ქაფის ზღვა (ლათ.Mare Spumans) — მთვარის ზღვა, მდებარეობს მთვარის ხილული მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნაყოფიერების ზღვის აღმოსავლეთით და ტალღების ზღვის სამხრეთ-დასავლეთით. მისი დიამეტრი 139 კილომეტრია[1]. შედიოდა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მთვარის ზედაპირის ობიექტების პირველ ოფიციალურ ნომენკლატურაში, რომელიც გამოქვეყნდა ბლაგისა და მიულერის მიერ 1935 წელს[2]. მიუხედავად იმისა, რომ ქაფის ზღვის მიმდებარე აუზი ჩამოყალიბდა ნექტარულ პერიოდში, ის თავად ცოტა მოგვიანებით, გვიან იმბრიულ პერიოდში უნდა ჩამოყალიბებულიყო[3]. ზღვის დასავლეთ (მარჯვნივ) კიდეზე არის კრატერი „პტი“ (1976 წლამდე — თანამგზავრული კრატერი Apollonius W).
↑Gazetteer of Planetary Nomenclature. International Astronomical Union (IAU) Working Group for Planetary System Nomenclature (WGPSN). ციტირების თარიღი: 2010-08-08.