1 ნოემბერი
იერსახე
<< | ნოემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
2024 |
1 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 305-ე დღე (ნაკიან წლებში – 306-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 60 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1512 : მიქელანჯელომ სიქსტეს კაპელას ჭერის მოხატვა დაასრულა.
- 1520 : ფერნანდო მაგელანი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას პირველად გადის მაგელანის სრუტეზე, რომელიც სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთში ატლანტის ოკეანეს წყნარ ოკეანესთან აერთებს.
- 1592 : ბუსანის ბრძოლაში მცირერიცხოვანი კორეის ფლოტი იაპონიის არმიას ამარცხებს.
- 1604 : უილიამ შექსპირის ტრაგედია ოტელოს პრემიერა გაიმართა უაიტჰოლის სასახლეში, ლონდონში.
- 1755 : მასიური მიწისძვრის შედეგად თითქმის სრულიად განადგურდა ლისაბონი და 90.000-მდე მცხოვრები დაიღუპა.
- 1800 : ჯონ ადამსი პირველი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, რომელიც თეთრ სახლში ცხოვრობდა.
- 1848 : ბოსტონში, მასაჩუსეტსი, პირველი ქალთა სამედიცინო სკოლა გაიხსნა, მოგვიანებით შეუერთდა ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლას.
- 1894 : ალექსანდრე III-ის გარდაცვალების გამო, მისი შვილი ნიკოლოზ II რუსეთის ცარი ხდება.
- 1911 : ბრძოლაში თვითმფრინავიდან პირველი ბომბი გადმოაგდეს თურქეთ-იტალიის ომის დროს.
- 1918 : დასავლეთ უკრაინა ავსტრო-უნგრეთის იმპერიისგან დამოუკიდებელი ხდება.
- 1922 : ოსმალეთის იმპერიის ბოლო სულთანი მეჰმედ VI ტახტიდან გადადგა.
- 1939 : მსოფლიოში პირველი ხელოვნური განაყოფიერებით კურდღლის გამრავლება მოხერხდა.
- 1951 : ოპერაცია სურო - აშშ წარმატებით ახორციელებს პირველი მძლავრი წყალბადის ბირთვულის ყუმბარის აფეთქებას მარშალის კუნძულებზე, ცენტრალურ წყნარ ოკეანეში. აფეთქების სიმძლავრემ 10 მეგატონას მიაღწია.
- 1956 : შეიქმნა ინდოეთის შტატი კარნატაკა, უწინ ცნობილი როგორც მაისურის შტატი.
- 1956 : შეიქმნა ინდოეთის შტატი კერალა.
- 1959 : ლენინგრადში საბჭოთა კავშირში პირველი ქორწინებათა სასახლე გაიხსნა.
- 1981 : ანტიგუა და ბარბუდა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1993 : მაასტრიხტის ხელშეკრულება, რომელმაც ფორმალურად დააფუძნა ევროპის კავშირი, შედის ძალაში.
- 1998 : ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ჩამოყალიბდა.
- 2008 : საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით.
- 2014 : საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 846 : ლუი ბლუ — დასავლეთ საფრანგეთის მეფე
- 1339:რუდოლფ IV — ავსტრიის ჰერცოგი
- 1578 : პოჟარსკი, დმიტრი — რუსი პრინცი
- 1585 : ბროჟეკი, იან — პოლონელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი
- 1643 : სტრიპი, ჯონ — ინგლისელი მწერალი
- 1704 : ლონგოლიუსი, პაულ დანიელ — გერმანელი ენციკლოპედისტი
- 1727 : შუვალოვი, ივანე — მოსკოვის უნივერსიტეტის დამფუძნებელი
- 1778 : გუსტავ IV ადოლფი — შვედეთის მეფე
- 1878 : ლამასი, კარლოს საავედა — არგენტინელი პოლიტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1889 : წერეთელი, ალექსანდრე — ქართველი მეცნიერი-ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე
- 1962 : კიდისი, ენტონი — ამერიკელი მომღერალი (Red Hot Chili Peppers)
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1391 : ამადეუს VII — სავოიის მეფე
- 1700 : კარლოს II — ესპანეთის მეფე
- 1894 : ალექსანდრე III — რუსეთის მეფე (დ. 1845)
- 1903 : თეოდორ მომზენი — გერმანელი ისტორიკოსი, ძველი რომის ისტორიისა და რომის სამართლის სპეციალისტი (დ. 1817)
- 1907 : ალფრედ ჟარი — ფრანგი მწერალი (დ. 1873)
- 1938 : ფრანსის ჟამი — ფრანგი პოეტი (დ. 1868)
- 1962 : გრიგოლ რობაქიძე — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე (დ. 1880)
- 2020 : რამაზ პატარიძე — ქართველი ენათმეცნიერ, მკვლევარი, „ქართული ანბანის რაინდი“ (დ. 1927)
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- პროხორე ქართველი; ლუკა იერუსალიმელი და ნიკოლოზ დვალი
- იოველ წინასწარმეტყველი
- წმინდა უარი და მასთან შვიდნი მოძღვარნი ქრისტიანეთანი
- ნეტარი კლეოპატრა (+დაახ. 327) და ძე მისი იოანე
- წმინდა სადუკი და მასთან ასოცდარვა მოწამე
- ღირსი იოანე რილელის ნაწილთა გადასვენება
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: