შინაარსზე გადასვლა

რამაზ პატარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პატარიძე.
რამაზ პატარიძე
დაბ. თარიღი 6 ნოემბერი, 1927
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 1 ნოემბერი, 2020 (92 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მკვლევარი[1] და ენათმეცნიერი[1]
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რამაზ პატარიძე (დ. 6 ნოემბერი, 1927, თბილისი — გ. 1 ნოემბერი, 2020[2]) — ქართველი ენათმეცნიერი, დამწერლობათმცოდნე, ანბანთმცოდნე. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1967). პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის მიქელ პატარიძის შვილი.

1950 წელს დაამთავრა ი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილებაში. იყო პავლე ინგოროყვას მოსწავლე. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა: „ქართული ფილიგრანოლოგიის ძირითადი საკითხები“. 64 წლის განმავლობაში იკვლევდა ქართული ანბანის საკითხებს.

1980 წელს სა­ბავ­შვო გა­მომ­ცე­ლო­ბა „ნა­კა­დულ­მა“ გამოსცა მისი წიგნი „ქართული ასომთავრული“,[3] წიგნმა საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რის გვერ­დის ავლა მარ­ტი­ვად მოახერხა, ვი­ნა­ი­დან ის საბავ­შვო გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გამოსცა. ამის შე­დე­გად წიგ­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბა შეიზღუდა, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ნაკადულის“ დი­რექ­ტო­რი არჩილ სულაკაური თანამ­დე­ბო­ბი­დან გაათავისუფლეს, ხოლო წიგ­ნის ავტო­რი რა­მაზ პა­ტა­რი­ძე პრაქ­ტი­კუ­ლად ჩამოშორდა სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას.

2018 წელს „პა­ლიტ­რა L-ის“ მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი „ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი“ წარმოადგენს სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომს, სადაც აღწერილია ქართული ანბანის ისტორია და წარმართული კალენდრის საიდუმლოებები. [4]

მან გახსნა ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები და ამით ნათელი გახადა ე.წ. კავკასიურ დამწერლობათა ურთიერთმიმართების ისტორიული ლოგიკა. გაშიფრა „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ საიდუმლო შინაარსი და წარმოაჩინა ამ ჰიმნოგრაფიული თხზულების ისტორიული და ესქატოლოგიური მნიშვნელობა. აქტიურად იკვლევდა დავათის სტელის საკითხებს. აღმოაჩინა ნეკრესის წარწერების რამდენიმე შიფრი. ახლებურად აქვს წაკითხული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ არაერთი სტროფი და სტრიქონი.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  2. დამწერლობათმცოდნე რამაზ პატარიძე გარდაიცვალა
  3. რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, თბილისი, ნაკადული, 1980 წ., 602 გვ.
  4. რამაზ პატარიძის „ქართული ასომთავრულის“ მოკლე ანოტაცია
  5. საქართველოს რესპუბლიკა N150-151 (9076-9077). რამაზ პატარიძე, ქართული ასომთავრულის მესაიდუმლე