შინაარსზე გადასვლა

ფრანსის ჟამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსის ჟამი
ფრანგ. Francis Jammes
დაბადების თარიღი 2 დეკემბერი, 1868(1868-12-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი ტურნე[10] [9]
გარდაცვალების თარიღი 1 ნოემბერი, 1938(1938-11-01)[10] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი ასპარენი[10] [9]
საქმიანობა პოეტი[8] , დრამატურგი, მწერალი[8] [11] [12] , ლიტერატურული კრიტიკოსი და ლიბრეტისტი[12]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
ჯილდოები საფრანგეთის აკადემიის დიდი ლიტერატურული პრემია[13] , Prix Saint-Cricq-Theis[13] და Prix d'Académie[13]
ხელმოწერა

ფრანსის ჟამი (Jammes) (დ. 2 დეკემბერი, 1868, ტურნე — გ. 1 ნოემბერი, 1938, ასპარენი) — ფრანგი პოეტი. მის პოეზიაში აისახა პროვინციის სადა, მარტივი ყოფა-ცხოვრება. ხშირად მის ლექსს მანერულობის ელფერიც დაჰკრავს და ძალზე უახლოვდება ლოცვებს. მისი კრებულებია: "ექვსი სონეტი" (1891), "პოეტის დაბადება" (1897). ბევრ წიგნს კათოლიციზმის დაღი ატყვია ("ცისკრის ზარებიდან მწუხრის ზარებამდე", 1895; "გაზაფხულთა ძაძები", 1901, "ღვთისმშობელი და სონეტები", 1919; "ეპიტაფიები", 1921 და სხვ.); სამყაროსთან შერწყმის განცდა მისთვის "ღვთაებრის საწყისს" უთანბრდება ("ქრისტიანული გეორგიკები", ტ. 1-3, 1911-1912). ჟამს ეკუთვნის ლირიკული და ფსიქოლოგიური რომანები: "კურდღლის რომანი" (1903), "ჟანო-პოეტი" (1924), მორალიტეს ტიპის პიესა "ღატაკი" (1911), მოგონებები. თავისი პოეტიკის პრინციპები გადმოგვცა თხზულებაში "პოეზია" (1901).

  1. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 Encyclopædia Britannica
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 IMSLP — 2006.
  5. 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
  7. 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija / A. Vujić — LZMK, 2005.
  8. 1 2 3 4 abART
  9. 1 2 3 4 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  10. 1 2 3 Жамм Франсис // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  12. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118775901 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  13. 1 2 3 Académie française