იოანე რილელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოანე რილელი
Ioann Rylsky.jpg
დაიბადა 876
ბულგარეთი
გარდაიცვალა 18 აგვისტო 946(0946-08-18)
რილის მონასტერი
მოღვაწეობა ბერ-მონაზვნობა

ღირსი იოანე რილელი (დ. 876, სკრინო, ბულგარეთი — გ. 946, რილის მონასტერი) — ბულგარელი წმინდანი. ბულგარელების მფარველი წმინდანი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თანამედროვე ბულგარეთისა და მაკედონიის ტერიტორიაზე რილის მთების გამოქვაბულებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 876 წელს ბულგარეთის სოფელ სკრინოში. ადრეულ ასაკში დატოვა სოფელი და თავდაპირველად იგი მაღალ, შიშველ მთაზე მოსაგრეობდა და ველური მცენარეებით იკვებებოდა. მისი ქოხი ფიჩხისგან იყო აგებული. ერთხელ იოანე რილელს ავაზაკები დაესხნენ თავს და გააძევეს. ამის შემდეგ იოანემ ერთ ღრმა გამოქვაბულს შეაფარა თავი. თორმეტი წელი გაატარა წმიდანმა მღვიმეში, შემდეგ კი რილის უდაბნოში გადაინაცვლა და ხის ფუღუროში დამკვიდრდა.

გარდაიცვალა 946 წელს. ხუთი წლით ადრე მან საკუთარი ხელით დაწერა „ანდერძი მოწაფეთა მიმართ“ - ძველი ბულგარული მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი. მისი უხრწნელი ნაწილები ქალაქ სრედეციდან (სოფია) ბულგარეთის მაშინდელ დედაქალაქ ტირნოვოში 1238 წლის 19 ოქტომბერს გადაასვენეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]