ლაშა ტალახაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე რიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 2 ოქტომბერი, 1993 (1993-10-02) (30 წლის)
დაბ. ადგილი საჩხერე
სიმაღლე 197 სმ
წონა 176 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ძალოსნობა
სახეობა ატაცი, აკვრა, ორჭიდი
ჯილდოები Jeno Boskovics Best Lifter Trophy[1]
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ოქრო რიო-დე-ჟანეირო 2016 +105 კგ
ოქრო ტოკიო 2020 +109 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო ჰიუსტონი 2015 +105 კგ
ოქრო ანაჰაიმი 2017 +105 კგ
ოქრო აშხაბადი 2018 +109 კგ
ოქრო პატაია 2019 +109 კგ
ოქრო ტაშკენტი 2021 +109 კგ
ოქრო ბოგოტა 2022 +109 კგ
ოქრო ერ-რიადი 2023 +109 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო ფერდე 2016 +105 კგ
ოქრო სპლიტი 2017 +105 კგ
ოქრო ბუქარესტი 2018 +105 კგ
ოქრო ბათუმი 2019 +109 კგ
ოქრო მოსკოვი 2021 +109 კგ
ოქრო ტირანა 2022 +109 კგ
ოქრო ერევანი 2023 +109 კგ

ლაშა ტალახაძე (დ. 2 ოქტომბერი, 1993, საჩხერე) — ქართველი ძალოსანი, მონაწილეობს +109 კგ. (2018 წლამდე +105 კგ[2]) წონით კატეგორიაში. ორგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი. ის ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აღსანიშნავია, რომ სამივე რეკორდი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაშა ტალახაძე დაიბადა 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში. 2013 წელს ტალახაძემ დოპინგის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.[3]

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან საერთო ჯამში 454 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა[4]. მას შემდეგ, რაც ჩემპიონი ალექსეი ლოჩევი დოპინგის ტესტზე ჩავარდა, პირველი ადგილი ტალახაძეს გადაეცა. 2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ფერდეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტალახაძემ ჯამში 463 კილოგრამი დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ატაცში 212 კილოგრამის დაძლევით ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა[5].

2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე ატაცში 215 კილოგრამი დაძლია და ამ მაჩვენებლით სულ რამდენიმე წუთით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. აკვრაში ტალახაძემ მესამე ცდაზე 258 კგ. აწია და საერთო ჩათვლაში 473 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. ამ შედეგით ოლიმპიადის კვარცხლბეკზე უმაღლესი ადგილი დაიკავა.[6][7] ხოლო 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ხორვატიაში გაიმართა, მან ატაცში 217 კილოგრამი დააფიქსირა და ამით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა[8]. 2018 წელს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ 474 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ საკუთარი რეკორდები გააუმჯობესა მას შემდეგ, რაც ატაცში 223, აკვრაში 265, ხოლო ორჭიდის ჯამში 488 კილოგრამი დააფიქსირა.

არის ღირსების ორდენის და ბრწყინვალების ორდენის კავალერი.[9]

