სამხრეთის ზღვა (მთვარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთის ზღვა
Mare Australe
მონაცემები
სიგრძე 996.84 კმ.
სახელწოდება
ეპონიმი სამხრეთი
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
47.77° ს. გ. 91.99° ა. გ. / 47.77° ს. გ. 91.99° ა. გ. / -47.77; 91.99
ციური სხეული მთვარე
სამხრეთის ზღვა (მთვარე) — მთვარე
სამხრეთის ზღვა (მთვარე)
სამხრეთის ზღვა ვიკისაწყობში

სამხრეთის ზღვა[1] (ლათ. Mare Australe) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილულ მხარეს.

ზღვის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია — 47°46′S 91°59′E / 47.77° ს. გ. 91.99° ა. გ. / -47.77; 91.99[2], ხოლო დიამეტრი — 603 კმ[2].

სამხრეთის ზღვაში მდებარეობს ისეთი დიდი კრატერები, როგორიცაა ლამბი (ლათ. Crater Lamb), ჯენერი (ლათ. Crater Jenner) და გამი (ლათ. Crater Gum)[3].

სახელწოდება „სამხრეთის ზღვა“ პირველად შემოგვთავაზა ი. მედლერმა. შეტანილია საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მთვარის ზედაპირზე არსებული ობიექტების ნომენკლატურის შესახებ პირველ ოფიციალურ პუბლიკაციაში (ნომერით 4531), რომელიც გამოქვეყნდა მ. ბლაგისა და კ. მიულერის მიერ 1935 წელს[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხარაძე ე., „ასტრონომიის საფუძვლები“ : 2 ტომად : ტომი I, 1991
  2. 2.0 2.1 Gazetteer of Planetary Nomenclature. International Astronomical Union (IAU) Working Group for Planetary System Nomenclature (WGPSN). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-06. ციტირების თარიღი: 2010-08-07.
  3. Карта лунной поверхности. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-06. ციტირების თარიღი: 2010-08-07.
  4. Mary A. Blagg, K. Müller NAMED LUNAR FORMATIONS, стр.182.[მკვდარი ბმული]