac and Intel Mac
  3. Call of Duty Ships en. IGN (2010-11-18).
  4. Call of Duty Manual, s. 36.
  5. Call of Duty Manual, s. 38.
  6. GameSpot - Call of Duty. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ოქტომბერი, 2009. წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი, 2007.
  7. 7th Annual Interactive Achievement Awards. ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია. წაკითხვის თარიღი: 26 აგვისტო, 2014.
  8. Call of Duty. GameRankings. CBS Interactive Inc.. წაკითხვის თარიღი: 27 ოქტომბერი, 2011.
  9. Call of Duty for PC Reviews, Ratings, Credits, and More at Metacritic. Metacritic.com. წაკითხვის თარიღი: 27 ოქტომბერი, 2011.
  10. Call of Duty: A Short History. IGN. Ziff Davis (ნოემბერი, 2013). წაკითხვის თარიღი: 23 თებერვალი, 2014.
  11. Call of Duty 2 for Xbox 360. GameRankings (11 აგვისტო, 2011). წაკითხვის თარიღი: 21 ივლისი, 2009.
  12. Call of Duty 2 (Xbox 360) reviews. Metacritic (11 იანვარი, 2005). წაკითხვის თარიღი: 21 ივლისი, 2009.