კრიზისების ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრიზისების ზღვა
Mare Crisium
მონაცემები
სიგრძე 555.92 კმ.
სახელწოდება
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
16.18° ჩ. გ. 59.10° ა. გ. / 16.18° ჩ. გ. 59.10° ა. გ. / 16.18; 59.10
ციური სხეული მთვარე
კრიზისების ზღვა — მთვარე
კრიზისების ზღვა
კრიზისების ზღვა ვიკისაწყობში

კრიზისების ზღვა[1] (ლათ. Mare Crisium) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილულ მხარეს, სიმშვიდის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ზღვის აუზი ჩამოყალიბდა 4.55-დან 3.85 მილიარდი წლის წინ. ზღვის დიამეტრი 555.92 კმ[2], ფართობი 137000 კმ². მას აქვს ძალიან ბრტყელი ფსკერი, რომელიც გარშემორტყმულია სერების წრით. ზღვის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია — 16°11′N 59°06′E / 16.18° ჩ. გ. 59.10° ა. გ. / 16.18; 59.10[2]. სამხრეთით არის ზღვის ლავაში ნაწილობრივ ჩაფლული კრატერები[3].

ზღვაში რამდენიმე კრატერია: პიკარდი, პირსი, სვიფტი, იერკესი და ა.შ.

ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე არის კლეომედესის კრატერი.

კრიზისის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის გველების ზღვა[4].

კოსმოსური აპარატების დაჯდომის ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხარაძე ე., „ასტრონომიის საფუძვლები“ : 2 ტომად : ტომი I, 1991
  2. 2.0 2.1 Gazetteer of Planetary Nomenclature. International Astronomical Union (IAU) Working Group for Planetary System Nomenclature (WGPSN). ციტირების თარიღი: 2010-08-03
  3. Autostar Suite Astronomer Edition. CD-ROM. Meade, April 2006.
  4. Mare Crisium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2007-10-18
  5. laspace.ru :: НПО им. С. А. Лавочкина. ციტირების თარიღი: 2009-07-21