ჰუმბოლდტის ზღვა
ჰუმბოლდტის ზღვა | |
Mare Humboldtianum | |
მონაცემები | |
---|---|
სიგრძე | 230.78 კმ. |
სახელწოდება | |
ეპონიმი | ალექსანდერ ჰუმბოლდტი |
დამტკიცებულია | IAU (1935) |
მდებარეობა | |
56.92° ჩ. გ. 81.54° ა. გ. / 56.92° ჩ. გ. 81.54° ა. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
ჰუმბოლდტის ზღვა ვიკისაწყობში |
ჰუმბოლდტის ზღვა[1] (ლათ. Mare Humboldtianum) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილული მხარეს ამავე სახელწოდების აუზში, ცივი ზღვის აღმოსავლეთით. დედამიწიდან დაკვირვებისას ის მდებარეობს მთვარის დისკის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდესთან და გრძელდება მის შორეულ მხარეს. მისი მდებარეობიდან გამომდინარე, ზღვის ხილვადობის პირობები დამოკიდებულია მთვარის ლიბრაციაზე და ის შეიძლება არ იყოს ხილული დედამიწიდან.
ზღვის აუზი ჩამოყალიბდა ნექტარიანულ პერიოდში, ხოლო გვიან იმბრიულ პერიოდში ლავით იყო დატბორილი. ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მის აუზში განლაგებულია ბორცვები. ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში არის დიდი კრატერი ბელკოვიჩი.
ზღვის დიამეტრი 273 კილომეტრია, მისი აუზის დიამეტრი დაახლოებით 600 კილომეტრია.
ჰუმბოლდტის ზღვას იოჰან ფონ მედლერმა ალექსანდერ ჰუმბოლდტის სახელი დაარქვა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Mare Humboldtianum.
- Подробная фотографическая карта Моря Гумбольдта
- Mare Humboldtianum
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯაფიაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 665-667.
|