31 აგვისტო
იერსახე
<< | აგვისტო | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
2024 |
31 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 243-ე დღე (ნაკიან წლებში – 244-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 122 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1876 : ოსმალეთის სულთანი მურად V ჩამოაგდეს ტახტიდან. იგი შეცვალა მისმა ძმამ აბდულ-ჰამიდ II-მ.
- 1897 : თომას ედისონმა დააპატენტა კინეტოსკოპი, პირველი კინოპროექტორი.
- 1907 : თავადი ალექსანდრე იზვოლსკი და სერ არტურ ნიკოლსონი ხელს აწერენ სანქტ-პეტერბურგის კონვენციას, რომლითაც სამმაგი ანტანტის ალიანსი შეიქმნა.
- 1920 : პოლონეთ-ბოლშევიკთა ომი: პოლონელები დამაჯერებლად იმარჯვებენ კომაროვის ბრძოლაში.
- 1920 : პირველი რადიო პროგრამა გადაიცა დეტროიტში, მიჩიგანი.
- 1939 : ნაცისტები გლენოვიცის რადიოსადგურზე თავდასხმის ინსცინირებას ახდენენ, რაც მათ პოლონეთზე თავდასხმის საბაბს აძლევს მომდევნო დღეს, იწყებს რა მეორე მსოფლიო ომს ევროპაში.
- 1957 : მალაიის ფედერაცია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი გახდა.
- 1962 : ტრინიდადი და ტობაგო დამოუკიდებელი გახდა.
- 1991 : ყირგიზეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 1997 : უიელსის პრინცესა დაიანა ავტოავარიაში გარდაიცვალა პარიზში.
- 1999 : პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. 2016 წლიდან — ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე.
- 2005 : ალ-ააიმას ხიდზე ჭყლეტაში 1199 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში.
- 2006 : 2004 წლის 22 აგვისტოს მოპარული ედვარდ მუნკის განთქმული ტილო „კივილი“ აღმოაჩინა ჩხრეკისას ნორვეგიის პოლიციამ.
- 2010
- არგენტინელი ფეხბურთელი ფრანსისკო ვარალო, ფეხბურთის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი მონაწილე, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- გამოცხადდა დინოზავრების ახალი გვარის ბალაურის აღმოჩენა, რომელიც ახლოს დგასველოცირაპტორთან.
- ერაყის ომში, ოპერაცია „ერაყის თავისუფლება“ დასრულდა და დაიწყო ოპერაცია „ახალი განთიადი“, რითაც დასრულდა გარე ძალების საბრძოლო ოპერაციები ერაყში.
- 2011 : იაპონიის დემოკრატიული პარტიის წევრი იოშიჰიკო ნოდა აირჩიეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.
- 2016 : ბრაზილიის სენატმა პრეზიდენტი დილმა რუსეფი თანამდებობიდან გადააყენა.
- 2021 : ალარ კარისი ესტონეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 12 : გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულა — რომის იმპერატორი
- 161 : კომოდუსი — რომის იმპერატორი
- 1569 : ჯაჰანგირი — ინდოეთის იმპერატორი
- 1821 : ფონ ჰელმჰოლცი, ჰერმან — გერმანელი ფიზიკოსი
- 1880 : ვილჰელმინა I — ჰოლანდიის დედოფალი
- 1899 : გრიგოლ ფერაძე — ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, საქართველოს ეროვნული გმირი
- 1945 : პერლმანი, იცხაკ — ებრაელი მევიოლინე
- 1948 : რუდოლფ შენკერი — გერმანელი გიტარისტი, (Scorpions)
- 1949 : პოლიტცერი, ჰ. დევიდ — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1056 : თეოდორა — ბიზანტიის იმპერატორი
- 1234 : ჰორიკავა — იაპონიის იმპერატორი
- 1422 : ჰენრი V — ინგლისის მეფე
- 1867 : ბოდლერი, შარლ—ფრანგი მწერალი
- 1919 : ცახელი — ქართველი პოეტი
- 1941 : ცვეტაევა, მარინა — რუსი პოეტი
- 1997 : დაიანა — უელსის პრინცესა
- 1997 : ნანა მესხიძე — ქართველი ფერმწერი
- 2002 : პორტერი, ჯორჯ — ინგლისელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 2005 : როტბლატი, ჯოზეფ — ინგლისელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ქრისტოდულე ფილოსოფოსი
- თადეოზ სტეფანწმინდელი
- ფლოროსი და ლავროსი
- ერმი, სერაპიონი და პოლიენი
- მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მის თანა ილარიონი, დიონისე და ერმიპე
- იოანე და გიორგი - კონსტანტინოპოლელი პატრიარქები
- მაკარი პელიკიტელი
- იოანე რილელი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: