ოლეგ ტაბაკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლეგ ტაბაკოვი

რუს. Оле́г Па́влович Табако́в
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1935
სარატოვი
გარდაცვალების თარიღი 12 მარტი, 2018 (82 წლის)
მოსკოვი
საქმიანობა მსახიობი,რეჟისორი, პედაგოგი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი ხალხთა მეგობრობის ორდენი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია

ოლეგ ტაბაკოვი (რუს. Оле́г Па́влович Табако́в, დ. 17 აგვისტო, 1935, სარატოვი12 მარტი, 2018, მოსკოვი) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1988), რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის (1998) ლაურეატი. „მოსკოვის თეატრის ოლეგ ტაბაკოვის ხელმძღვანელობით“ („ტაბაკერკა“) დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1987-2018).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლეგ ტაბაკოვი დაიბადა 1935 წლის 17 აგვისტოს სარატოვში, ექიმების ოჯახში. ადრეული ბავშვობა მშობლებთან და ბებიებთან გაატარა. დიდი სამამულო ომის დროს მამა ფრონტზე წავიდა და სამხედრო-სანიტარულ მატარებელს ხელმძღვანელობდა, დედა კი სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა. ომის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1968 „ომი და მშვიდობა“ Война и мир ნიკოლაი როსტოვი
1973 „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ Семнадцать мгновений весны ბრიგადენფიურერი ვალტერ შელენბერგი
1976 „თორმეტი სკამი“ Двенадцать стульев ალექსანდრ იაკოვლევიჩი
1977 „დაუსრულებელი პიესა მექანიკური პიანინოსთვის“ Неоконченная пьеса для механического пианино პავლე შჩერბუკი, კრედიტორი
1979 „დ'არტანიანი და სამი მუშკეტერი“ Д’Артаньян и три мушкетёра ლუდოვიკო XIII
1979 „გადაშლილი წიგნი“ Открытая книга კრამოვი
1983 „მერი პოპინს, ნახვამდის“ Мэри Поппинс, до свидания მის ენდრიუ
1987 „კაცი კაპუცინების ბულვარიდან“ Человек с бульвара Капуцинов ჰარი მაკიუ, ბარმენი
1989 „სიყვარული პრივილეგიებით“ Любовь с привилегиями ნიკოლაი პეტროვიჩი, სუკ-ის გენერალი
2005 „ესენინი“ Есенин სუკ-ის გენერალი სიმაგინი

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]