სატურნირო შედეგები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტურნირის მასპინძელი წონითი კატეგორია ატაცი (კგ) აკვრა (კგ) ჯამი ადგილი
1 2 3 ადგილი 1 2 3 ადგილი
ოლიმპიური თამაშები
2016 ბრაზილიის დროშა რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია +105 კგ 205 210 215 2 242 247 258 1 473 ორ 1st
2020 იაპონიის დროშა ტოკიო, იაპონია +109 კგ 208 215 223 ორ 1st 245 255 265 ორ 1 488 ორ 1st
მსოფლიოს ჩემპიონატები
2010 თურქეთის დროშა ანთალია, თურქეთი +105 კგ 157 162 162 27 180 180
2011 საფრანგეთის დროშა პარიზი, საფრანგეთი +105 კგ 175 180 187 16 207 207 25 387 20
2015 აშშ-ის დროშა ჰიუსტონი, აშშ +105 კგ 200 200 207 1st 238 247 247 2nd 454 1st
2017 აშშ-ის დროშა ანაჰაიმი, აშშ +105 კგ 210 215 220 მრ 1st 243 250 257 1st 477 მრ 1st
2018 თურქმენეთის დროშა აშხაბადი, თურქმენეთი +109 კგ 207 212 217 1st 245 252 257 1st 474 1st
2019 ტაილანდის დროშა პატაია, ტაილანდი +109 კგ 208 215 220 1st 247 255 264 1st 484 1st
2021 უზბეკეთის დროშა ტაშკენტი, უზბეკეთი +109 კგ 210 218 225 მრ 1st 247 257 267 მრ 1st 492 მრ 1st
ევროპის ჩემპიონატები
2016 ნორვეგიის დროშა ფერდე, ნორვეგია +105 კგ 200 207 212 1st 235 241 251 1st 463 1st
2017 ხორვატიის დროშა სპლიტი, ხორვატია +105 კგ 203 210 217 1st 238 245 250 1st 467 1st
2018 რუმინეთის დროშა ბუქარესტი, რუმინეთი +105 კგ 200 210 221 1st 235 247 1st 457 1st
2019 საქართველოს დროშა ბათუმი, საქართველო +109 კგ 208 218 1st 245 260 1st 478 1st
2021 რუსეთის დროშა მოსკოვი, რუსეთი +109 კგ 211 217 222 1st 245 253 263 1st 485 1st
ახალგაზდული მსოფლიო ჩემპიონატი
2013 პერუს დროშა ლიმა, პერუ +105 კგ 185 190 195 1st 217 221 1st 411 1st
ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე
2016 ისრაელის დროშა ეილათი, ისრაელი +105 კგ 193 200 205 1st 222 235 1st 440 1st
ახალგაზდული ევროპის ჩემპიონატი
2011 რუმინეთის დროშა ბუქარესტი, რუმინეთი +105 კგ 175 180 185 1st 205 212 217 1st 402 1st
2012 ისრაელის დროშა ეილათი, ისრაელი +105 კგ 175 183 190 3rd 205 222 232 3rd 412 3rd
ჭაბუკების ევროპის ჩემპიონატი
2010 ესპანეთის დროშა ვალენსია, ესპანეთი +94 კგ 150 155 158 1st 175 182 187 1st 345 1st
  • მრ: მსოფლიო რეკორდი
  • ორ: ოლიმპიური რეკორდი

პერსონალური რეკორდები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა შედეგი (კგ) ადგილმდებარეობა წონითი კატეგორია რეკორდი თარიღი
+105 კგ
ატაცი 220 აშშ-ის დროშა ანაჰაიმი, აშშ მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს რეკორდი 5 დეკემბერი, 2017
აკვრა 258 ბრაზილიის დროშა რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია ოლიმპიადა საქართველოს რეკორდი 16 აგვისტო, 2016
ჯამი 473 ბრაზილიის დროშა რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია ოლიმპიადა ოლიმპიური რეკორდი 16 აგვისტო, 2016
477 აშშ-ის დროშა ანაჰაიმი, აშშ მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს რეკორდი 5 დეკემბერი, 2017
+109 კგ
ატაცი 223 იაპონიის დროშა ტოკიო, იაპონია ოლიმპიადა ოლიმპიური რეკორდი 4 აგვისტო 2021
225 უზბეკეთის დროშა ტაშკენტი, უზბეკეთი მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს რეკორდი 17 დეკემბერი 2021
აკვრა 265 იაპონიის დროშა ტოკიო, იაპონია ოლიმპიადა ოლიმპიური რეკორდი 4 აგვისტო 2021
267 უზბეკეთის დროშა ტაშკენტი, უზბეკეთი მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს რეკორდი 17 დეკემბერი 2021
ჯამი 488 იაპონიის დროშა ტოკიო, იაპონია ოლიმპიადა ოლიმპიური რეკორდი 4 აგვისტო 2021
492 უზბეკეთის დროშა ტაშკენტი, უზბეკეთი მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს რეკორდი 17 დეკემბერი 2021

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.iwf.net/2018/05/08/award-gala-of-2017-lifter-of-the-year-trophies/
  2. Lasha Talakhadze დაარქივებული 2016-12-11 საიტზე Wayback Machine. . rio2016.com
  3. Sanctioned Athletes / Athlete Support Personnel
  4. IWF-ის შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-03. ციტირების თარიღი: 2016-05-01.
  5. ლაშა ტალახაძემ ატაცში ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა
  6. TALAKHADZE Lasha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 17 August 2016
  7. Lasha Talakhadze Wins Gold, Behdad Salimi Bombs Out After World Record Snatch en-US (16 August 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 17 August 2016
  8. International Wrestling Federation: World Records.. ციტირების თარიღი: 5 December 2017
  9. ოლიმპიური მედალოსნები // ლაშა ტალახაძე