ალექსანდრე III (რუსეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე III
Александр III
Alexander III of Russia.JPG
სრულიად რუსეთის იმპერატორი
კორონაცია: 13 მარტი 1881
მმართ. დასაწყისი: 13 მარტი 1881
მმართ. დასასრული: 1 ნოემბერი, 1894
წინამორბედი: ალექსანდრე II
მემკვიდრე: ნიკოლოზ II


სხვა წოდებები: პოლონეთის მეფე
ფინეთის დიდი ჰერცოგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 მარტი 1845
დაბ. ადგილი: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1 ნოემბერი, 1894
გარდ. ადგილი: ლივადია, ყირიმი
მეუღლე: მარია
შვილები: ნიკოლოზ II
ალექსანდრე
გიორგი
ქსენია
ოლგა
დინასტია: რომანოვები
მამა: ალექსანდრე II
დედა: მარია
ხელმოწერა: SignatureAlexanderIII.jpg


ალექსანდრე III (რუს.: Александр III Александрович) (დ. 10 მარტი 1845, სანქტ-პეტერბურგი — გ. 20 ოქტომბერი 1894, ლივადია, უკრაინა) — რუსეთის იმპერატორი 1881—1894 წლებში, რომანოვების დინასტიიდან. ალექსანდრე II-ის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორი ალექსანდრე III თბილისში ყოფნისას (1888).

ალექსანდრე დაიბადა 1845 წლის 10 მარტს ქ.სანქტ-პეტერბურგში, ზამთრის სასახლეში. ის იყო რუსეთის იმპერატორ, ალექსანდრე II-ის მეორე ვაჟი. მან მიიღო იმდროისთვის უმაღლესი განათლება. ფლობდა გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს. საიმპერატორო ტახტზე ასვლა მოუწია მამამისის მკვლელობის შემდეგ, 1881 წლის 13 მარტს, ესტონეთში ყოფნის დროს. ალექსანდრე მისი წინამორბედის მსგავსად თვლიდა, რომ რუსეთის წყნარად სამართავად და ყოველგბარი რევოლუციისა თუ აჯანყების თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება, სახელმწიფოს ყველა წერტილში მართლმადიდებლობის გავრცელება და ეროვნულობა. პოლიტიკური შეხედულებით ნაციონალი იყო. 1884 წელს გამოსცა კანონი რუსული ენის ფართო მასშტაბით გავრცელების შესახებ იმპერიის ტერიტორიაზე. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა პრუსიის პრემიერ-მინისტრთან, ოტო ფონ ბისმარკთან, ასევე საფრანგეთის ხელისუფლების წევრებთან. რბილი და მეგობრული საგარეო პოლიტიკის გამო მას "მშვიდობისმოყვარე" შეარქვეს. გამოირჩეოდა აქტიურობითა და ბრძნული საუბრით. უყვარდა მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში. 1894 წელს ნეფრიტით დაავადდა. იმავე წლის ბოლოს, 1 ნოემბერს გარდაიცვალა ყირიმში სტუმრობის დროს. ალექსანდრეს შემდეგ საიმპერატორო ტახტი დაიკავა მისმა უფროსმა ვაჟმა, ნიკოლოზ II-მ.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე III შვილებთან ერთად

ალექსანდრე III-ს ჰყავდა ექვსი შვილი.იმპერატორის მეუღლე იყო მარია თეოდორეს ასული

(იმპერატორის შვილები)

სახელი დაბადება გარდაცვალება შენიშვნები
ნიკოლოზ II 6 მაისი 1868 17 ივლისი 1918 მეუღლე ალექსანდრა თედორეს ასული;
ალექსანდრე ალექსანდრეს ძე 7 ივნისი 1869 2 მაისი 1870 გარდაიცვალა მენინგიტით
გიორგი რომანოვი 6 მაისი 1871 9 აგვისტო 1899 გარდაიცვალა ტუბერკულიოზით
ქსენია რომანოვა 6 აპრილი 1875 20 აპრილი 1960 1894 წელს იქორწინა ალექსანდრე მიხეილის ძე
მიხეილ II 22 ნოემბერი 1878 12 ივნისი 1918 1912 წელს ცოლად შეირთო, ნატალია ბრასოვა;
ოლგა რომანოვა 13 ივნისი 1882 24 ნოემბერი 1960 პირველი მეუღლე, პეტრე ალექსანდრეს ძე ოლდენბურგი;

მეორე მეუღლე, ნიკოლაი კულიკოვსკი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • John F. Hutchinson, Late Imperial Russia: 1890–1917
  • Charles Lowe, Alexander III of Russia

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ალექსანდრე II
რუსეთის იმპერეტორები
1881 - 1894
შემდეგი:
ნიკოლოზ II