ორთქლის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორთქლის ზღვა
Mare Vaporum
მონაცემები
სიგრძე 242.46 კმ.
სახელწოდება
ეპონიმი ნისლი
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
13.20° ჩ. გ. 4.09° ა. გ. / 13.20° ჩ. გ. 4.09° ა. გ. / 13.20; 4.09
ციური სხეული მთვარე
ორთქლის ზღვა — მთვარე
ორთქლის ზღვა
ორთქლის ზღვა ვიკისაწყობში

ორთქლის ზღვა (ლათ. Mare Vaporum) — მთვარის ზღვა, მდებარეობს მთვარის ხილულ მხარეს, მოწმენდილობის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ კიდესა და წვიმების ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეს შორის. მისი ფართობი დაახლოებით 55 ათასი კმ²-ია. ზღვას სახელი დაარქვა იტალიელმა ასტრონომმა ჯოვანი ბატისტა რიჩოლიმ.

ორთქლის ზღვას აქვს რღვევების შესამჩნევი სისტემა. უზარმაზარი (დაახლოებით 200 კმ სიგრძის) არიდეოსის ნაპრალი, რომელიც გადის იულიუს კეისრის კრატერის სამხრეთით, გრძელდება ორთქლის ზღვის ფსკერამდე. მის პარალელურად არის კიდევ ერთი შედარებით მოკლე — ჰიგინუსის ნაპრალი, რომლის შუაშია ჰიგინუსის კრატერი. ორთქლის ზღვის სამხრეთ ნაწილში, ტრისნეკერის კრატერთან, არის ღრმა, ვიწრო ნაპრალები, რომლებიც სხვა მიმართულებით მიდის.

ორთქლის ზღვის სანაპიროებზე ჩანს სამი კარგად შემონახული კრატერი: მანილიუსი, ბოშკოვიჩი და აგრიპა.

ორთქლის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის ჰემეს მთები, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით — აპენინები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]