ნაყოფიერების ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაყოფიერების ზღვა
Mare Fecunditatis
მონაცემები
სიგრძე 840.35 კმ.
სახელწოდება
ეპონიმი ნაყოფიერება
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
7.83° ს. გ. 53.67° ა. გ. / 7.83° ს. გ. 53.67° ა. გ. / -7.83; 53.67
ციური სხეული მთვარე
ნაყოფიერების ზღვა — მთვარე
ნაყოფიერების ზღვა
ნაყოფიერების ზღვა ვიკისაწყობში

ნაყოფიერების ზღვა[1][2] (ლათ. Mare Fecunditatis) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილული მხარეს. ზღვის აუზი წარმოიქმნა ნექტარულამდელ პერიოდში და გარშემორტყმულია ნექტარულ პერიოდში ჩამოყალიბებული წარმონაქმნებით. ზღვა ლავით დატბორა გვიან იმბრიულ პერიოდში; ლავის ფენის სისქე შედარებით მცირეა კრიზისებისა და სიწყნარის ზღვებთან შედარებით. ზღვის დასავლეთ ნაწილში, სადაც ნაყოფიერებისა და ნექტარის ზღვების აუზები ხვდება ერთმანეთს, ბევრი გრაბენია.

ზღვის აღმოსავლეთ მხარეს არის ლანგრენის კრატერი. კრატერები მესიე A და B განლაგებულია ზღვის ცენტრალურ ნაწილთან.

ნაყოფიერების ზღვაში საბჭოთა ზონდმა ლუნა-16-მა 1970 წელს აიღო მთვარის გრუნტის ნიმუში და ჩამოიტანა დედამიწაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Лунный грунт из Моря Изобилия. Москва: Наука, 1974. 624 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხარაძე ე., „ასტრონომიის საფუძვლები“ : 2 ტომად : ტომი I, 1991
  2. ჯაფიაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 665-667.